ატლანტური ზუთხი
(გადამისამართდა გვერდიდან Acipenser sturio)
ატლანტური ზუთხი, ფორონჯი (ლათ. Acipenser sturio) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 200 კგ აღწევს. წაგრძელებული დინგი აქვს. გავრცელებულია ბალტიისა და შავი ზღვის აუზებში. ხშირად შედის რიონსა და დუნაიში. ძვირფასი სარეწაო თევზია, თუმცა იშვიათია. იყენებენ უმთავრესად ნედლს. დასავლეთი ევროპის ზღვებში თითქმის განადგურებულია. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან, შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ მოიპოვება რუსეთში, შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში, ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სადაც ცოცხალ ფორმას წარმოქმნის.
ატლანტური ზუთხი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser sturio (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 230 | |||||||||||||||
|
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს CR კატეგორია.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021