550-იანები
ათწლეული
550-იანი (ხუთას ორმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 550-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 550 წლის 1 იანვარს და დასრულდა 559 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | V – VI – VII |
ათწლეული: | 520-იანები 530-იანები 540-იანები
– 550-იანები – |
წლები: | 550 · 551 · 552 · 553 · 554 555 · 556 · 557 · 558 · 559 |
მოვლენები
სარჩევი: 550 551 552 553 554 555 556 557 558 559
- ბიზანტიელები ამარცხებენ აბაზგებს.
- ბიზანტიელებმა აიღეს პეტრა.
- დვინის საეკლესიო კრებაზე სომხეთის ეკლესიამ ოფიციალურად გამოაცხადა მონოფიზიტობა.
- ბიზანტიელები და სპარსელები ხუთწლიან ზავს დებენ.
- ბიზანტიელები ნარსესის მეთაურობით აპენინებში ოსტგუთების მეფე ტოტილას ამარცხებენ და ხანმოკლე ალყის შემდეგ ქ. რომს იღებენ.
- ევტიქი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხდება.
- ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მოკლეს ხობისწყალთან.
- გაიმართა ეგრისის სახალხო კრება.
- მიწისძვრამ ლატაკია გაანადგურა.
- ნან ლიანის დინასტია დაიწყო; პირველი მმართველი ნან ლიან ჟუან დი იყო.
- ჩინური ლიანის დინასტია: ლიან იუან დი შეცვალა ლიან ჟენ იან ჰუმ, შემდეგ ლიან ძინ დიმ.
- პელაგიუს I რომის პაპი ხდება.
- ბიზანტიელებმა სასანიანთა ჯარის დამარცხებით ქ. არქეოპოლისი (დღევანდელი ნოქალაქევი) კვლავ აიღეს.
- იუვენ ხუ დასავლეთ ვეის იმპერატორს გუნ-დის აიძულებს საიმპერატორო ტახტის იუვენ ძუესთვის დათმობას და ამით ჩრდილოეთ ჯოუს დინასტიას აფუძნებს. დასავლეთი ვეი არსებობას წყვეტს.
- 7 მაისი : კონსტატინოპოლში აია-სოფიას გუმბათი ჩამოინგრა. იუსტინიანე I-ის ბრძანებით დაუყოვნებლივ იწყებენ მის მშენებლობას.
- 23 დეკემბერი : გარდაიცვალა ფრანკების მეფე ხილდებერტ I.
- ჰუნებისა და ველისარიუსის ბრძოლა კონსტანტინოპოლისათვის. ჰუნების მარცხი.