520-იანები
ათწლეული
520-იანი (ხუთას ოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 520-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 520 წლის 1 იანვარს და დასრულდა 529 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | V – VI – VII |
ათწლეული: | 490-იანები 500-იანები 510-იანები
– 520-იანები – |
წლები: | 520 · 521 · 522 · 523 · 524 525 · 526 · 527 · 528 · 529 |
მოვლენები
სარჩევი: 520 521 522 523 524 525 526 527 528 529
- გუთები ძველ კორინთს არბევენ.
- ბიზანტიის მომავალი მეფე იუსტინიანე I კონსულად ინიშნება.
- რომაელი ფილოსოფოსი ბოეთიუსი ოსტგუთების მეფე თეოდორიხ დიდის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით პავიაში დააპატიმრეს.
- ქართლის სამეფოში მეფობა გაუქმდა და ქვეყანა სპარსეთის უშუალო მმართველობას დაექვემდებარა. ქართლი აჯანყდა სპარსეთის წინააღმდეგ.
- ვეზერონსის ბრძოლაში ფრანკებმა ბურგუნდიელები დაამარცხეს.
- ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე I მიწისძვრით დაზარალებულ ქ. ანაზარბუსს (დღევანდელი ანავარზა) აღადგენს და არქმევს „იუსტინოპოლისს“.
- 20 მაისი : მიწისძვრამ სირიასა და ანტიოქიაში 300 000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1 აგვისტო : ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა იუსტინიანე I
- ირანმა ჯარი გაგზავნა ეგრისში და აიღო შორაპნისა და სკანდეს ციხე.
პირველად გამოიცა იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis.