410-იანები
ათწლეული
410-იანი (ოთხას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 410-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 410 წლის 1 იანვარს და დასრულდა 419 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | IV – V – VI |
ათწლეული: | 380-იანები 390-იანები 400-იანები
– 410-იანები – |
წლები: | 410 · 411 · 412 · 413 · 414 415 · 416 · 417 · 418 · 419 |
მოვლენები
სარჩევი: 410 411 412 413 414 415 416 417 418 419
- 24 აგვისტო : რომი აიღეს გუთებმა ალარიხ I-ის ხელმძღვანელობით.
- ვესტგუთებმა ათაულფის მეთაურობით აიღეს ქ. ტულუზა და ბორდო.
- კუმარაგუპტა გუპტას საიმპერატორო ტახტზე ავიდა მამამისის ჩანდრაგუპტა II-ის სიკვდილის შემდეგ.
- გალა პლაციდია, დასავლეთ რომის იმპერატორ ჰონორიუსის და, დაქორწინდა ვესტგუთების მეფე ათაუფლზე.
- ვესტგუთები ესპანეთში შეიჭრნენ.
- რომაელმა გენერალმა კონსტანტიუს III-მ გალიიდან ვესტგუთები გააძევეს.
- ალექსანდრიაში ნიტრიელმა ბერებმა ფილოსოფოსი და მეცნიერი ქალი ჰიპატია მოკლეს წარმართობის ბრალდებით.
- დასავლეთ რომის იმპერიასა და ვესტგუთებს შორის შედგა შეთანხმება: გუთები აკვიტანიაში სახლდებიან.
- დეკემბერი: მაიას ცივილიზაციაში, დღევანდელი გვატემალას ტერიტორიაზე, აკვირდებიან ვენერას ტრანზიტს.
- დასავლეთ რომის იმპერატორმა ჰონორიუსმა თავისი და გალა პლაციდია გენერალ კონსტანტიუსზე დააქორწინა.
- რომის პაპმა ინოკენტი I-მა პელაგიანიზმი გაკიცხა და პელაგიუსი ეკლესიიდან მოკვეთა.
- ვესტგუთების სახელმწიფოს დაარსება აკვიტანიის ტერიტორიაზე.
- დაარსდა ვესტგუთთა ტულუზის სამეფო