1I/ოუმუამუა, 1I, 1I/2017 U1 — პირველი ოფიციალურად დადასტურებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ოდესმე შემოჭრილა მზის სისტემაში.[1] იგი აღმოაჩინა 2017 წლის 19 ოქტომბერს, ჰალეაკალას ობსერვატორიის Pan-STARRS 1-ის ტელესკოპით რობერტ ვერიკმა, დაახლოებით 40 დღის შემდეგ, რაც გადალახა მზესთან უახლოესი წერტილი 9 სექტემბერს. აღმოჩენის მომენტში ის დედამიწიდან დაახლოებით 33 მლნ. კმ-ით შორს მდებარეობდა, რაც დაახლოებით 85-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე და უკვე შორდებოდა მზეს. უცნობი ობიექტი თავიდან იდენტიფიცირდა, როგორც კომეტა — C/2017 U1, შემდგომ გადაკლასიფიცირდა, როგორც ასტეროიდი — A/2017 U1, ხოლო დამატებითი ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ იგი არ წარმოადგენდა მზის სიტემის ობიექტს, არამედ შემოჭრილი იყო გარე კოსმოსიდან.

1I/ოუმუამუა

ოუმუამუა. 2017 წლის 28 ოქტომბერი
აღმოჩენა
აღმომჩენი რობერტ ვერიკი, Pan-STARRS 1-ის ტელესკოპით
აღმოჩენის ადგილი ჰავაის ჰალეაკალას ობსერვატორია
აღმოჩენის თარიღი 19 ოქტომბერი, 2017
ორბიტალური მახასიათებლები
პერიჰელიუმი 0.255916±0.000007 ა. ე.
დიდი ნახევარღერძი (a) −1.2723±0.0001 ა. ე.
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 1.20113±0.00002
ორბიტალური სიჩქარე (v) 26.33±0.01 კმ/წმ
საშუალო ანომალია () 51.158°
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 115 მ × 111 მ × 19 მ
100–1000 მ სიგრძე
230 მ × 35 მ × 35 მ
(est. at albedo 0.10)
1I/ოუმუამუა ვიკისაწყობში

ოუმუამუა იყო მცირე მოგრძო ობიექტი, რომლის სიგძე მერყეობდა 100-დან 1000 მეტრამდე, ხოლო სიგანე და სისქე 35-დან 167 მეტრამდე.[2]; ჰქონდა მოწითალო ფერი, ისეთივე, როგორც მზის სისტემის გარე ობიექტებს. მზესთან მიახლოების მიუხედავად მას არ შეენიშნებოდა კომეტისთვის დამახასიათებელი კომა — ნისლეული, რომელიც კომეტებს აღენიშნებათ ხოლმე მზესთან მიახლოებისას. ამის გარდა, მან დამატებით აჩვენა არაგრავიტაციული აჩქარება, რომელიც როგორც წესი გამოწვეულია გაზების ამოფრქვევით ან მზის გამოსხივების წნევით გამოწვეული ბიძგის გამო.[3][4] მას ჰქონდა მზის სისტემის ასტეროიდების მსგავსი ბრუნვის სიჩქარე, მაგრამ მისი გამოკვეთილად წაგრძელებული ფორმა, მზის სისტემაში მოხეტიალე ასტეროიდების გვერდით იგი უჩვეულო ობიექტად აღიქმებოდა. ამ მახასიათებელმა გააჩინა სხვადასხვა ვარაუდი მისი წარმოშობის შესახებ. მისი ბრუნვის „ციბრუტივით ტრიალი“, გაბარიტები და მზესთან მიმართებაში სწრაფი გადაადგილება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ის მზის სისტემაში გარე კოსმოსიდან შემოვიდა. მისი სისწრაფიდან (დაახლოებით 26.33 კმ/წმ, რაც შეესაბამება მესამე კოსმოსურ სიჩქარეს) გამომდინარე ის მზის ორბიტაზე ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ მან საბოლოოდ დატოვა მზის სისტემა და მოძრაობა გააგრძელა ვარსკვლავთშორის სივრცეში.

2019 წლის ივლისისთვის, ასტრონომების უმეტესობამ დაასკვნა, რომ ეს იყო ბუნებრივი ობიექტი, მაგრამ დროში შეზღუდული დაკვირვების გამო მისი ზუსტი აღწერა და შესწავლა ვერ მოხერხდა. იმ შემთხვევაში, თუ ოუმუამუა კლდოვანი მასის გროვა იქნებოდა, მას ექნებოდა ასტეროიდების მსგავსი სიმკვრივე,[5] მაგრამ მისი მზესთან მიმართებაში მოძრაობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა ჰქონოდა ყინულოვანი კომეტების სტრუქტურა,[6] რაც საშუალებას მისცემდა მას ჰქონდა შედარებით დაბალი სიმკვრივე კლდოვან ასტეროიდებთან შედარებით.

ერთ-ერთი ვარაუდით, ის წარმოადგენს დაშლილი მოხეტიალე-კომეტის ფრაგმენტს,[7][8] ან პლუტონის მსგავსი გაყინული აზოტით მდიდარი ეგზოპლანეტის ნატეხს.[9][10][11] 2023 წლის 22 მარტს, ასტრონომებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მზესთან დაკვირვებული აჩქარება გამოწვეული იყო წყალბადის გამოთავისუფლებით, რომელიც წარმოიქმნა -ით მდიდარი ყინულოვანი სხეულის გახურების შედეგად.[12] ეს კი ცხადჰყოფდა იმას, რომ ოუმუამუა წარმოადგენდა ისეთი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავთშორის კომეტას, რომელსაც ბევრი საერთო უნდა ჰქონდა ჩვენი მზის სისტემასთან.[13]

ავი ლოებმა ოუმუამუას ფორმიდან გამომდინარე გამოთქვა ვარაუდი, რომ იგი შეიძლება ყოფილიყო უცხოპლანეტური ტექნოლოგიებით შექმნილი საფრენი აპარატი,[14] თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზის დამადასტურებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.[15][16] 2022 წლის იანვარში მკვლევარებმა წარმოადგინეს პროექტი ლირა, რომლის ფაგლებშიც, დედამიწიდან გაშვებულ კოსმოსურ ხომალდს შეეძლო 26 წელიწადში დაწეოდა ოუმუამუას მისი დეტალური შესწავლისათვის.[17][18]

სახელწოდება

რედაქტირება
 
ოუმუამუას მიერ მზის გარშემო შემოწერილი ჰიპერბოლური ტრაექტორია, ფოკუსით მზე.[19]

ოუმუამუა აღმოჩნდა უნიკალური შემთხვევა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირისთვის, რომელიც ანიჭებს ასტრონომიულ ობიექტებს იდენტიფიკატორებს. იგი თავდაპირველად კლასიფიცირებული იყო როგორც კომეტა C/2017 U1, მოგვიანებით იგი გადაკლასიფიცირდა, როგორც ასტეროიდი A/2017 U1 კომის არარსებობის გამო. მას შემდეგ რაც ცალსახად გაირკვა, რომ იგი მზის სისტემის გარედან შემოიჭრა, დაწესდა ახალი აღნიშვნა — „I“ — ვარსკვლავთშორისი ობიექტისთვის (ინგლ. Interstellar object). როგორც პირველი იდენტიფიცირებული ობიექტი, ოუმუამუას მიენიჭა აღნიშვნა 1I, I-ნომრებისთვის ობიექტების დასაშვებობის წესები და ამ ვარსკვლავთშორის ობიექტებს მინიჭებული სახელები ჯერ კიდევ არ არის კოდიფიცირებული. ოუმუამუას სახელები ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს: 1I, 1I/2017 U1, 1I/ოუმუამუა, ან 1I/2017 U1 (ოუმუამუა) სახით.[20]

სახელი „ოუმუამუა“ შერჩეულ იქნა Pan-STARRS-ის ჯგუფის მიერ, რომელმაც აღმოაჩინა ვარსკვლავთშორისი ობიექტი. ჰავაურიდან თარგმნილი `ou.mua.muaʻ ნიშნავს „მზვერავს“ ან „შორიდან მოგზავნილს“ (ʻou ნიშნავს „რაღაცისკენ სწრაფვას“, ხოლო გამეორებული mua ნიშნავს „პირველს“, „მოწინავეს“).[20][21] ინგლისურ მართლწერაში სახელი იწერება, როგორც ʻOumuamua. ნიშანი „ʻ“ ასო O-მდე მიუთითებს არა აპოსტროფზე, არამედ გლოტალურ გაჩერებაზე (ფაილის გამოთქმა), ჰავაიური ენის ორთოგრაფიაში — ოკინა.

ოფიციალური სახელის დარქმევამდე, შემოთავაზებული იყო სახელწოდება „რამა“, რომელიც ერქვა მსგავს გარემოებებში აღმოჩენილ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდს, 1973 წლის არტურ კლარკის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანში — „შეხვედრა რამასთან“.[22]

დაკვირვებები

რედაქტირება

ოუმუამუას ტრაექტორიასთან დაკავშირებით დაკვირვებები და დასკვნები ძირითადად მიღებული იქნა Pan-STARRS1 ტელესკოპის,[23] და კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპის (CFHT) მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო მისი შემადგენლობასა და ფორმაზე — ჩილეს Gemini South ტელესკოპისა[24] და ჰავაის Keck II ტელესკოპის საშუალებით. მონაცემები შეაგროვეს კარენ ჯ. მიჩმა, რობერტ ვერიკმა და მათ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნეს Nature-ში 2017 წლის 20 ნოემბერს.[25][26] ობიექტზე ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, დაკვირვებებს შეუერთდა კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი და სპიტცერი.[27]

 
ოუმუამუა 2020 წელს 34-ე ვარსკვლავიერ სიდიდეზე გაუჩინარდა.

იქედან გამომდინარე, რომ ოუმუამუა წარმოადგენდა მცირე ზომის ობიექტს და არ გამოირჩეოდა საკმარისი ნათებით, მისი დაფიქსირება ვერ მოხდა STEREO HI-1A-ს მიერ 2017 წლის 9 სექტემბერს პერიჰელიონთან გავლის მომენტში, რადგანაც მისი სიკაშკაშე დაახლოებით 13.5 მაგ-ს შეადგენდა.[28] ოქტომბრის ბოლოსთვის მისი სიკაშკაშე უკვე 23 ვარსკვლავიერი სიდიდემდე გაიზარდა,[29] ხოლო 2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ის ძალიან მკრთალი და სწრაფად მოძრავი ობიექტი იყო იმისთვის, რომ შესწავლილიყო თუნდაც ყველაზე დიდი მიწისზედა ტელესკოპების საშუალებით.[24]

ოუმუამუას ვარსკვლავთშორისი წარმოშობის გამო, მას გამოგონილ უცხოპლანეტელ კოსმოსურ ხომალდ რამას ადარებდნენ. დამთხვევას ემატება, რომ როგორც რეალური, ისე გამოგონილი საგნები უჩვეულოდ წაგრძელებულია.[30] ოუმუამუას ჰქონდა მოწითალო ელფერი და არასტაბილური სიკაშკაშე, რაც დამახასიათებელია ასტეროიდებისთვის.[31][32][33]

SETI ინსტიტუტის რადიოტელესკოპმა, Allen Telescope Array-მა გამოიკვლია ოუმუამუა, მაგრამ მისგან რამე უჩვეულო რადიო გამოსხივება არ დაუფიქსირებია.[34] ჩატარდა უფრო დეტალური დაკვირვებები Breakthrough Listen-ის აპარატურის და Green Bank Telescope-ის გამოყენებით;[30][34][35] ამ ვარსკვლავთშორის ობიექტთან სიახლოვის გათვალისწინებით, შეზღუდვები დაწესდა სავარაუდო გადამცემებს უკიდურესად დაბალი ეფექტური იზოტროპული გამოსხივების სიმძლავრით 0.08 ვატი.[36]

ტრაექტორია

რედაქტირება
 
დედამიწიდან თუ შევხედავთ, ობიექტის ტრაექტორია ყოველწლიურ რეტროგრადულ მარყუჟებს ქმნის ცაში, ის ქნარის თანავარსკვლავედიდან მომემართება, დროებით მოძრაობს ეკლიპტიკის სამხრეთით 2017 წლის 2 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე და ისევ ჩრდილოეთისკენ მიემართება პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
 
Oumuamua's hyperbolic trajectory over the Solar System.

ოუმუამუა, როგორც ჩანს, დაახლოებით მოვიდა ქნარის თანავარსკვლავედის ვარსკვლავ ვეგადან.[31][32][37][38] მზის სისტემაში მისი შემოსვლის კუთხე მზის აპექსის მიმართ შეადგენდა 6°-ს (მზის მოძრაობის მიმართულება ადგილობრივ ვარსკვლავებთან მიმართებაში).[37][39] 26 ოქტომბერს, Catalina Sky Survey-ის ორი წინასწარი დაკვირვება იქნა ნაპოვნი 14 და 17 ოქტომბრით.[40][29] ორკვირიანი დაკვირვების რკალმა დაადასტურა ძლიერ ჰიპერბოლური ტრაექტორია.[41][25] მისი ჰიპერბოლური ჭარბი სიჩქარე (სიჩქარე უსასრულობაში,  ) შეადგენდა — 26.33 კმ/წმ-ს — სიჩქარე მზესთან მიმართებით ვარსკვლავთშორის სივრცეში.

ოუმუამუას სიჩქარე მზესთან მიმართებაში
მანძილი თარიღი სიჩქარე
კმ/წმ
2300 ა. ე. 1606 26.41[42]
1000 ა. ე. 1839 26.42
100 ა. ე. 2000 26.73
10 ა. ე. 2016 29.56
1 ა. ე. 9 აგვისტო, 2017 49.70[43]
პერიჰელიონი 9 სექტემბერი, 2017 87.71[44]
1 ა. ე. 10 ოქტომბერი, 2017 49.70[]
10 ა. ე. 2019 29.58
100 ა. ე. 2034 26.73[45]
1000 ა. ე. 2195 26.44
2300 ა. ე. 2429 26.40[46]

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ასტრონომები დარწმუნდნენ, რომ ეს იყო ვარსკვლავთშორისი ობიექტი.[47] 80 დღის განმავლობაში ჩატარებული დაკვირვებების საფუძველზე დადგინდა, რომ ოუმუამუას ორბიტალური ექსცენტრისტეტი იყო 1.20. 2019 წლის აგვისტოში 2I/ბორისოვის აღმოჩენამდე, ეს იყო ობიექტი ყველაზე დიდი ექსცენტრისტეტით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა,[48][44] ექსცენტრიულობა 1.0-ზე მეტი ნიშნავს იმას, რომ კოსმოსური ობიექტის სიჩქარე აღემატება მზისგან გაქცევის სიჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ 1.0-ზე მეტი ექსცენტრიულობა შეიძლება მიღებულ იქნას პლანეტების გრავიტაციული მანევრის შედეგად შედეგად, როგორც ეს მოხდა C/1980 E1-ის შემთხვევაში,[48][49] მაგრამ ოუმუამუას ექსცენტრიულობა იმდენად მაღალი იყო, რომ მისი მიღება შეუძლებელი იქნებოდა მზის სისტემის რომელიმე პლანეტის დახმარებითაც. ამ მიზეზების გამო, ოუმუამუა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ვარსკვლავთშორისი წარმოშობის.[50][51]

 
ოუმუამუას ორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის ანიმაცია

ოუმუამუა მზის სისტემაში ეკლიპტიკის სიბრტყის ჩრდილოეთიდან შევიდა. მზის მიზიდულობამ განაპირობა მისი აჩქარება მანამ, სანამ არ მიაღწია მაქსიმალურ სიჩქარეს 87.71 კმ/წმ. როდესაც გაიარა ეკლიპტიკის სამხრეთით 6 სექტემბერს, მზის გრავიტაციამ მისი ორბიტა მკვეთრად შემოაბრუნა ჩრდილოეთის მიმართულებით.[52][44]

მზის სისტემაში მოგზაურობისას, ოუმუამუა დედამიწის ორბიტის მიღმა გავიდა 14 ოქტომბერს დედამიწიდან დაახლოებით 0.16175 ა. ე. მანძილით.[41] 16 ოქტომბერს ის უკან დაბრუნდა ეკლიპტიკური სიბრტყის ჩრდილოეთით და გავიდა მარსის ორბიტის მიღმა 1 ნოემბერს.[52][37][41] ის 2018 წლის მაისში გაცდა იუპიტერის ორბიტას, 2019 წლის იანვარში — სატურნის ორბიტას და 2022 წელს — ნეპტუნის ორბიტას.[52] მზის სისტემიდან გასვლისას მისი ლოკაცია იყო დაახლოებით მარჯვენა ამაღლება 23'51" და დახრილობა +24°45'.[44]

არაგრავიტაციული აჩქარება

რედაქტირება

2018 წლის 27 ივნისს ასტრონომებმა განაცხადეს რომ ომუამუას ტრაექტორიაზე გავლენას ახდენდა არაგრავიტაციული ძალა, რომელსაც დიდი ალბათობით მზის რადიაციის წნევისგან გამოწვეული ბიძგი წარმოადგენდა.[53][54] არაგრავიტაციულმა აჩქარებამ, რომელმაც ომუამუას მზესთან მიახლოებისას დამატებით მიიღო, შეადგენდა 17 მ/წმ². პირველადი ვარაუდი ამ აჩქარების მიზეზთან დაკავშირებით მიუთითებდა კომეტის მსგავს გაჟონვაზე,[4] რომლის დროსაც ობიექტის შიგნით არსებული აქროლადი ნივთიერებები მზის სიმხურვალის გამო იწყებენ აროლვას. მიუხედავად იმისა, რომ აირების ასეთი კუდი არ დაფიქსირებულა ობიექტის შემდეგ,[55] მკვლევარებმა შეაფასეს, რომ საკმარისმა გაჟონვამ შეიძლება გაზარდოს ობიექტის სიჩქარე გაზების აღმოჩენის გარეშე.[56] ჰიპოთეზის კრიტიკული ანალიზისას დადგინდა, რომ ოუმუამუადან გამოტყორცნილი აირები, მისი გაბარიტების გამო გამოიწვევდნენ არა იმდენად მის წრფივ აჩქარებას, რამდენადაც მის ბრუნვითი მოძრაობის გაძლიერებას.[57]

ობიექტის წარმომავლობა

რედაქტირება

ვეგას წრფივი მოძრაობის გათვალისწინებით, ოუმუამუას 600 000 წელი დასჭირდებოდა ვეგადან მზის სისტემამდე მოსასვლელად.[25] მაგრამ, როგორც ახლომდებარე ვარსკვლავი, ვეგაც იმ დროს ცის იმავე ნაწილში არ იმყოფებოდა.[37] ასტრონომებმა გამოითვალეს, რომ 100 წლის წინ ობიექტი მზიდან დაშორებული იყო 83.9 ± 0.090 მილიარდი კმ-ით (561 ± 0.6 AU), ხოლო მისი სიჩქარე შეადგენდა 26.33 კმ/წმ მზესთან მიმართებაში.[44] ეს ვარსკვლავთშორისი სიჩქარე ძალიან ახლოს დგას ობიექტების საშუალო სიჩქარესთან ირმის ნახტომში მზის მახლობელ არალში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სიწყნარის ლოკალური სტანდარტი, და განსაკუთრებით ახლოს დგას წითელ ჯუჯებთან ახლოს მდგომი ჯგუფის საშუალო სიჩქარესთან. სიჩქარის აღნიშნული სიდიდე ასევე მეტყველებს ობიექტის მზის სისტემის გარეთა წარმოშობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს გამორიცხავს უახლოეს ათეულ ვარსკვლავს.[58] ოუმუამუას სიჩქარის სიახლოვე სიწყნარის ლოკალურ სტანდარტთან შეიძლება ნიშნავდეს ასევე იმას, რომ მან რამდენჯერმე შემოიარა ირმის ნახტომი და, შესაბამისად, შესაძლოა მისი წარმოშობა გალაქტიკის სრულიად განსხვავებული ადგილიდან ყოფილიყო.[25]

უცნობია რამდენ ხანს მოგზაურობს ობიექტი ვარსკვლავთშორის სივრცეში.[52] მზის სისტემა, სავარაუდოდ, პირველი პლანეტარული სისტემაა, რომელსაც ოუმუამუა ახლოს შეეხო მას შემდეგ, რაც იგი გამოსროლილი იქნა საკუთარი ვარსკვლავური სისტემიდან.[59][25] ვარაუდობდნენ, რომ ობიექტი შესაძლოა ვარსკვლავური სისტემიდან გამოსროლილ იქნა ახალგაზრდა ვარსკვლავების ერთ-ერთი ადგილობრივი კინემატიკურ გაერთიანებიდან (კერძოდ, კარინა ან კოლუმბა) დაახლოებით 100 პარსეკის დიაპაზონში,[60] 45 მილიონი წლის წინ.[61] კარინასა და კოლუმბის ასოციაციები ახლა ძალიან შორს არიან ცაში ქნარის თანავარსკვლავედიდან, საიდანაც ოუმუამუა მოვიდა მზის სისტემაში შესვლისას. სხვები ვარაუდობდნენ, რომ ის გამოიდევნა თეთრი ჯუჯა სისტემიდან და რომ მისი აქროლადი ნივთიერებები დაიკარგა, როდესაც მისი მშობელი ვარსკვლავი წითელ გიგანტად იქცა.[62] დაახლოებით 1.3 მილიონი წლის წინ, ობიექტმა შეიძლება გაიაროს 0.16 პარსეკის (0.52 სინათლის წელი) მანძილი ახლომდებარე ვარსკვლავ TYC 4742-1027-1-მდე, მაგრამ მისი სიჩქარე ძალიან მაღალია იმ ვარსკვლავური სისტემიდან წარმოშობისთვის. უბრალოდ გაიარა სისტემის ოორტის ღრუბელში დაახლოებით 15 კმ/წმ.[63] 2018 წლის აგვისტოს Gaia Data Release 2-ის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ომუამუას წარმომავლობის ოთხი შესაძლო ვარსკვლავი — HIP 3757, HD 292249, Gaia DR2 2502921019565490176, და Gaia DR2 3666992950762141312 - რომელსაც ოუმუამუამ შედარებით ახლოს ჩაუარა ზომიერად დაბალი სიჩქარით ბოლო რამდენიმე მილიონი წლის წინ.[64] ეს კვლევა ასევე განსაზღვრავს ოუმუამუას მომავალ ახლო შეხვედრებს მზიდან მის გამავალ ტრაექტორიაზე.[65]

2018 წლის სექტემბერში ასტრონომებმა აღწერეს რამდენიმე შესაძლო ვარსკვლავური სისტემა, რომლიდანაც ოუმუამუა შესაძლოა რომ წარმოშობილიყო.[66][67]

2020 წლის აპრილში ასტრონომებმა წარმოადგინეს ობიექტის წარმოშობის ახალი შესაძლო სცენარი.[68][69] ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ოუმუამუა შეიძლება ყოფილიყო ფრაგმენტი მოქცევის შედეგად დაშლილი პლანეტიდან.[70]

2020 წლის მაისში ვარაუდობდნენ, რომ ოუმუამუა იყო  -ყინულით მდიდარი სხეულების კლასის პირველი დაკვირვებული ობიექტი, რომლებიც წარმოიქმნება 3 კ ტემპერატურაზე გიგანტური მოლეკულური ღრუბლების ბირთვებში. ოუმუამუას არაგრავიტაციული აჩქარება და მაღალი თანაფარდობის ფორმა შეიძლება აიხსნას ამ საფუძველზე.[71] თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ წყალბადის აისბერგები ვერ გადარჩებოდნენ ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობას.[72]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

თავდაპირველად, ოუმუამუა გამოცხადდა როგორც კომეტა C/2017 U1 (PANSTARRS) მოძრავი ძლიერ ჰიპერბოლურ ტრაექტორიაზე.[73] ნებისმიერი კომეტის აქტივობის დადასტურების მცდელობისას, იმავე დღეს ძალიან დიდ ტელესკოპზე გადაიღეს ძალიან ღრმა დაწყობილი სურათები, მაგრამ ობიექტს არ აღმოაჩნდა კომა. შესაბამისად, ობიექტს ეწოდა A/2017 U1 და გახდა პირველი კომეტა, რომელიც ასტეროიდად ხელახლა დასახელდა.[74] მას შემდეგ რაც ის ვარსკვლავთშორის ობიექტად იდენტიფიცირდა, მას მიენიჭა სახელი 1I/2017 U1, ვარსკვლავთშორისი ობიექტების ახალი კლასის პირველი წევრი.[20] კომის არარსებობა ზღუდავს ზედაპირული ყინულის რაოდენობას რამდენიმე კვადრატულ მეტრამდე და ნებისმიერი აქროლადი (თუ ისინი არსებობს) უნდა იყოს ქერქის ქვემოთ მინიმუმ 0.5 მ სისქით.[75] ის ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტი უნდა ჩამოყალიბებულიყო მისი მთავარი ვარსკვლავური სისტემის ყინვის ხაზში ან იმყოფებოდა ამ ვარსკვლავური სისტემის შიდა რეგიონში საკმარისად დიდხანს, რომ ზედაპირული ყინული სუბლიმირებულიყო, როგორც ეს შეიძლება იყოს დამოკლოიდების შემთხვევაში. ძნელი სათქმელია, რომელი სცენარი უფრო სავარაუდოა მცირე სხეულის დინამიკის ქაოტური ბუნების გამო, თუმცა თუ ის მზის სისტემის ობიექტების ანალოგიურად ჩამოყალიბდა, მისი სპექტრი მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი სცენარი ჭეშმარიტია. ოუმუამუას ნებისმიერი მეტეორიული აქტივობა მოსალოდნელი იყო 2017 წლის 18 ოქტომბერს, თანავარსკვლავედი სექსტანებიდან, მაგრამ კანადის მეტეორის ორბიტის რადარმა ვერ დააფიქსირა აქტივობა.[59]

2018 წლის 27 ივნისს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ოუმუამუა ითვლებოდა რბილად აქტიურ კომეტად და არა ასტეროიდად, როგორც ადრე ეგონათ. ეს განისაზღვრა ოუმუამუას არაგრავიტაციული აჩქარების გაზომვით, რომელიც შეესაბამება კომეტის გაჟონვას.[4][76][56][77] თუმცა, 2018 წლის ოქტომბერში წარდგენილი კვლევებით ვარაუდობენ, რომ ობიექტი არც ასტეროიდია და არც კომეტა,[57][78] თუმცა ობიექტი შეიძლება იყოს დაშლილი ვარსკვლავთშორისი კომეტის (ან ეგზოკომეტის) ნარჩენი, როგორც ასტრონომმა ზდენეკ სეკანინამ განაცხადა.[7][8]

გარეგნობა, ფორმა და შემადგენლობა

რედაქტირება

25 ოქტომბერს ჰეილის ტელესკოპის სპექტრმა აჩვენა წითელი ფერი, რომელიც წააგავდა კომეტების ბირთვებს ან ტროიანებს.[59] უფრო მაღალი სიგნალი ხმაურის სპექტრის მიმართ, რომელიც ჩაწერილი იქნა 4.2 მ სიგრძის უილიამ ჰერშელის ტელესკოპის მიერ იმ დღის შემდეგ, აჩვენა, რომ ობიექტი უფუნქციო იყო და წითელი ფერის იყო, როგორც კოიპერის სარტყლის ობიექტები.[79] 8.2 მ ძალიან დიდი ტელესკოპით მიღებულმა სპექტრმა მომდევნო ღამეს აჩვენა, რომ ქცევა გრძელდებოდა ინფრაწითელ ტალღის სიგრძემდე.[80] მისი სპექტრი მსგავსია D ტიპის ასტეროიდების.[75]

 
სინათლის მრუდი 2017 წლის 25-დან 27 ოქტომბრამდე წერტილოვანი ხაზით მოდელიდან 10:1 დრეკადობით

ოუმუამუა არ ბრუნავს თავისი ძირითადი ღერძის გარშემო და მისი მოძრაობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქაოტური.[81][82] ეს ხსნის ბრუნვის სხვადასხვა პერიოდს, როგორიცაა 8.10 საათი (±0.42 საათი[28] ან ±0.02 საათი[83]), სინათლის მრუდის ამპლიტუდით 1.5-2.1 მაგნიტუდით,[83], ხოლო Meech et al. იტყობინება ბრუნვის პერიოდი 7.3 საათი და სინათლის მრუდის ამპლიტუდა 2.5 მაგნიტუდა. ძალიან გრძელი, მინიმუმ მილიარდი წელი.[81][84]

 
ოუმუამუას ქაოტური ბრუნვის სიმულაცია სივრცეში და შედეგად მიღებული სინათლის მრუდი. სინამდვილეში, ოუმუამუაზე დაკვირვება მოხდა ობიექტის ერთ პიქსელის ხილვადობის დროს — მისი სავარაუდო ფორმა გამოყვანილია სინათლის მრუდიდან გაკეთებული დასკვნის მიხედვით

სინათლის მრუდების დიდი ცვალებადობა მიუთითებს იმაზე, რომ ოუმუამუას შეიძლება ჰქონოდა, როგორც სიგარის მსგავსი ძლიერ წაგრძელებული ფორმა,[28][83] ან ყოფილიყო უკიდურესად ბრტყელი, ბლინის მსგავსი ობიექტი.[85] მისი ზუსტი ზომები უცნობია, რადგან აღმოჩენის მომენტში ოუმუამუა სხვა არაფერი იყო, თუ არა სინათლის წერტილის წყარო, თუნდაც ყველაზე მძლავრ ტელესკოპებშიც კი. არც მისი ალბედო და არც სამღერძული ელიფსოიდური ფორმა არ არის ცნობილი. თუ სიგარის ფორმისაა, ყველაზე გრძელი და მოკლე ღერძის თანაფარდობა შეიძლება ყოფილიყო 5:1 ან მეტი.[81] ალბედოს 10%-ით (ოდნავ უფრო მაღალი ვიდრე ტიპიური D ტიპის ასტეროიდებისთვის[86]) და 6:1 თანაფარდობით, ოუმუამუას აქვს ზომები დაახლოებით 100-1000 მ × 35-167 მ × 35-167 მ[2][87][88][75][89] საშუალო დიამეტრით დაახლოებით 110 მ.[75][89] ასტრონომ დევიდ ჯევიტის თქმით, ობიექტი ფიზიკურად შეუმჩნეველია, გარდა მისი ძალზედ წაგრძელებული ფორმისა.[89] ბანისტერი და სხვები ვარაუდობენ, რომ ის ასევე შეიძლება ყოფილიყო კონტაქტური ორობითი სისტემა, [28] თუმცა ეს შეიძლება არ იყოს თავსებადი მის სწრაფ ბრუნვასთან.[26] ერთი ვარაუდი მის ფორმასთან დაკავშირებით არის ის, რომ ის არის დიდი ძალების ურთიერთზეგავლენის შედეგი (როგორიცაა შეჯახება ან ვარსკვლავური აფეთქება), რამაც გამოიწვია მისი გამოდევნა მისი წარმოშობის სისტემიდან.[26] JPL News-ის მიხედვით, ოუმუამუა „ერთ მეოთხედ მილის (400 მეტრამდე) სიგრძისა და უაღრესად წაგრძელებული ფორმის იყო — შესაძლოა სიგრძეში 10-ჯერ უფრო გრძელია მის სიგანეზე".[27][90]

2019 წლის სტატიაში საუკეთესო ომუამუას მოდელებს გააჩნდათ, ან სიგარის ფორმა სიგრძე-სიგანესთან 8:1 თანაფარდობით, ან დისკის ფორმა 6:1 თანაფარდობით. დისკი უფრო სათუოა, რადგან მის ბრუნვას არ სჭირდება კონკრეტული ორიენტაცია სიკაშკაშის დიაპაზონის სანახავად.[91] მონტე კარლოს მოდელირებები, რომლებიც დაფუძნებულია ორბიტის ხელმისაწვდომ განსაზღვრაზე, ვარაუდობს, რომ ოუმუამუას ეკვატორული დახრილობა შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 93 გრადუსი, თუ მას აქვს ძალიან გაშლილი ან სიგარის მსგავსი ფორმა, და დაახლოებით 16 გრადუსი, თუ ის ძალიან დახრილი ან დისკის მსგავსია.[92] 2021 წლის ნაშრომის მიხედვით, ომუამუას ექსტრემალური ფორმა, სავარაუდოდ, ძლიერი აორთქლების შედეგი, რომელიც გამოწვაულ იქნა მისი მზესთან დაახლოების გამო. მას სავარაუდოდ ჰქონდა ციური ობიექტის ტიპიური თანაფარდობა 1:2. ავტორებმა გამოთვალეს, რომ პერიჰელიონიდან ერთი თვის შემდეგ, ოუმუამუამ დაკარგა მასის 92% მზის სისტემაში შესვლისას.[9]

სინათლის მრუდის დაკვირვებებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ობიექტი შეიძლება შედგებოდეს მკვრივი მეტალებით მდიდარი ქანისგან, რომელიც გაწითლდა მილიონობით წლის განმავლობაში კოსმოსური სხივების ზემოქმედებით.[26][93][94] ითვლება, რომ მისი ზედაპირი შეიცავს თოლინებს, რომლებიც არის დასხივებული ორგანული ნაერთები, რომლებიც უფრო ხშირია მზის სისტემის გარე ობიექტებში და შეუძლიათ დაგეხმარონ ზედაპირის ასაკის დადგენაში.[95][96] ეს შესაძლებლობა მიღებულია სპექტროსკოპიული დახასიათებიდან და მისი მოწითალო შეფერილობიდან,[95][80] და ვარსკვლავთშორისი გამოსხივების მოსალოდნელი ეფექტებიდან.[80] მიუხედავად იმისა, რომ მზეს მიახლოებისას მას კომა არ შეემჩნაოდა, შესაძლოა ის მაინც შეიცავდა მანტიის ქვეშ დამალულ ყინულს.[80]

2019 წლის ნოემბერში ზოგიერთმა ასტრონომმა აღნიშნა, რომ ოუმუამუა შეიძლება იყოს „კოსმოსური მტვრის კურდღელი“, მისი „მტვრისა და ყინულის მარცვლების ძალიან მსუბუქი და „ფუმფულა“ კონგლომერატის გამო“.[97][98][99] 2020 წლის აგვისტოში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ოუმუამუა სავარაუდოდ არ შედგებოდა გაყინული წყალბადისგან, როგორც ეს ადრე იყო შემოთავაზებული. ობიექტის კომპოზიციური ბუნება კვლავ უცნობი რჩება.[100][101]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • 2I/ბორისოვი — ოფიციალურად იდენტიცირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი
  • C/1980 E1 (Bowell) – მზის სისტემაში ცნობილი ყველაზე ექსცენტრიული კომეტა 1.057 ექსცენტრიულობით
  • 514107 კაეპაოკაველა, an asteroid of possible interstellar origin
  • C/2017 U7 — ასტეროიდი, შესაძლო ვარსკვლავთშორისი ობიექტი
  • C/2018 C2 — ასტეროიდი, შესაძლო ვარსკვლავთშორისი ობიექტი
  • CNEOS 2014-01-08, interstellar meteor 1 (IM1), announced in June 2019; confirmed in April 2022
  • Extraterrestrial: The First Sign of Intelligent Life Beyond Earth, a 2021 book by Avi Loeb describing the ʻOumuamua technosignature hypothesis
  • Rendezvous with Rama, a 1973 Arthur C. Clarke science-fiction novel about intercepting a large cylindrical spacecraft transiting the Solar System
  1. Osborne, Hannah. (2019-04-16) First meteor of interstellar origin discovered by scientists en. ციტირების თარიღი: 2022-04-11
  2. 2.0 2.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NASA20181114 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. Carlisle, Camille M.. (12 March 2019) 'Oumuamua sped up as it left the inner solar system. This may be why – Astronomers think a jet-powered rocking motion could solve the puzzle. Salon. ციტირების თარიღი: 12 March 2019
  4. 4.0 4.1 4.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Nature 27-6-2018 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. McNeill, Andrew; Trilling, David E.; Mommert, Michael (1 April 2018). „Constraints on the Density and Internal Strength of 1I/'Oumuamua“. The Astrophysical Journal Letters. 857 (1): L1. arXiv:1803.09864. Bibcode:2018ApJ...857L...1M. doi:10.3847/2041-8213/aab9ab. ISSN 0004-637X. S2CID 56163074.
  6. Shi, X.; Vincent, J-B.; Tubiana, C.; Toth, I.; Pajola, M.; Oklay, N.; Naletto, G.; Mottola, S.; Marzari, F. (1 March 2018). „Tensile strength of 67P/Churyumov–Gerasimenko nucleus material from overhangs“. Astronomy & Astrophysics (ინგლისური). 611: A33. arXiv:1712.07508. Bibcode:2018A&A...611A..33A. doi:10.1051/0004-6361/201732155. ISSN 0004-6361. S2CID 44120504.
  7. 7.0 7.1 Williams, Matt. (1 February 2019) Oumuamua Could be the Debris Cloud of a Disintegrated Interstellar Comet. Universe Today. ციტირების თარიღი: 2 February 2019
  8. 8.0 8.1 Sekanina, Zdenek (31 January 2019). "1I/'Oumuamua As Debris Of Dwarf Interstellar Comet That Disintegrated Before Perihelion". arXiv:1901.08704 [astro-ph.EP].
  9. 9.0 9.1 Jackson, Alan P.; et al. (16 March 2021). „1I/'Oumuamua as an N2 ice fragment of an exo-Pluto surface: I. Size and Compositional Constraints“. Journal of Geophysical Research: Planets. 126 (5). arXiv:2103.08788. Bibcode:2021JGRE..12606706J. doi:10.1029/2020JE006706.
  10. Desch, S. J.; et al. (16 March 2021). „1I/'Oumuamua as an N2 ice fragment of an exo-Pluto surface II: Generation of N2 ice fragments and the origin of 'Oumuamua“. Journal of Geophysical Research: Planets. 126 (5). arXiv:2103.08812. Bibcode:2021JGRE..12606807D. doi:10.1029/2020JE006807.
  11. Overbye, Dennis (23 March 2021). „Why Oumuamua, the Interstellar Visitor, Looks Eerily Familiar – A piece of an extrasolar Pluto may have passed through our cosmic neighborhood, a new study suggests“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 March 2021.
  12. Bergner, Jennifer; Seligman, Darryl Z. (22 March 2023). „Acceleration of 1I/'Oumuamua from radiolytically produced H2 in H2O ice“. Nature. 615 (7953): 610–613. arXiv:2303.13698. doi:10.1038/s41586-022-05687-w. PMID 36949336 შეამოწმეთ პარამეტრი |pmid= (დახმარება). S2CID 257668585 შეამოწმეთ პარამეტრი |s2cid= (დახმარება). ციტირების თარიღი: 23 March 2023.
  13. Overbye, Dennis (22 March 2023). „Oumuamua Was a Comet After All, a Study Suggests – Astronomers offer 'a surprisingly simple explanation' for the curious behavior of the interstellar visitor in 2017“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 March 2023.
  14. Loeb, Avi (22 June 2021). „A Possible Link between 'Oumuamua and Unidentified Aerial Phenomena – If some UAP turn out to be extraterrestrial technology, they could be dropping sensors for a subsequent craft to tune into. What if 'Oumuamua is such a craft?“. Scientific American. ციტირების თარიღი: 22 June 2021.
  15. The 'Oumuamua ISSI Team (1 July 2019). „The natural history of 'Oumuamua“ (PDF). Nature Astronomy. 3 (7): 594–602. arXiv:1907.01910. Bibcode:2019NatAs...3..594O. doi:10.1038/s41550-019-0816-x. S2CID 195791768. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 9 March 2020. ციტირების თარიღი: 7 December 2019.
  16. Starr, Michelle (1 July 2019). „Astronomers Have Analysed Claims 'Oumuamua's an Alien Ship, And It's Not Looking Good“. Science Alert.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2019. ციტირების თარიღი: 1 July 2019.
  17. Williams, Matt (20 January 2022). „If Launched by 2028, a Spacecraft Could Catch up With Oumuamua in 26 Years“. Universe Today. ციტირების თარიღი: 27 January 2022.
  18. Hibberd, Adam; et al. (11 January 2022). „Project Lyra: A mission to 1I/'Oumuamua without Solar Oberth Manoeuvre“. Acta Astronautica. 199: 161–165. arXiv:2201.04240. Bibcode:2022AcAau.199..161H. doi:10.1016/j.actaastro.2022.07.032. S2CID 245877397.
  19. NASA. animation.
  20. 20.0 20.1 20.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის MPEC2017-V17 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  21. Межзвездный астероид получил гавайское имя. N+1 (2017-11-07). ციტირების თარიღი: 2018-11-05
  22. „The first visitor from another solar system has just been spotted: Rendezvous with Rama?“. The Economist. 2 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2017. ციტირების თარიღი: 6 December 2017.
  23. Morrison, David (March–April 2018). „Interstellar Visitor: The Strange Asteroid from a Faraway System“. Skeptical Inquirer. 42 (2): 9.
  24. 24.0 24.1 „First Known Interstellar Visitor is an 'Oddball'. Gemini Observatory (პრეს-რელიზი). 20 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2017. ციტირების თარიღი: 28 November 2017.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NAT-20171120 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Rincon, Paul (20 November 2017). „Bizarre shape of interstellar asteroid“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2020. ციტირების თარიღი: 20 November 2017.
  27. 27.0 27.1 Solar System's First Interstellar Visitor Dazzles Scientists (20 November 2017). ციტირების თარიღი: 20 December 2017
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Bannister2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  29. 29.0 29.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის MPC-object არ არის მითითებული ტექსტი; $2
  30. 30.0 30.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Koren-20171211 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  31. 31.0 31.1 Wenz, John (22 November 2017). „The first discovered interstellar asteroid is a quarter-mile long red beast“. Astronomy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2019. ციტირების თარიღი: 6 December 2017.
  32. 32.0 32.1 Overbye, Dennis (22 November 2017). „An Interstellar Visitor Both Familiar and Alien“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2020. ციტირების თარიღი: 23 November 2017.
  33. Shostak, Seth (14 December 2017). „Is this mysterious space rock actually an alien spaceship?“. NBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 December 2017. ციტირების თარიღი: 20 December 2017.
  34. 34.0 34.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის SETI არ არის მითითებული ტექსტი; $2
  35. Beall, Abigail (12 December 2017). „It isn't an alien spacecraft, but we should still study Oumuamua“. Wired UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 December 2017. ციტირების თარიღი: 12 December 2017.
  36. Enriquez, J. E. (9 January 2018). „Breakthrough Listen Observations of 1I/Oumuamua with the GBT“. Research Notes of the American Astronomical Society. 2 (1): 9. arXiv:1801.02814. Bibcode:2018RNAAS...2....9E. doi:10.3847/2515-5172/aaa6c9. S2CID 119435272.
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის skyandtelescope არ არის მითითებული ტექსტი; $2
  38. Seidel, Jamie (26 October 2017). 'Alien' object excites astronomers. Is it a 'visitor' from nearby star?“. The New Zealand Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2018. ციტირების თარიღი: 29 October 2017.
  39. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Hein2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  40. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის precoveryobs არ არის მითითებული ტექსტი; $2
  41. 41.0 41.1 41.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის jpldata არ არის მითითებული ტექსტი; $2
  42. Inbound 2300 AU in 1606.
  43. Inbound 1 AU (passing Earth's orbit)
  44. 44.0 44.1 44.2 44.3 44.4 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის pseudoMPEC არ არის მითითებული ტექსტი; $2
  45. Outbound 100 AU in 2034.
  46. Outbound 2300 AU in 2429
  47. Clark, Stuart (20 November 2017). „Mysterious object confirmed to be from another solar system“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2020. ციტირების თარიღი: 21 November 2017. ციტატა: „Astronomers are now certain that the mysterious object detected hurtling past our Sun last month is indeed from another solar system. They have named it 1I/2017 U1 (Oumuamua) and estimate it could be one of 10,000 others lurking undetected in our cosmic neighbourhood.“
  48. 48.0 48.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის JPL-ecc არ არის მითითებული ტექსტი; $2
  49. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის orientation არ არის მითითებული ტექსტი; $2
  50. Wright, Jason T.; Jones, Hugh R. A. (2018). „On Distinguishing Interstellar Objects Like Oumuamua From Products of Solar System Scattering“. Research Notes of the AAS. 1 (1): 38. arXiv:1712.06044. Bibcode:2017RNAAS...1...38W. doi:10.3847/2515-5172/aa9f23. S2CID 119467366.
  51. de la Fuente Marcos, Carlos; de la Fuente Marcos, Raúl; Aarseth, Sverre J. (2018). „Where the Solar system meets the solar neighbourhood: patterns in the distribution of radiants of observed hyperbolic minor bodies“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society Letters. 476 (1): L1–L5. arXiv:1802.00778. Bibcode:2018MNRAS.476L...1D. doi:10.1093/mnrasl/sly019. S2CID 119405023.
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NASA-FAQ არ არის მითითებული ტექსტი; $2
  53. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის UT-230181031 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  54. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ARX-20181101 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  55. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ARX-20181108072 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  56. 56.0 56.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NASA-20180627nasa არ არის მითითებული ტექსტი; $2
  57. 57.0 57.1 Rafikov, Roman R. (20 September 2018). "Spin Evolution and Cometary Interpretation of the Interstellar Minor Object 1I/2017 Oumuamua". arXiv:1809.06389v2 [astro-ph.EP].
  58. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Mamajek2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  59. 59.0 59.1 59.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Ye2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  60. Moór, A.; Szabó, Gy. M.; Kiss, L. L.; Kiss, Cs.; Ábrahám, P.; Szulágyi, J.; Kóspál, Á.; Szalai, T. (2013). „Unveiling new members in five nearby young moving groups“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 435 (2): 1376–1388. arXiv:1309.1669. Bibcode:2013MNRAS.435.1376M. doi:10.1093/mnras/stt1381. S2CID 54584506.
  61. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Gaidos2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  62. Hansen, Brad; Zuckerman, Ben (December 2017). „Ejection of Material—'Jurads'—from Post-main-sequence Planetary Systems“. Research Notes of the American Astronomical Society. 1 (1). 55. arXiv:1712.07247. Bibcode:2017RNAAS...1...55H. doi:10.3847/2515-5172/aaa3ee. S2CID 118957210.
  63. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის PortegiesZwartetal2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  64. Bailer-Jones, Coryn A. L.; et al. (18 October 2018). „Plausible Home Stars of the Interstellar Object Oumuamua Found in Gaia DR2“. The Astronomical Journal. 156 (5): 205. arXiv:1809.09009. Bibcode:2018AJ....156..205B. doi:10.3847/1538-3881/aae3eb. S2CID 119051284.
  65. Bailer-Jones, C. A. L.. Plausible home stars of the interstellar object Oumuamua found in Gaia DR2. ციტირების თარიღი: 23 October 2018
  66. Feng, Fabo; Jones, Hugh R. A. (2018). „Plausible home stars of the interstellar object Oumuamua found in Gaia DR2“. The Astronomical Journal. 156 (5): 205. arXiv:1809.09009. Bibcode:2018AJ....156..205B. doi:10.3847/1538-3881/aae3eb. S2CID 119051284.
  67. Bartels, Meghan. (25 September 2018) Oumuamua Isn't from Our Solar System. Now We May Know Which Star It Came From. ციტირების თარიღი: 25 September 2018
  68. University of California, Santa Cruz (13 April 2020). „New formation theory explains the mysterious interstellar object 'Oumuamua – A new scenario based on computer simulations accounts for all of the observed characteristics of the first known interstellar object to visit our solar system“. EurekAlert!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2020. ციტირების თარიღი: 13 April 2020.
  69. Zhang, Yun; Lin, Douglas N. C. (13 April 2020). „Tidal fragmentation as the origin of 1I/2017 U1 (Oumuamua)“. Nature Astronomy. 254 (9): 852–860. arXiv:2004.07218. Bibcode:2020NatAs...4..852Z. doi:10.1038/s41550-020-1065-8. S2CID 215768701. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2020. ციტირების თარიღი: 13 April 2020.
  70. Ćuk, Matija (2018). „1I/Oumuamua as a Tidal Disruption Fragment From a Binary Star System“. The Astrophysical Journal. 852 (1): L15. arXiv:1712.01823. Bibcode:2018ApJ...852L..15C. doi:10.3847/2041-8213/aaa3db. S2CID 54959652.
  71. Seligman, D.; Laughlin, G. (2020). „Evidence that 1I/2017 U1 ('Oumuamua) was composed of molecular hydrogen ice“. The Astrophysical Journal. 896 (1): L8. arXiv:2005.12932. Bibcode:2020ApJ...896L...8S. doi:10.3847/2041-8213/ab963f. S2CID 218900854.
  72. Hoang, T.; Loeb, Abraham (2020). „Destruction of molecular hydrogen ice and Implications for 1I/2017 U1 ('Oumuamua)“. The Astrophysical Journal. 899 (2): L23. arXiv:2006.08088. Bibcode:2020ApJ...899L..23H. doi:10.3847/2041-8213/abab0c. S2CID 219687520.
  73. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Discovery არ არის მითითებული ტექსტი; $2
  74. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის A2017U1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  75. 75.0 75.1 75.2 75.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Jewitt2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  76. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NAT-20180627 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  77. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის eso1820June2018Oumuamua არ არის მითითებული ტექსტი; $2
  78. Skibba, Ramin. (10 October 2018) Interstellar Visitor Found to Be Unlike a Comet or an Asteroid. Quanta Magazine. ციტირების თარიღი: 10 October 2018
  79. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის WHT არ არის მითითებული ტექსტი; $2
  80. 80.0 80.1 80.2 80.3 Fitzsimmons, A.; et al. (18 December 2017). „Spectroscopy and thermal modelling of the first interstellar object 1I/2017 U1 Oumuamua“. Nature Astronomy. 2 (2): 133. arXiv:1712.06552. Bibcode:2018NatAs...2..133F. doi:10.1038/s41550-017-0361-4. S2CID 216937304. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2019. ციტირების თარიღი: 25 September 2018. ციტატა: „The discovery epoch photometry implies a highly elongated body with radii of ~200×20 m when a comet-like geometric albedo of 0.04 is assumed. Here we report spectroscopic characterisation of Oumuamua, finding it to be variable with time but similar to organically rich surfaces found in the outer Solar System. The observable ISO population is expected to be dominated by comet-like bodies in agreement with our spectra, yet the reported inactivity implies a lack of surface ice. We show this is consistent with predictions of an insulating mantle produced by long-term cosmic ray exposure. An internal icy composition cannot therefore be ruled out by the lack of activity, even though Oumuamua passed within 0.25 au of the Sun.“
  81. 81.0 81.1 81.2 Fraser, W. C.; Pravec, P.; Fitzsimmons, A.; Lacerda, P.; Bannister, M. T.; Snodgrass, C.; Smolić, I. (9 February 2018). „The tumbling rotational state of 1I/Oumuamua“. Nature Astronomy. 2 (5): 383–386. arXiv:1711.11530. Bibcode:2018NatAs...2..383F. doi:10.1038/s41550-018-0398-z. S2CID 119353074. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2018. ციტირების თარიღი: 3 September 2018.
  82. Drahus, M.; Guzik, P.; Waniak, W.; Handzlik, B.; Kurowski, S.; Xu, S. (1 December 2017). "Tumbling motion of 1I/Oumuamua reveals body's violent past". arXiv:1712.00437 [astro-ph.EP].
  83. 83.0 83.1 83.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Bolin2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  84. Amos, Jonathan (11 February 2018). „Oumuamua: 'space cigar's' tumble hints at violent past“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2018. ციტირების თარიღი: 21 July 2018.
  85. Belton, M. J. S.; et al. (10 April 2018). „The Excited Spin State of 1I/2017 U1 'Oumuamua“. The Astrophysical Journal. 856 (2): L21. arXiv:1804.03471. Bibcode:2018ApJ...856L..21B. doi:10.3847/2041-8213/aab370. S2CID 119336678. ციტატა: „We find that Oumuamua is 'cigar-shaped', if close to its lowest rotational energy, and an extremely oblate spheroid if close to its highest energy state for its total angular momentum.“
  86. Thomas, C. A.; Trilling, D. E.; Emery, J. P.; Mueller, M.; Hora, J. L.; Benner, L. A. M.; Bhattacharya, B.; Bottke, W. F.; Chesley, S. (1 September 2011). „ExploreNEOs. V. Average Albedo by Taxonomic Complex in the Near-Earth Asteroid Population“. The Astronomical Journal. 142 (3): 85. Bibcode:2011AJ....142...85T. doi:10.1088/0004-6256/142/3/85. ISSN 0004-6256.
  87. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის STD-0181020 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  88. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის PHYS-20181022 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  89. 89.0 89.1 89.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NOAO2017 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  90. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Guarddian2017-12-11 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  91. Mashchenko, Sergey (November 2019). „Modeling the light curve of 'Oumuamua: evidence for torque and disc-like shape“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 489 (3): 3003–3021. arXiv:1906.03696. Bibcode:2019MNRAS.489.3003M. doi:10.1093/mnras/stz2380. S2CID 182952355.
  92. de la Fuente Marcos, C.; de la Fuente Marcos, R. (1 November 2020). „Constraining the orientation of the spin axes of extrasolar minor bodies 1I/2017 U1 ('Oumuamua) and 2I/Borisov“. Astronomy and Astrophysics. 643: A18 (17 pp). arXiv:2009.08423. Bibcode:2020A&A...643A..18D. doi:10.1051/0004-6361/202037447. S2CID 221761422. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2021. ციტირების თარიღი: 27 October 2020.
  93. Voosen, Paul (20 November 2017). „Updated: For the first time, astronomers are tracking a distant visitor streaking through our solar system“. Science. doi:10.1126/science.aar3433. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 November 2017. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  94. O'Neill, Ian. (20 November 2017) Wow! 1st Interstellar Asteroid Is a Spinning Space Cigar. ციტირების თარიღი: 30 November 2017
  95. 95.0 95.1 Williams, Matt. (20 November 2017) That Interstellar Asteroid is probably pretty strange looking. Universe Today. ციტატა: „Its dark and reddened surface is also an indication of tholins, which are the result of organic molecules (like methane) being irradiated by cosmic rays for millions of years.“ ციტირების თარიღი: 20 December 2017
  96. Williams, Matt. (24 November 2017) Project Lyra, a mission to chase down that interstellar asteroid. Universe Today. ციტატა: „It was also determined to be rocky and metal rich, and to contain traces of tholins – organic molecules that have been irradiated by UV radiation.“ ციტირების თარიღი: 20 December 2017 Also here [1] დაარქივებული 22 December 2017 საიტზე Wayback Machine. at Phys.org
  97. Anderson, Paul Scott (26 November 2019). „Was 'Oumuamua a cosmic dust bunny?“. Earth & Sky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2019. ციტირების თარიღი: 27 November 2019.
  98. Flekkøy, Eirik G.; et al. (11 November 2019). „The Interstellar Object 'Oumuamua as a Fractal Dust Aggregate“ (PDF). The Astrophysical Journal Letters. 885 (2): L41. arXiv:1910.07135. Bibcode:2019ApJ...885L..41F. doi:10.3847/2041-8213/ab4f78. S2CID 204734116. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 1 February 2021. ციტირების თარიღი: 30 November 2019.
  99. Tomaswick, Andy (8 September 2020). „Okay, New Idea. Oumuamua is an Interstellar 'Dust Bunny'. Universe Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 September 2020. ციტირების თარიღი: 9 September 2020.
  100. Harvard-Smithsonian Center for Astrophysics and Korea Astronomy and Space Science Institute (17 August 2020). „Scientists determine 'Oumuamua isn't made from molecular hydrogen ice after all“. Phys.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2020. ციტირების თარიღი: 17 August 2020.
  101. Hoang, Thiem; Loeb, Abraham (17 August 2020). „Destruction of Molecular Hydrogen Ice and Implications for 1I/2017 U1 ('Oumuamua)“. The Astrophysical Journal Letters. 899 (2): L23. arXiv:2006.08088. Bibcode:2020ApJ...899L..23H. doi:10.3847/2041-8213/abab0c.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2