1290-იანები
ათწლეული
1290-იანი (ათას ორას ოთხმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1290-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1290 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1299 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XII – XIII – XIV |
ათწლეული: | 1260-იანები 1270-იანები 1280-იანები
– 1290-იანები – |
წლები: | 1290 · 1291 · 1292 · 1293 · 1294 1295 · 1296 · 1297 · 1298 · 1299 |
მოვლენები
სარჩევი: 1290 1291 1292 1293 1294 1295 1296 1297 1298 1299
- 1 მარტი : დაარსდა კოიმბრის უნივერსიტეტი.
- 18 ივლისი : ინგლისის მეფე ედუარდ I-მა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ებრაელი იძულებული გახდა ნოემბრამდე დაეტოვებინა ინგლისი.
- ეგვიპტეს მამლუკ-სულთან ალ-აშრაფ ხალილის ლაშქრები კილიკიის სომხეთში შეიჭრნენ.
- მარკო პოლო ჩინეთში მოგზაურობიდან ვენეციაში დაბრუნდა.
- ილხანთა საყაენო — მონღოლებმა მიიღეს ისლამი.
- 30 მარტი : ინგლისის მეფე ედუარდ გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და დაიპყრო. სამდღიანი ალყის შემდეგ აიღო ედინბურგი.
- დინიშ I ხელს აწერს შეთანხმებას ფერდინანდ IV კასტილიელთან საზღვრების განსაზღვრის შესახებ პორტუგალიასა და თანამედროვე ესპანეთს შორის; ეს შეთანხმება ძალაში რჩება დღესაც.
- უილიამ უოლესის მეთაურობით აჯანყებულები სტირლინგზის ხიდთან ინგლისელებს ამარცხებენ.
- ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერია.