1300-იანები
ათწლეული
1300-იანი (ათას სამასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1300-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1300 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1309 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIII – XIV – XV |
ათწლეული: | 1270-იანები 1280-იანები 1290-იანები
– 1300-იანები – |
წლები: | 1300 · 1301 · 1302 · 1303 · 1304 1305 · 1306 · 1307 · 1308 · 1309 |
მოვლენები
სარჩევი: 1300 1301 1302 1303 1304 1305 1306 1307 1308 1309
- გრანადის სულთნის ბრძანებით იწყება ალჰამბრის მშენებლობა.
- 14 იანვარი : ანდრაშ III-ის გარდაცვალებით დასრულდა არპადთა დინასტიის მმართველობის ხანა უნგრეთში.
- მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ თავი გველეთის ციხეს შეაფარა.
- დოლჩინოს აჯანყება ლომბარდიაში.
- პაპმა ბონიფაციუს VIII-მ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით ყველა მეფე მის უზენაესობას უნდა დამორჩილებოდა.
- დელის სულთანმა ალაუდინ ხილჯიმ გუჯარათი დაიპყრო.
- მონღოლთა იმპერიის სახანოებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.
- ტახტზე ადის პირველი ავინიონელი პაპი კლემენტ V.
- რობერტ ბრუსი, მსხვილი შოტლანდიელი ბარონი, საიდუმლოდ აკურთხეს მეფედ.
- 13 ოქტომბერი : საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობის ბრალდებით აწამეს.
- უნგრეთში ანჟუელთა დინასტიის მმართველობა დაიწყო.
- დაიწყო პაპების ავინიონის ტყვეობა.