ბონიფაციუს VIII
ბონიფაციუს VIII (ინგლ. Bonifacius PP. VIII; ერისკაცობაში ბენედეტო კაეტანი; დ. 1235 — გ. 11 ოქტომბერი, 1303) — რომის პაპი 1294–1303 წლებში.
აქტიურად იბრძოდა პაპის თეოკრატიისათვის. ცდილობდა გაეზარდა პაპებისგან ვასალურად დამოკიდებულ სახელმწიფოთა რიცხვი, ერეოდა სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში. სურდა თავისი ძალაუფლება სიცილიაზეც გაევრცელებინა. საერო მმართველებზე პაპების ზემდგომობის იდეა ბონიფაციუს VIII-მ ჩამოაყალიბა 1302 წელს ბულაში „Unam sanctam“, რომელიც ევროპაში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა წინააღმდეგობას წააწყდა. ბონიფაციუს VIII დამარცხდა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან კონფლიქტში, რომელიც დაიწყო 1296 წელს გამოქვეყნებული ბულით „Clericis laicos“ (საერო მმართველებს ეკრძალებოდათ სასულიერო პირებისაგან აეღოთ გადასახადი პაპებთან შეთანხმების გარეშე). 1300 წელს შემოიღო საუკუნეების დამდეგის აღმნიშვნელი საიუბილეო წლების დღესასწაული, რაც აგრეთვე პაპის ხელისუფლების განდიდებას და ეკლესიის შემოსავლის გაზრდას ემსახურებოდა. ფილიპ IV ლამაზთან ბონიფაციუს VIII-ის პოლიტიკურმა მარცხმა განაპირობა ავინიონის ტყვეობა პაპებისა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Catholic Encyclopedia: "Pope Boniface VIII"
- Catholic Encyclopedia: "Pope Clement V: a paragraph on the trial of Boniface VIII
- Register of Boniface VIII: The Indiction of the Holy Year 1300 დაარქივებული 2007-02-02 საიტზე Wayback Machine. (Vatican Secret Archives)
- Notes on the Conclave of December, 1294 Dr. J. P. Adams (with contemporary sources)
- The Bull Clericis Laicos დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Wayback Machine. (Medieval Sourcebook)
- "Boniface VIII against the Revolution" (Saint Benedict Center)
- "Boniface VIII and the Heresy of Statism" (Saint Benedict Center)
- The 1303 document founding the University of Rome La Sapienza დაარქივებული 2007-02-02 საიტზე Wayback Machine. (Vatican Secret Archives)
- The 1303 document joining several schools into the University of Avignon დაარქივებული 2006-12-06 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: ცელესტინ V |
რომის პაპი 1294 — 1303 |
შემდეგი: ბენედიქტე XI |