ედუარდ I (ინგლისი)
ედუარდ I პლანტაგენეტი (ინგლ. Edward I of England; ფრანგ. Édouard Ier d'Angleterre) (დ. 17 ივნისი, 1239, უესტმინსტერი, ლონდონი — გ. 7 ივლისი, 1307, ბეფ-ბაი-სენდზი, კუმბერლენდი) — ინგლისის მეფე 1272-1307 წ.წ. და უელსის მეფე 1283-1307 წწ. პლანტაგენეტების დინასტიის წარმომადგენელი.
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე 1271-1272 წლებში. მან გაილაშქრა ქალაქ აკრაზე, რომელიც 1291 წლამდე უკანასკნელ ჯვაროსნულ ქალაქად ითვლებოდა. 1275 წელს ინგლისში მოხდა ბარონთა აჯანყება. მათ შეუერთდნენ რაინდები და ციხისთავებიც. მათი მოთხოვნით ინგლისის პარლამენტმა რეგულარული მუშაობა დაიწყო. 1276 წელს ედუარდმა უელსის დაპყრობა გადაწყვიტა. ინგლის-უელსის საზღვარზე დიდი მიწები დაურიგა საზღვრისპირა ლორდებს, რომლებიც 1280 წლისთვის უელსის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. 1282 წელს უელსის პრინცი ლიველინი (1258-1282) მოკლეს. ედუარდ I 1283 წელს ინგლისისა და უელსის მეფე გახდა. მეფემ უელსურ ციხეებში (პემბროკში, კასტელ-ე-ბერეში) ინგლისური გარნიზონები ჩააყენა. ასევე ააშენა ჩრდილოეთ უელსში ინგლისური ციხესიმაგრეები: ბიომარისი, კანოვერი და კონუი. ამის შემდეგ უესელები არაერთხელ აჯანყდნენ, მაგრამ ვერცერთმა აჯანყებამ მათ მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოუტანა. უელსის დამორჩილების შემდეგ მეფე ედუარდმა საშინაო პრობლემებს მიხედა. 1290 წელს მან განდევნა ებრაელები ინგლისიდან. 1295 წელს აღადგინა პარლამენტი ისეთივე სახით, როგორც სიმონ დე მონფორიმ შექმნა[1]. 1301 წელს თავისი ვაჟი ედუარდი უელსის პრინცად აკურთხა. 1296 წელს შოტლანდიაში შეიჭრა და დროებით დაიპყრო. 1297-1305 წლებში ებრძოდა აჯანყებულებს, ენდრიუ მორეისა და უილიამ უოლესს. 1305 წელს უილიამ უოლესი, აჯანყებულთა მეთაური, სიკვდილით დასაჯა. მშვიდობა ჩამოაგდო საფრანგეთის მეფე ფილიპე III სამართლიანთან. გარდაიცვალა 1307 წელს.
მეტსახელები
რედაქტირება- ედუარდ I-ს თავისი 188 სმ სიმაღლის გამო მეტსახელად "გრძელფეხას" (ინგლ.:Longshanks) ეძახდნენ.
- მის მიერ გატარებული რეფორმების გამო მიიღო მეტსახელი "კანონმდებელი" (ინგლ.: the Lawgiver).
- შოტლანდიის დაპყრობის გამო "შოტების ურო" (ინგლ.: "Hammer of the Scots"), რაც მის საფლავის ქვაზეც არის ამოკვეთილი "Edwardus Primus Scotorum Malleus hic est" (ქართ.: ედუარდ პირველი შოტების ურო აქ არის).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის", ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი",გვ.98 ISBN 978-9941-419-01-0