ჰუშანგ ანსარი
ჰუშანგ ანსარი (სპარს. هوشنگ انصاری, დ. 1927, აჰვაზი, ირანი) — ირანელ-ამერიკელი დიპლომატი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. ისლამურ რევოლუციამდე თვრამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა ირანის მთავრობაში. იყო ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი და ირანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში (1967 წლიდან 1969 წლამდე). ხელმძღვანელობდა კომპანიებს როგორც ირანში, ასევე შეერთებულ შტატებში. [1]
ჰუშანგ ანსარი | |
ირანის ფინანსთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 მარტი 1974 – 23 დეკემბერი 1977 | |
პრემიერ-მინისტრი | ამირ აბას ჰოვეიდა ჯამშიდ ამუზეგარი |
წინამორბედი | ჯამშიდ ამუზეგარი |
მემკვიდრე | მოჰამედ იეგანეხი |
ირანის ინფორმაციის და ტურიზმის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1966 – 25 მაისი 1967 | |
პრემიერ-მინისტრი | ამირ აბას ჰოვეიდა |
წინამორბედი | ჰასან ფაქრავანი |
მემკვიდრე | ჯავად მანსური |
ირანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 მაისი 1967 – 1 ოქტომბერი 1969 | |
პრემიერ-მინისტრი | ამირ აბას ჰოვეიდა |
წინამორბედი | ხოსროვ ხოსროვანი |
მემკვიდრე | ამირ ასლან აშფარი |
დაბადებული | 1927 აჰვაზი, ირანი |
პოლიტიკური პარტია | რასთახიზი რესპუბლიკური პარტია (აშშ) |
განათლება | თეირანის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ესპანეთის ორდენი სამოქალაქო დამსახურებისთვის |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰუშანგ ანსარი დაიბადა 1927 წელს ირანში, ხუზისტანის პროვინციის ქალაქ აჰვაზში, . თავიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების ფოტოგრაფად აჰვაზში, თეირანსა და ინგლისში. 1954 წელს გაემგზავრა იაპონიაში. იქ შეხვდა აბას არამს, ირანის ელჩს იაპონიაში, რომლის საშუალებით მალევე მოხვდა შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის ყურადღების ცენტრში. შაჰმა ანსარს სთხოვა დაბრუნებულიყო ირანში და იგი დანიშნა სამთავრობო თანამდებობებზე. 1961 წლიდან მოყოლებული ანსარი გახლდათ ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ელჩი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, პაკისტანში და ირანის ინფორმაციის და ტელეკომუნიკაციების მინისტრი.
ჰუშანგ ანსარი 1964 წელს დაქორწინდა მარიამ პანაჰიზე, ელჩ აბას არამის მეგობარზე, რომელსაც ბევრი მაღალი რანგის ნაცნობი ჰყავდა აშშ-სა და ირანის მთავრობებში. 1969 წლის ივლისამდე გახლდათ ირანის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად. მის წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერთან ხელშეკრულების დადება ირანში რვა ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე.
1970-იანი წლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ანსარს მიიჩნევდა შაჰთან დაახლოებული „შიდა წრის“ 17 - დან ერთ-ერთ წევრად. იგი ჯამშიდ ამუზეგართან ერთად მოიაზრებოდა შაჰის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად პრემიერ-მინისტრის პოსტზე. საბოლოოდ ამირ აბას ჰოვეიდას შემცვლელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ჯამშიდ ამუზეგარი, ხოლო ანსარი გახდა რასთახიზის პარტიის კონსტრუქტივისტული ფრთის ლიდერი, რომელიც ამუზეგარის პროგრესული ფრთის წინააღმდეგ გამოდიოდა. ანსარის ზოგიერთმა მხარდამჭერმა ამუზეგარის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ცუდ გადაწყვეტილებად მიიჩნია. მისმა უკვე ყოფილმა მეუღლემ, მარიამ პანაჰიმაც კი, რომელთანაც მისი ქორწინება, ისტორიკოს აბას მილანის თქმით, "მწარედ დასრულდა", განაცხადა, რომ "ხუშანგის არდანიშვნა იყო შაჰის ორი უდიდესი შეცდომიდან ერთ-ერთი, რამაც რევოლუციამდე მიიყვანა ქვეყანა“. 1977 წლის ნოემბერში ანსარი გახდა ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დირექტორი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა და ჯანმრთელობის პრობლემების მოტივით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.[2]
ბიზნესი და ქველმოქმედება
რედაქტირებაირანის მთავრობაში ყოფნის პერიოდში ანსარი ასევე წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. ის იყო არასტაბილური კომპანია Fakhre Iran-ის დირექტორი, რომელიც მომგებიანი გახადა და მთავრობას მიჰყიდა. ანსარი შეერთებულ შტატებში ძალიან მდიდარი ჩავიდა და 1986 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო. შეერთებულ შტატებში დასახლების შემდეგ, დააარსა ჰოლდინგი Parman Group.
ანსარი—თავდადებული რესპუბლიკელია, ჰენრი კისინჯერის, ალექსანდრე ჰეიგის და ჯეიმზ ბეიკერის ყოფილი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი. იგი მსახურობდა ეროვნულ ფინანსურ კომიტეტში 2004 წლის ბუშ-ჩეინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს და გახლდათ ჯორჯ ბუშ უმცროსის რწმუნებული. 2015 წელს ანსარმა და მისმა მეუღლემ 2 მილიონი დოლარი შესწირეს Super PAC-ს, რომელიც მხარს უჭერდა ჯებ ბუშის საპრეზიდენტო კანდიდატურას, ხოლო დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო.[3][4][5]
ანსარი მონაწილეობდა რამდენიმე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებაში. მათ შორისაა: სენტ მარტინის უნივერსიტეტი და ჯეიმზ ბეიკერის ინსტიტუტი. 2014 წლის თებერვალში ანსარმა მხარი დაუჭირა კონგრესის ბიბლიოთეკაში გამოფენის „სპარსული წიგნის ათასი წლის იუბილე“ მოწყობას.[6][7]
ანსარი და მისი მეუღლე შაჰლა ცხოვრობენ ჰიუსტონში, ტეხასში. ჰყავს ორი შვილი, ნინა და ნადერი. მისი ძმა კირუს ა. ანსარი ამერიკელი იურისტი და ფილანთროპია.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Foreign relations of the USA". US State Department. Retrieved 8 August 2021.
- ↑ Eminent Persians: the men and women who made modern Iran, 1941-1979 : in two volumes. — Syracuse University Press. — С. 80–84. — ISBN 9780815609070.
- ↑ Milani, p. 83: "According to William Shawcross, Ansary 'was one of the richest men' in Iran."; Milani, p. 84: "...he had clearly come to America a very rich man—Forbes called him a 'multimillionaire refugee'—...".
- ↑ Million-Dollar Donors in the 2016 Presidential Race, New York Times (25 August 2015). ციტირების თარიღი 14 ოქტომბერი 2015.
- ↑ "The Super-Rich People Backing the Trump Agenda". Public Citizen (به انگلیسی). Retrieved 2022-03-12.
- ↑ Urschel, Donna (27 February 2014) "A Thousand Years of the Persian Book" Exhibition Opens at Library of Congress March27 Library of Congress. Retrieved 27 February 2014.
- ↑ James A. Baker III Prize for Excellence in Leadership. დაარქივებული 2022-05-17 საიტზე Wayback Machine. bakerinstitute.org. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2018.
- ↑ "Hushang Ansary: Executive Profile & Biography". BusinessWeek. Retrieved 18 December 2010.