ჰუსეინ რიფკი ტამანი

ჰუსეინ რიფკი ტამანი იბნ მუჰამედ იბნ კირიმ ღაზი ( ყირიმ. Üsein Rıfqı Tamaniy ibn Muhammed ibn Qırım Ğazı, Усеин Рыфкъы Таманий ибн Мухаммед ибн Къырым Гъазы ) — მე-18 საუკუნის ბოლოს - მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერი და მათემატიკოსი, ოსმალეთის იმპერიის რეფორმების პერიოდის სახელმწიფო მოღვაწე. ყირიმის სახანოს მკვიდრი. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰუსეინ რიფკი ტამანი თერთმეტი წლის განმავლობაში იყო ბაშხოჯა. ხელმძღვანელობდა სულთნის სახმელეთო სამხედრო საინჟინრო სკოლას (Mühendishâne-i Barri-i Hümâyûn) სტამბოლში. ემინ-ფაშას მამა.[1]

ჰუსეინ რიფკი ტამანი
დაბ. თარიღი 1750
დაბ. ადგილი ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი 1817
გარდ. ადგილი მედინა
საქმიანობა მათემატიკოსი
შვილ(ებ)ი Emin Paşa

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰუსეინ რიფკი ტამანი დაიბადა ტამანის ნახევარკუნძულზე, ყირიმის ხანატის პროვინციაში 1750-იან წლებში, მაგრამ მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ცოტა რამ არის ცნობილი მეცნიერის ცხოვრების შესახებ 1793 წლამდე . ბუიუქ ჰუსეინ ეფენდი, როგორც მას პატივისცემით უწოდებდნენ, იმ დროის გამოჩენილ მათემატიკოსად მოიხსენიება. გამოირჩეოდა მრავალმხრივი ნიჭით. ოსმალური ენის გარდა ფლობდა არაბულ, სპარსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ლათინურ ენებს.

1794 წლის გაზაფხულზე დაინიშნა ეკინჯი-ხალიფად, ანუ მუჰენდიშან-ი ჰუმაიუნში მეორე თანაშემწედ. 1801 წელს იქ გახდა ხოჯა—მოძღვარი. 1806 წელს სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ დაინიშნა ბაშხოჯად — ფაქტობრივად, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელად. ხსენებულ თანამდებობას თერთმეტი წლის განმავლობაში იკავებდა. ადმინისტრაციულ ფუნქციებს უთავსებდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას : სულთნის სასწავლებელში მუშაობა პირველ რიგში გულისხმობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, შესაბამისი სასწავლო ლიტერატურის მომზადებას. საგანმანათლებლო პროცესის ოპტიმიზაციისთვის ჰუსეინ რიფკიმ გამოიყენა იმდროინდელი წამყვანი ევროპული სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდილება. როდესაც დასავლელი მეცნიერების ნაშრომებს თარგმნიდა, საწყისი მასალების დამუშავებისას, იცავდა კლასიკური ოსმალეთის მეცნიერების ტრადიციებს და საკუთარ კვლევებს ამატებდა.

როგორც მეცნიერი, ჰუსეინ რიფქი ტამანი ახდენდა დასავლური და ოსმალეთის მეცნიერების მეცნიერული მიდგომების სინთეზს. მისი ნაშრომები მე-19 საუკუნის დასაწყისში გახდა ოსმალეთის მათემატიკური მეცნიერების საფუძველი. ჰუსეინ რიფქიმ ოსმალურ ენაზე თარგმნა ევროპელი მეცნიერების ნაშრომები და საკუთარი სამეცნიერო კვლევები გეომეტრიაში, ინჟინერიასა და სამხედრო საქმესი, , ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და სხვა მეცნიერებებში. მისი სახელმძღვანელოები გახდა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზუსტი მეცნიერებების შესწავლის საფუძველი თითქმის ასი წლის განმავლობაში. ჰუსეინ რიფკას ნამუშევრების უმეტესობა დაკავშირებულია გეომეტრიის პრაქტიკულ გამოყენებასთან სხვადასხვა ინდუსტრიაში.[2]

შემორჩენილია ტამანის შვიდი ხელნაწერი ოსმალურ და არაბულ ენებზე.

სულთანმა სელიმ III დიდად აფასებდა ჰუსეინ რიფკის პროფესიონალიზმს. ამიტომაც მას ანდო დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვაზე. ენების სრულყოფილმა ცოდნამ კი მას საშუალება მისცა თავისი პოტენციალის რეალიზება მოეხდინა დიპლომატიურ ასპარეზზე. ჰუსეინმა რიფკიმ განაგრძო სამეცნიერო და ადმინისტრაციული საქმიანობა სელიმ III-ის დამხობის შემდეგ, მუსტაფა IV-ისა და მაჰმუდ II-ის მმართველობის დროს.

ჰუსეინ რიფკი ტამანი იბნ კირიმ ღაზა გარდაიცვალა მექის მონახულების შემდეგ 1817 წელს მედინაში. მეცნიერი იქვე დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Усеинов Мемедула Адилович. Математик Хусейн Рыфкы Тамани ибн Мухаммад ибн Кырым Газы // Золотоордынское обозрение. — 2015. — Т. 03 — История. Исторические науки, № 3. — С. 143—150. УДК:929.23
  • Фатима Османова (27.08.2015). Выдающиеся крымские татары Османской империи. Ислам на Украине — islam.in.ua. Процитировано 6.05.2017.
  • Хусейин Рыфкы Крымский. Ислам в Украине — islam.in.ua. 27.08.2015. Процитировано 6.05.2017.
  • Нариман Абдульваап (10.07.2016). Крымские татары в общественно-политической жизни Османской империи. Авдет — avdet.org. Процитировано 6.05.2017.
  1. "Arşivlenmiş kopya". 18 Ekim 2016 tarihinde kaynağından arşivlendi. Erişim tarihi: 16 Ekim 2016. თურქ.
  2. Sertöz, Ali Sinan. "Öklid ve Elemanları" (PDF). 16 Mayıs 2020 tarihinde kaynağından arşivlendi (PDF). Erişim tarihi: 15 Mayıs 2020 თურქ.