სელიმ III
სელიმ III (დ. 24 დეკემბერი, 1761 — გ. 28 ივლისი, 1808, სტამბოლი) — ოსმალეთის სულთანი 1789-1807 წლებში. შეეცადა რეფორმების გატარებას. იყო მოდერნიზაციის მომხრე. მისი დავალებით საერო და სასულიერო დიდგვაროვანთა წარმომადგენლების ჯგუფმა ნაწილობრივ განახორციელა გარდაქმნების პროგრამა (”ნიზამი ჯედიდ”), მაგრამ როდესაც გარდაქმნების წინააღმდეგ ფეოდალური რეაქცია გამოვიდა და იანიჩართა მღელვარება დაიწყო, სელიმ III-ს ძალა არ ეყო თავისი თანამოაზრეებისათვის მხარი დაეჭირა. 1807 წლის 29 მაისს იგი გადააყენეს, ერთი წლის შემდეგ მოკლეს.
სელიმ III | |
---|---|
سليم ثالث | |
ოსმალეთის 28-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1789 |
მმართ. დასასრული: | 1807 |
წინამორბედი: | აბდულჰამიდ I |
მემკვიდრე: | მუსტაფა IV |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი 1761 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 28 ივლისი 1808 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მუსტაფა III |
დედა: | მიჰრიშაჰ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 278.