ჰეილი რეინჰარტი
ჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი (ინგლ. Courtney Michaela Coco Jones; დ. 9 სექტემბერი, 1990, უილინგი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ის American Idol-ის მეათე სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც მოიპოვა პოპულარობა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი ალბომი. 2015 წელს გამოუშვა ქავერი „Can't Help Falling in Love“, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში და მოხვდა ჩარტებში. ასევე ითამაშა Netflix-ის შოუში F Is for Family. მან გამოუშვა ალბომები Listen Up! (2012), Better (2016), What's That Sound? (2017), Lo-Fi Soul (2019) და Off the Ground (2022).
ჰეილი რეინჰარტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი |
დაბ. თარიღი | 9 სექტემბერი, 1990 |
წარმოშობა | უილინგი, ილინოისი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჯაზი, ბლუზი, როკი, სოული, ნეო-სოული, ფანკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2015 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | haleyreinhart.com |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი დაიბადა უილინგში, ილინოისში, 1990 წლის 9 სექტემბერს. მისი მშობლები, პატი და ჰარი რეინჰარტი, მუსიკოსები არიან. მას ჰყავს უმცროსი და, სახელად ანჟელა, რომელიც ასევე მუსიკოსია. ჰეილიმ სიმღერა პატარაობიდან დაიწყო და გამოდიოდა მშობლების ჯგუფთან, Midnight-თან ერთად. დედამისი იყო ჯგუფში The Company She Keeps. ჰეილი ბავშვობაში მღეროდა სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსზე.
ის სწავლობდა მარკ ტვენის სახელობის დაწყებით სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო O.W. ჰოლმსის საშუალო სკოლასა და ვილინგის საშუალო სკოლაში. ამ დროს გახდა ჯგუფ Midnight Blues-ის წევრი. 2009 წელს სწავლა დაიწყო ჰარპერის კოლეჯში .
კარიერა
რედაქტირება2011 წლის ივლისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან.[3] მისი სადებიუტო ალბომი Listen Up! გამოვიდა 2012 წლის 22 მაისს. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.[4] იმავე წელს რეინჰარტმა იმღერა ფესტივალ Lollapalooza-ზე.
მან ფართო აღიარება მოიპოვა 2015 წელს სკოტ ბრედლის ჯგუფ Postmodern Jukebox-თან ერთად გამართულ ტურნეზე. იმავე წელს გამოუშვა Radiohead-ის კომპოზიციის, „Creep"-ის ჯაზ ქავერი.[5] ნამუშევარი ზედიზედ 58 კვირა იყო ბილბორდის ჯაზ-ციფრული სიმღერების ჩარტში და დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება. იმავე წელს გამოუშვა ელვის პრესლის კომპოზიციის, „Can't Help Falling in Love"-ის ქავერი.[6] სიმღერა მე-16 ადგილზე გავიდა Adult Contemporary-ის ჩარტში.[7] ნამუშევარმა 2023 წლის 31 ივლისს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან მიიღო პლატინის სერტიფიკატი. ასევე კომპოზიციამ მოიგო Cannes Lion-ისა და Clio Award-ის ჯილდო 2016 წელს. მუსიკოსის სამსახიობო დებიუტი შედგა Netflix-ის ანიმაციურ კომედიაში F Is for Family 2015 წლის 18 დეკემბერს.[8][9]
მისი მეორე სტუდიური ალბომი, Better, გამოვიდა 2016 წლის 29 აპრილს.[10] ნამუშევარი ბილბორდის Independent Albums-ის ჩარტში 22-ე ადგილზე გავიდა. იმავე წელს დაიწყო ტურნე შეერთებულ შტატებში, ხოლო 2017 წლის მაისსა და ივნისში იმღერა ევროპაში.[11] რეინჰარტის მესამე სტუდიური ალბომი, What's That Sound?, გამოვიდა 2017 წლის 22 სექტემბერს Concord Records-ის ეგიდით.[12] ალბომიდან გამოვიდა ჯამში ოთხი სინგლი, მათ შორის წამყვანი სინგლი, „Baby It's You".[13] ნამუშევარი გამოვიდა 2017 წლის 16 ივნისს. მუსიკოსმა ტურნე გამართა 2017 წლის შემოდგომაზე.
2018 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Something Strange", რომელიც ბილბორდის Dance/Mix Show Airplay-ის ჩარტში 23-ე ადგილზე გავიდა. 2018 წლის 1 ივნისს გამოუშვა სინგლი „Last Kiss Goodbye", რომელიც ბილბორდის ჯაზ-ციფრული სიმღერების ჩარტში მე-15 ადგილზე გავიდა. მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, Lo-Fi Soul, გამოვიდა 2019 წლის 27 მარტს.[14] ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა, მათ შორის კი მთავარი სინგლი „Don't Know How to Love You" გამოვიდა 2018 წლის 14 სექტემბერს.
რეინჰარტიმა ითამაშა 2020 წლის ფილმში „We Can Be Heroes“.[15] 2022 წლის 4 სექტემბერს მან გამოუშვა თავისი ახალი EP, „Off the Ground".
არტისტიზმი
რედაქტირებარეინჰარტის დისკოგრაფია მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა როკ-ენ-როლი, ფანკი, პოპი, ჯაზი, ბლუზი და აფრიკული პერკუსი. მის გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს მუსიკოსმა მშობლებმა.[16] ისინი იყვნენ ისეთი როკ ლეგენდების თაყვანისმცემლები, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი და ჯიმი ჰენდრიქსი. მუსიკოსის თქმით მასზე დიდი გავლენა იქონიეს ბიტლზის წევრებმა, ჯონ ლენონმა და პოლ მაკ-კარტნიმ.[17]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Listen Up! (2012)
- Better (2016)
- What's That Sound? (2017)
- Lo-Fi Soul (2019)
- Off the Ground (2022)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Singer-Songwriter Haley Reinhart in Worldwide Co-Publishing Deal With ole. ole. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2015. ციტირების თარიღი: October 14, 2014
- ↑ Rowley, Glenn (April 11, 2019). „Haley Reinhart On Her Sultry 'Shook' Video, Going Independent: Exclusive“. Billboard. ციტირების თარიღი: November 27, 2021.
- ↑ AI executive producer and director Nigel Lythgoe on his Twitter site, as "dizzyfeet". Posted May 20, 2011. Retrieved May 24, 2011.
- ↑ „Haley Reinhart's 'Listen Up!' coming May 22“. USA Today. March 14, 2012.
- ↑ Haley Reinhart's 'Creep' cover with Postmodern Jukebox is worth a listen (April 8, 2015). ციტირების თარიღი: April 17, 2015
- ↑ Gary Trust (January 6, 2016). „Haley Reinhart 'Can't Help' Bringing a Classic Back to Adult Contemporary Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: November 27, 2021.
- ↑ Gary Trust (January 6, 2016). „Haley Reinhart 'Can't Help' Bringing a Classic Back to Adult Contemporary Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: November 27, 2021.
- ↑ Kristen Lopez. (May 28, 2020) 'F Is for Family' Season 4 Trailer: More Hijinks as the Murphys Prep for a New Addition. IndieWire. ციტირების თარიღი: May 31, 2020
- ↑ Meagan Navarro. (May 18, 2017) F Is For Family Season 2 Teaser & Premiere Date. ScreenRant. ციტირების თარიღი: May 25, 2017
- ↑ Abbey Interviews Haley Reinhart. YouTube (April 5, 2016). ციტირების თარიღი: April 5, 2016
- ↑ Emma Sarran Webster (January 21, 2016). „Chicagoan Haley Reinhart on That Extra Commercial and the End of 'American Idol'“. Michigan Avenue Magazine. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
- ↑ Twitter / WHAT'S THAT SOUND? My Dad & me currently recording my third studio album... Stay tuned!!! 🔮💫 #better #listenup #haliens #imsoexcited #day2. Twitter (January 4, 2017). ციტირების თარიღი: January 4, 2017
- ↑ Sadie Bell (June 16, 2017). „Haley Reinhart Covers the Shirelles' Classic 'Baby It's You': Watch the Video“. Billboard. ციტირების თარიღი: November 27, 2021.
- ↑ Roman Gokhman. (April 1, 2019) INTERVIEW: Chanteuse Haley Reinhart takes charge of her voice with 'Lo-Fi Soul'. RIFF Magazine. ციტირების თარიღი: April 6, 2019
- ↑ Dino-Ray Ramos. (August 21, 2019) Christian Slater, YaYa Gosselin, Akira Akbar, Pedro Pascal And More Join Robert Rodriguez's 'We Can Be Heroes' At Netflix. Deadline. ციტირების თარიღი: August 23, 2019
- ↑ Haley Reinhart Bio. HaleyReinhart.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2015. ციტირების თარიღი: December 4, 2015
- ↑ Behind The Jukebox: Haley Reinart. YouTube (September 8, 2015). ციტირების თარიღი: December 5, 2015