ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი
ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Hedwig Elisabeth Charlotta von Schleswig-Holstein-Gottorf, შვედ. Hedvig Elisabet Charlotta av Holstein-Gottorp), შემოკლებით შარლოტა (დ. 22 მარტი, 1759 — გ. 20 ივნისი, 1818) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტისა და მისი ცოლის, ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მითხოვება შვედეთის მეფე გუსტავ III-თვის, თუმცა საბოლოოდ მის ძმას, კარლს შერთეს ცოლად. კარლ XIII ჯერ 1809 წელს შვედეთის, ხოლო 1814 წელს ნორვეგიის მეფე გახდა, რითაც ჰედვიგი დედოფლად იქცა. მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად, მათ ცოცხალი შვილი არ ეყოლათ, რის გამოც კარლმა თავის მემკვიდრედ ფრანგი გენერალი კარლ ბერნადოტი აირჩია.
ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 ივნისი, 1809 |
მმართ. დასასრული: | 5 თებერვალი, 1818 |
წინამორბედი: | ფრედერიკა ბადენელი |
მემკვიდრე: | დეზიდერია კლარი |
ნორვეგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ნოემბერი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 5 თებერვალი, 1818 |
წინამორბედი: | მარია ფონ ჰესენ-კასელი |
მემკვიდრე: | დეზიდერია კლარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 მარტი, 1759 |
დაბ. ადგილი: | ოტინი, ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 20 ივნისი, 1818, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფო |
მეუღლე: |
კარლ XIII, შვედეთის მეფე (ქ. 1774 - გარდ. 1818) |
შვილები: |
ლუიზა ჰედვიგი კარლ ადოლფი, ვარლანდის ჰერცოგი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი |
დედა: | ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა დაიბადა 1759 წლის 22 მარტს. იგი იყო ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და მისი ცოლის, ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ნაბოლარა ასული. იგი იყო შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის ძმისწული და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბიძაშვილი.
მან თავისი ბავშვობა ოტინში გაატარა. 1774 წელს, 15 წლის ჰედვიგი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, შვედეთის მეფე გუსტავ III-ის ძმას, პრინც კარლს. მისი მხიარული გუნების გამო, ჰედვიგი მალევე გახდა პოპულარული შვედეთის სამეფო კარზე. მისი ქმრის მუდმივი ღალატის გამო, იგი ძირითადად ჩრდილში ცხოვრობდა. კარლი ხშირად არ სტუმრობდა მეუღლის სარეცელს, რის გამოც შვილებიც არ ჰყოლიათ. მან 1798 წელს მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩინა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
1809 წელს, კარლ XIII შვედეთის მეფე გახდა. როგორც დედოფალი, შარლოტა პოლიტიკურად მეტად აქტიური აღმოჩნდა. მისი მაზლიშვილის, მეფე გუსტავ IV-ის ტახტიდან გადადგომა რომ არა, ისინი ვერ გამეფდებოდნენ. ამან გამოიწვია „გუსტავისტების“ პარტიის ჩამოყალიბება, რომლებიც მოითხოვდნენ კარლის ჩამოგდებას და ისევ გუსტავ IV-ის გამეფებას, მაგრამ ამაოდ.
ცნობილია, რომ ჰედვიგს ძალიან უყვარდა წერა. იგი ცნობილი გახდა მისი დღიურით, რომელიც 7000 გვერდსა და 1775-1817 წლების ყოველდღიურ ისტორიას მოიცავს, რის გამოც დედოფლისა და იმ დროის სამეფო კარის შესახებ უამრავი ცნობა არსებობს. 1814 წელს კარლმა ნორვეგიის ტახტიც მიიღო, მაგრამ მეფე-დედოფალს შვილები არ უჩნდებოდათ. სწორედ ამიტომ, მან თავის მემკვიდრედ ნაპოლეონის ერთ-ერთი მარშალი, კარლ ბერნადოტი დაასახელა, რომელმაც დიდი მოწყალება გამოიჩინა ომში დამარცხებული შვედებისადმი. 1818 წლის 5 თებერვალს კარლ XIII გარდაიცვალა, ამავე წლის 20 ივნისს კი გარდაიცვალა ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- Charlotte Bellamy & My Hellsing, Ma chère amie, Billets de la duchesse Charlotte de Sudermanie à Sophie de Fersen, Paris, Mercure de France, 2018.
- Andersson, Ingvar. Gustavianskt (The Gustavian age) (in Swedish).
- Ingvar Andersson (1979). Gustavianskt (The Gustavian Age) (in Swedish). Fletcher & Son Ltd. ISBN 91-46-13373-9.
- Charlottas, Hedvig Elisabeth (1903) [1783–1788]. Bonde, Carl Carlson (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). II 1783–1788. Translated by Carl Carlson Bonde. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)
- Charlottas, Hedvig Elisabeth (1936) [1800–1806]. af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). VII 1800–1806. Translated by Cecilia af Klercker. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)
- Charlottas, Hedvig Elisabeth (1939) [1807–1811]. af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). VIII 1807–1811. Translated by Cecilia af Klercker. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)