კარლ XIV
ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი (ფრანგ. Jean-Baptiste Jules Bernadotte), შემდგომში კარლ XIV იუჰანი (შვედ. Karl XIV Johan); (დ. 26 იანვარი, 1763, პო, გასკონია, საფრანგეთი — გ. 8 მარტი 1844, სტოკჰოლმი) — საფრანგეთის მარშალი (1804), რევოლუციური და ნაპოლეონის ომების მონაწილე, შემდომში შვედეთის და ნორვეგიის მეფე, ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი.
სამხედრო კარიერა 1789 წლის რევოლუციამდე
რედაქტირებაბერნადოტი დაიბადა 1763 წლის 26 იანვარს საფრანგეთში, გასკონიის ქალაქ პოში. იგი ბეარნელი ადვოკატის ანრი ბერნადოტის მეხუთე შვილი იყო. 1780 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჟან–ბატისტმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ოჯახური იურიდიული დინასტია.
იმავე წლის აგვისტოში მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იგი ჩაეწერა ბეარნის ქვეითთა სამეფო პოლკში, რომელიც სამსახურს გადიოდა, ძირითადად, საფრანგეთის კოლონიებსა და კუნძულებზე. ამიტომაც ამ პოლკს "საზღვაო" ეწოდებოდა.
ბერნადოტმა წელიწადნახევარი გაატარა კუნძულ კორსიკაზე, ნაპოლეონ ბონაპარტის მშობლიურ ქალაქ აიაჩოში, 1784 წლიდან კი მსახურობდა ქალაქ გრენობლში. როგორც მამაცმა ჯარისკაცმა და კარგმა მეფარიკავემ ჟან–ბატისტმა ყველა უფროსის კეთილგანწყობა მოიპოვა, თუმცა ლეიტანანტი ის მხოლოდ 1788 წელს გახდა. მეტის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, საფრანგეთში ოფიცრის წოდება მხოლოდ თავად–აზნაურთა ოჯახების შვილებს ენიჭებოდა.
1788 წლის 7 ივნისს ბერნადოტმა მეფის ერთგულობა დაამტკიცა – გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ გრენობლის აჯანყების მონაწილეებისთვის.
შვედეთის სამეფო ტახტი
რედაქტირებატრავასთან დატყვევებულ შვედ მეომრებთან ბერნადოტის ჰუმანურმა დამოკიდებულებამ მისი სახელი შვედეთში იმდენად პოპულარული გახადა, რომ შვედი მეფის კარლ XIII მიერ მოწვეულმა სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე უნდა შეერჩია უშვილო მონარქისთვის, ერთსულოვნად გადაწყვიტა გვირგვინი ნაპოლეონის მარშალისთვის შეეთავაზებინა. ბერნადოტი დათანხმა. სანაცვლოდ მას ლუთერანობა უნდა მიეღო. 1810 წელს ნაპოლეონმა იგი გაათავისუფლა სამხედრო სამსახურიდან და უკვე 31 ოქტომბერს სტოკჰოლმში სახელმწიფო მოხელეთა წინაშე წარდგა, 5 ნოემბერს კი შვედეთის მეფემ იშვილა. ამ დროიდან ბერნადოტი რეგენტი გახდა, ფაქტობრივად კი – შვედეთის მმართველი.
1812 წელს მან შეწყვიტა საფრანგეთთან ყველანაირი ურთიერთობა და რუსეთის მოკავშირე გახდა. 1813–1814 წელს შვედეთის ჯარით ის თანამემამულეების წინააღმდეგ იბრძოდა მეექვსე ანტინაპოლეონურ კოალიციაში და დიდი წვლილი შეიტანა იმპერატორის დამარცხებაში.
1818 წელს შვედეთის სამეფო ტახტზე ავიდა კარლ XIV იუჰანის სახელით. ამგვარად იგი ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Royal House of Sweden and Royal House of Norway დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine.
- Marshal Bernadotte
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Karl XIV Johan — 1917.
- ↑ 2.0 2.1 Sten C.O. Carlsson Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Karl XIV [Jean-Baptiste Jules Bernadotte], King of Sweden and Norway // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T045857
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118560174 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Hovförsamlingens kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0007/F I/1 (1766-1853), bildid: C0054458_00283
- ↑ Hovförsamlingens kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0007/F I/1 (1766-1853), bildid: C0054458_00283