სტოკჰოლმის სამეფო სასახლე
სტოკჰოლმის სამეფო სასახლე (შვედ. Stockholms slott) — შვედეთის მეფეების ოფიციალური რეზიდენცია კუნძულ სტადჰოლმენის სააღლუმო სანაპიროზე, სტოკჰოლმის ცენტრში.
შუა საუკუნეებში სასახლის ადგილას სტოკჰოლმის ციხესიმაგრე იდგა, რომელიც ბირჰერ იარლის მიერ იყო დაარსებული ბალტიკიდან მელარენის მიმართულებით საზღვაო გზების დასაცავად. იუჰან III დროს ციხესიმაგრე რენესანსის სტილში ნაგებმა სასახლემ შეცვალა. XVII საუკუნის მიწურულს სასახლე ძველმოდურად მიიჩნიეს და ტესინ უმცროსის პროექტით 1690-1697 წლებში ბაროკოს სტილი მიანიჭეს.
1697 წელს, ახლადდასრულებული სასახლე ხანძარმა შთანთქა, ტესინს კი დღემდე მდებარე ნაგებობის ხელახლა აშენება დასჭირდა, რომელიც 600 ოთახისა და 120-მეტრიანი ფასადური კედლისგან შედგება.
ეკონომიკური სირთულეების გამო, სასახლის დასრულება 1754 წლამდე ვერ მოხერხდა, ჩრდილო-დასავლეთი ფრთა კი 1760 წელს იქნა დასრულებული. მადრიდის სამეფო სასახლეების დარად, შვედეთის მეფეების სასახლე, პალაცო ბარბერინივით სიმეტრიული მასებით გამოირჩევა.
რესურსები ინტერენტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტოკჰოლმის სამეფო სასახლე“ ვიკისაწყობში.
- სტოკჰოლმის სამეფო სასახლე
- SFV Statens Fastighetsverk: სტოკჰოლმის სამეფო სასახლე
- ინტერაქტიუი პანორამა: სტოკჰოლმის სამეფო სასახლე დაარქივებული 2012-02-22 საიტზე Wayback Machine.