კარლ XIV

(გადამისამართდა გვერდიდან კარლ XIV იუჰანი)

ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი (ფრანგ. Jean-Baptiste Jules Bernadotte), შემდგომში კარლ XIV იუჰანი (შვედ. Karl XIV Johan); (დ. 26 იანვარი, 1763, პო, გასკონია, საფრანგეთი — გ. 8 მარტი 1844, სტოკჰოლმი) — საფრანგეთის მარშალი (1804), რევოლუციური და ნაპოლეონის ომების მონაწილე, შემდომში შვედეთის და ნორვეგიის მეფე, ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი.

კარლ XIV
შვედ. Karl XIV. Johan
ფრანგ. Charles XIV Jean de Suède
ფრანგ. Jean-Baptiste Bernadotte

დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1763(1763-01-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი პო, საფრანგეთის სამეფო[9] [1]
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1844(1844-03-08)[1] [10] [3] [2] [4] [5] [6] [7] [8] [11] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმის სამეფო სასახლე, შვედეთი[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
 შვედეთი
მამა Jean Henri Bernadotte[1]
დედა Jeanne de Saint-Jean[1]
მეუღლე/ები დეზიდერია კლარი[1]
შვილ(ებ)ი ოსკარ I
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, ოქროს საწმისის ორდენის რაინდი, საფრანგეთის მარშალი, names inscribed under the Arc de Triomphe, შავი არწივის ორდენი, Order of Saint Henry, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, Royal Order of the Seraphim, სპილოს ორდენი, Grand Cross of the Iron Cross, Order of Saint Hubert, Royal Order of the Sword, პოლარული ვარსკვლავის ორდენი, Royal Order of Vasa, Order of Charles XIII, წითელი არწივის ორდენი, ოქროს საწმისის ორდენი, რკინის გვირგვინის ორდენი, Order of St. George, 1st class, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, რკინის გვირგვინის ორდენი და Order of Maria Theresa I

სამხედრო კარიერა 1789 წლის რევოლუციამდე

რედაქტირება

ბერნადოტი დაიბადა 1763 წლის 26 იანვარს საფრანგეთში, გასკონიის ქალაქ პოში. იგი ბეარნელი ადვოკატის ანრი ბერნადოტის მეხუთე შვილი იყო. 1780 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჟან–ბატისტმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ოჯახური იურიდიული დინასტია.

იმავე წლის აგვისტოში მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იგი ჩაეწერა ბეარნის ქვეითთა სამეფო პოლკში, რომელიც სამსახურს გადიოდა, ძირითადად, საფრანგეთის კოლონიებსა და კუნძულებზე. ამიტომაც ამ პოლკს "საზღვაო" ეწოდებოდა.

ბერნადოტმა წელიწადნახევარი გაატარა კუნძულ კორსიკაზე, ნაპოლეონ ბონაპარტის მშობლიურ ქალაქ აიაჩოში, 1784 წლიდან კი მსახურობდა ქალაქ გრენობლში. როგორც მამაცმა ჯარისკაცმა და კარგმა მეფარიკავემ ჟან–ბატისტმა ყველა უფროსის კეთილგანწყობა მოიპოვა, თუმცა ლეიტანანტი ის მხოლოდ 1788 წელს გახდა. მეტის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, საფრანგეთში ოფიცრის წოდება მხოლოდ თავად–აზნაურთა ოჯახების შვილებს ენიჭებოდა.

1788 წლის 7 ივნისს ბერნადოტმა მეფის ერთგულობა დაამტკიცა – გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ გრენობლის აჯანყების მონაწილეებისთვის.

შვედეთის სამეფო ტახტი

რედაქტირება
 
კარლ XIV იუჰანის ძეგლი სტოკჰოლმში

ტრავასთან დატყვევებულ შვედ მეომრებთან ბერნადოტის ჰუმანურმა დამოკიდებულებამ მისი სახელი შვედეთში იმდენად პოპულარული გახადა, რომ შვედი მეფის კარლ XIII მიერ მოწვეულმა სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე უნდა შეერჩია უშვილო მონარქისთვის, ერთსულოვნად გადაწყვიტა გვირგვინი ნაპოლეონის მარშალისთვის შეეთავაზებინა. ბერნადოტი დათანხმა. სანაცვლოდ მას ლუთერანობა უნდა მიეღო. 1810 წელს ნაპოლეონმა იგი გაათავისუფლა სამხედრო სამსახურიდან და უკვე 31 ოქტომბერს სტოკჰოლმში სახელმწიფო მოხელეთა წინაშე წარდგა, 5 ნოემბერს კი შვედეთის მეფემ იშვილა. ამ დროიდან ბერნადოტი რეგენტი გახდა, ფაქტობრივად კი – შვედეთის მმართველი.

1812 წელს მან შეწყვიტა საფრანგეთთან ყველანაირი ურთიერთობა და რუსეთის მოკავშირე გახდა. 1813–1814 წელს შვედეთის ჯარით ის თანამემამულეების წინააღმდეგ იბრძოდა მეექვსე ანტინაპოლეონურ კოალიციაში და დიდი წვლილი შეიტანა იმპერატორის დამარცხებაში.

1818 წელს შვედეთის სამეფო ტახტზე ავიდა კარლ XIV იუჰანის სახელით. ამგვარად იგი ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი გახდა.

ჟან ბატისტ ბერნადოტი გარდაიცვალა 1844 წლის 8 მარტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Karl XIV Johan — 1917.
  2. 2.0 2.1 Sten C.O. Carlsson Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Karl XIV [Jean-Baptiste Jules Bernadotte], King of Sweden and Norway // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T045857
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118560174 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Hovförsamlingens kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0007/F I/1 (1766-1853), bildid: C0054458_00283
  11. Hovförsamlingens kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0007/F I/1 (1766-1853), bildid: C0054458_00283