ჰარიეტ ჩიკი
ჰარიეტ ჩიკი (ინგლ. Harriette Chick; დ. 6 იანვარი, 1875, ინგლისი, ლონდონი — გ. 9 ივლისი, 1977,ინგლისი, კემბრიჯი ) — ინგლისელი მიკრობიოლოგი, ცილების მეცნიერი და დიეტოლოგი. ის ყველაზე მეტად დასამხსოვრებელია თავისი ღვაწლით და მეთოდოლოგიით, ეჩვენებინა მზისა და თევზის (ვირთევზა) ქონის გავლენა რაქიტის პრევენციისთვის.
ჰარიეტ ჩიკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1875 |
დაბ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი | 9 ივლისი,1977 |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი, ინგლისი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | nutritionist, ფიზიოლოგი[1] და ბიოქიმიკოსი[1] |
მუშაობის ადგილი | Lister Institute of Preventive Medicine |
ალმა-მატერი | ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი |
სამეცნიერო სფერო | ბიოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰარიეტ ჩიკი ინგლისში, ლონდონში, სამუელ ჩიკისა და ემა ჰულის ოჯახში დაიბადა[2]. მას ჰყავდა 6 და და 5 ძმა. მამამისი დიდძალ ქონებას ფლობდა და მაქმანებს ყიდდა. ჩიკები ბავშვების აღზარდას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ. შვიდივე გოგონა დადიოდა ნოტინგ ჰილის ქალთა საშუალო სკოლაში, რომელიც ცნობილი და გამორჩეული იყო მეცნიერებათა სწავლებით [3] . მისი დებიდან კიდევ ერთი მათგანი, ფრენსის ვუდი, გახდა ცნობილი სტატისტიკოსი [4] . ჰარიეტი ჩაირიცხა ბედფორდის კოლეჯში [5]. 1894 წელს გახდა მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში . სწორედ ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა სადოქტორო პროგრამაზე - ბაქტერიოლოგიაში [6].
მოღვაწეობა
რედაქტირება1898–1901 წლებში „1851 წლის გამოფენის სამეფო კომისია“-მ მას საშუალება მისცა დაეწყო კვლევა პროფესორ მაქს ფონ გრიუბერთან ვენაში ჰიგიენის ინსტიტუტში და პროფესორ რუბერტ ბოისთან უნივერსიტეტის კოლეჯში, ქალაქ ლივერპულში [7].
1902 წელს იგი დაინიშნა ჰიუსტონის თანაშემწედ, ბაქტერიოლოგად. 1903 წელს იგი გრუბერთან სამუშაოდ დაბრუნდა მიუნხენში. 1904 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება ლონდონის უნივერსიტეტიდან - "დაბინძურებულ წყლებში მწვანე წყალმცენარეებზე მუშაობისთვის" [8].
1905 წელს ჩარლზ სკოტ შერინგტონის წინადადებით, ჰარიეტმა შეიტანა განცხადება ჯენერის მემორიალის კვლევის სტუდენტობისთვის ლისტერის ინსტიტუტში. მისმა განცხადებამ არაერთი წინააღმდეგობა გამოიწვია, რადგან ადრე არცერთ ქალს არ მიუღია აღნიშნული სტიპენდია, თუმცა შემდგომში მისი ურთიერთობა ლისტერთან ხანგრძლივი იყო. აღნიშნულ ინსტიტუტში ის 1945 წლამდე მუშაობდა. ჰარიეტი 25 წლის განმავლობაში ამავე უნივერსიტეტის საპატიო თანამშრომელიც იყო.
ჩიკიმ და ლისტერის ინსტიტუტის დირექტორმა ჩარლზ ჯეიმზ მარტინმა აღმოაჩინეს, რომ ცილის დენატურაციის პროცესი განსხვავდებოდა ცილის კოაგულაციისგან (ან ფლოკულაციისგან) [9]. 1908 წელს ჩამოყალიბდა ჩიკის კანონი, რომელიც აძლევდა ურთიერთობას ორგანიზმების მკვლელობის ეფექტურობასა და სადეზინფექციო საშუალებებთან კონტაქტის დროს შორის [10][11]. მოგვიანებით ჩიკის კანონი შეცვალა დოქტორმა უოტსონმა. ჩიკ-უოტსონის განტოლება კვლევაში კვლავ გამოიყენება. ასევე შეიქმნა ახალი და თავის დროზე, უფრო რეალისტური ტესტი სადეზინფექციო საშუალებების ეფექტურობისთვის, ჩიკ-მარტინის ტესტი.
მიღწევები და ჯილდოები
რედაქტირებაჰარიეტ ჩიკი იყო ერთა ლიგის ჯანმრთელობის განყოფილების კომიტეტის მდივანი 1934–1937 წლებში და მუშაობდა კვების ფიზიოლოგიურ საფუძვლებზე. 1941 წელს იგი გახდა კვების საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, რომლის პრეზიდენტიც იყო შემდგომში 1956–1959 წლებში. 1960 წელს მიიღო მედიცინის სამეფო საზოგადოების საპატიო სტიპენდია. 1918 წელს იგი აირჩიეს ფიზიოლოგიურ საზოგადოებაში. ჰარიეტ ჩიკი აგრეთვე იყო ჯვების ფაქტორების კომიტეტის მდივანი 1918–1945 წლებში.
სიკვდილი
რედაქტირებაჰარიეტ ჩიკი გარდაიცვალა კემბრიჯში, ინგლისში 1977 წელს, 102 წლის ასაკში [7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 250. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ Morgan, Neil (1990). „Chick, Harriette“. In Frederic L. Holmes (ed.). Dictionary of Scientific Biography Supplement II. 17. Charles Scribner's Sons. pp. 165–166. ISBN 0-684-19177-6.
- ↑ Creese, Mary (1998) Ladies in the Laboratory, 1, Maryland: The Scarecrow Press, გვ. 149. ISBN 0-8108-3287-9.
- ↑ Wood, Tim (October 2017). „The remarkable life of Frances Wood“. Significance. 14 (5): 34–37. doi:10.1111/j.1740-9713.2017.01074.x.
- ↑ Rayner-Canham, Marelene; Rayner-Canham, Geoffrey (2008) Chemistry Was Their Life: Pioneering British Women Chemists, 1880-1949. London, UK: Imperial College Press, გვ. 61.
- ↑ Carpenter, Kenneth J. (2008-05-01). „Harriette Chick and the Problem of Rickets“. The Journal of Nutrition. 138 (5): 827–832. doi:10.1093/jn/138.5.827. ISSN 0022-3166. PMID 18424587.
- ↑ 7.0 7.1 Morgan, Neil (1990). „Chick, Harriette“. In Frederic L. Holmes (ed.). Dictionary of Scientific Biography Supplement II. 17. Charles Scribner's Sons. pp. 165–166. ISBN 0-684-19177-6.
- ↑ Haines, Catharine (2001). „Chick, Harriette“. International Women in Science: A Biographical Dictionary to 1950. California: ABC-CLIO, Inc. pp. 60–61. ISBN 1-57607-090-5.
- ↑ Chick, Harriette; Martin, CJ (1910). „On the "Heat" Coagulation of Proteins“. Journal of Physiology. 40 (5): 404–430. doi:10.1113/jphysiol.1910.sp001378. PMC 1533708. PMID 16993016.
Chick, Harriette; Martin, CJ (1911). „On the "Heat" Coagulation of Proteins; the Action of Hot Water upon Egg-albumen and the Influence of Acid and Salts upon Reaction Velocity“. Journal of Physiology. 43 (1): 1–27. doi:10.1113/jphysiol.1911.sp001456. PMC 1512746. PMID 16993081.
Chick, Harriette; Martin, CJ (1912). „On the "Heat" Coagulation of Proteins. III. The Influence of Alkali upon Reaction Velocity“. Journal of Physiology. 45 (1–2): 61–69. doi:10.1113/jphysiol.1912.sp001535. PMC 1512881. PMID 16993182.
Chick, Harriette; Martin, CJ (1912). „On the "Heat" Coagulation of Proteins. IV. The Conditions controlling the Agglutination of Proteins already acted upon by Hot Water“. Journal of Physiology. 45 (4): 261–95. doi:10.1113/jphysiol.1912.sp001551. PMC 1512885. PMID 16993156. - ↑ Chick's Law დაარქივებული 21 July 2015 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Thoresen, M. (1994). „Women Physiologists“. BMJ : British Medical Journal. 308 (6937): 1173–1174. doi:10.1136/bmj.308.6937.1173. PMC 2540130.