ვაცლავ ჰაველი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაველი, ვაცლავ)

ვაცლავ ჰაველი (ჩეხ. Václav Havel; დ. 5 ოქტომბერი, 1936, პრაღა, ჩეხოსლოვაკია — გ. 18 დეკემბერი, 2011, ჰრადეჩეკი, ჩეხეთი) — ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი. უფლებათადამცველი და ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-1992 წწ.) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტოლერანტობისა და შერიგების ევროპული საბჭოს წევრი.

ვაცლავ ჰაველი
ჩეხ. Václav Havel
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1936(1936-10-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი პრაღა, ჩეხოსლოვაკია[1] [2] [5] [9] [10] [11]
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 2011(2011-12-18)[12] [1] [3] [13] [14] [5] [6] [7] [9] [15] [16] [11] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰრადეჩეკი[2]
მოქალაქეობა  ჩეხოსლოვაკია
 ჩეხეთი
განათლება პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი[17] , თეატრალური ფაკულტეტი და შტეპანსკას აკადემიური გიმნაზია[17]
მამა ვაცლავ მარია ჰაველი[18]
დედა ბოჟენა ვავრეჩკოვა[18]
მეუღლე/ები ოლგა ჰავლოვა[19] და დაგმარ ჰავლოვა[20] [21]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენი
vaclavhavel.cz

დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალმა „Prospect Magazine“ ჰაველი დაასახელა მსოფლიოს მთავარ 100 ინტელექტუალს შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის — პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.

ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე მან ჯერ ჩეხოსლოვაკია შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკეთისგან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაცლავ ჰაველი დაიბადა პრაღაში, 1936 წლის 5 ოქტომბერს. იგი იზრდებოდა საზოგადოებისათის კარგად ნაცნობ და მდიდარ ინტელექტუალთა და საქმოსანთა ოჯახში, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო 1920-1940 წლებში ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან. მეორე მსოფლიო ომამდე ჰაველების ოჯახი ფლობდა კინოსტუდია „ბარანდოვს“, სარესტორნო ფირმა „ლიუცერნას“, მონადირეთა სახლს ჩეხეთ-მორავიის მაღლობზე და საცხოვრებელ სახლს პრაღაში, მდინარე ვლტავას ნაპირზე.

ვაცლავ ჰაველის დედა, ბოჟენა ვავრეჩკოვა ცნობილი ჟურნალისტისა და ელჩის, ჰუგო ვავრეჩკის ქალიშვილი იყო. 1942 წლის 2 სექტემბერს, გერმანელების ოკუპაციის პერიოდში ვაცლავმა სწავლა დაიწყო ჟდიარეცის დაწყებით სკოლაში. მესამე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც გერმანელთა ძალებზე წითელი არმიის თავდასხმის გამო ნაცისტებმა დატოვეს ჩეხოსლოვაკია. 1947 წელს ვაცლავ ჰაველმა დაასრულა ჟდიარეცის დაწყებითი სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე გააგზავნეს ჩეხეთის საკურორტო ქალაქ პოდებრადის სკოლა-ინტერნატში, სადაც მას უნდა დაეწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.

ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ ჰაველებს მთელი ქონება ჩამოართვეს. ვაცლავი საშუალო სკოლიდან გარიცხეს, როგორც ახალი რეჟიმის მოწინააღმდეგის შვილი. 1950-იანი წლების დამდეგს ახალგაზრდა ჰაველი ერთ-ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში ოთხი წლით მოეწყო შეგირდად. ამავდროულად იგი სწავლობდა პრაღის საღამოს გიმნაზიაში და 1954 წელს საშუალო განათლება დაასრულა. 1955 წელს ჩააბარა ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა 1957 წლამდე. წარუმატებლად შეეცადა გადასულიყო კინოს ფაკულტეტზე, რის შემდეგაც აღარ მიიღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ადრინდელი თეატრალური კარიერა

რედაქტირება

მისი ოჯახის ინტელექტუალური ტრადიციის შესაბამისად, ვაცლავ ჰაველმა გადაწყვიტა ჰუმანიტარულ გზას გაჰყოლოდა. 1957-1959 წლებში სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჰაველი მუშაობდა სცენის ასისტენტად თეატრში — Divadlo Na zábradlí (თეატრი ბალუსტრადაზე) და სწავლობდა დრამას პრაღის თეატრალურ აკადემიაში. ჰაველის პირველი სრულმეტრაჟიანი პიესა იყო ბაღის წვეულება (1963). პიესა წარმოადგინეს ბალუსტრადაში გამართულ აბსურდის თეატრის სეზონზე და მან ჰაველს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მალე ჰაველმა დაწერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა მემორანდუმი და კონცენტრირების უფრო დიდი სირთულე. 1968 წელს, მემორანდუმი დაიდგა ნიუ-იორკის საჯარო თეატრში, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაველის რეპუტაციის დამკვიდრებას ხელი შეუწყო. საჯარო თეატრმა ჰაველის პროდუქციის დადგმა შემდეგი ოცი წლის მანძილზე გააგრძელა, თუმცა ჩეხოსლოვაკიაში ჰაველის პიესები აკრძალული იყო, თვითონ ჰაველი კი ვერ ტოვებდა ქვეყანას იმისათვის, რომ მისი პიესების უცხოური დადგმები თავად ეხილა.

დისიდენტური მოღვაწეობა

რედაქტირება

ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის პაქტის შეჭრის შემდეგ დაიწყო აქტიური დისიდენტური და ანტიკომუნისტური მოღვაწეობა, იბრძოდა დასავლური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.

1975 წელს გამოქვეყნდა მისი „ღია წერილი გუსტავ ჰუსაკს“. იყო ქარტია 77-ის ერთ-ერთი ავტორი. 1977 წელს დააპატიმრეს „საზღვარგარეთ რესპუბლიკის ინტერესებზე ხელის აღმართვის“ ბრალდებით და მიუსაჯეს 14-თვიანი პირობითი პატიმრობა. ორი თვის შემდეგ წაუყენეს ახალი ბრალდება „სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ და დააპატიმრეს. 1978 წლის მარტამდე იგი ციხეში იყო, ხოლო შემდეგ საქმე შეწყვიტეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა უსამართლოდ დევნილთა დაცვის კომიტეტის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1979 წლის 29 მაისს კვლავ დააპატიმრეს არსებული სახელმწიფო წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებით. 1979 წლის ოქტომბერში დისიდენტთა ჯგუფის სასამართლო პროცესზე მიუსაჯეს 4,5 წლით პატიმრობა. 1983 წლის თებერვალში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელი შეუცვალეს შინაპატიმრობით.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1989 წელს ვაცლავ ჰაველი კვლავ დააპატიმრეს. ხოლო შემოდგომაზე პრაღელი სტუდენტების გამოსვლით დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია. ამავე წლის 19 ნოემბერს ჰაველმა დააარსა სამოქალაქო ფორუმი, მთავარი ოპოზიციური ძალა და მისი როგორც პოლიტიკოსის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა.

1989 წელს, მას შემდეგ რაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა ძალაუფლება, გუსტავ ჰუსაკი გადადგა. დაიწყეს პრეზიდენტის კანდიდატურების დასახელება. ამ თანამდებობაზე ჰაველის გარდა განიხილებოდა ალექსანდრე დუბჩეკის კანდიდატურაც, თუმცა სამოქალაქო ფორუმის ხელმძღვანელობამ ჰაველს დაუჭირა მხარი.

1989 წლის 28 დეკემბერს ჩეხოსლოვაკიის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონი კოოპტაციის შესახებ, რომლის თანახმად 23 კომუნისტის გადადგომის შედეგად პარლამენტის გამოთავისუფლებული ადგილები პარლამენტის გადაწყვეტილებით და არა საყოველთაო არჩევნების შედეგად დაიკავეს სხვა წევრებმა. ახალი დეპუტატების კანდიდატურაზე შეთანხმდენ სამოქალაქო ფორუმი ჩეხეთიდან და „საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ“ სლოვაკეთიდან.

1989 წლის 29 დეკემბერს პრაღის ციხესიმაგრეში, ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ვაცლავ ჰაველი ერთხმად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ოპოზიციის ასეთი გამარჯვების შემდეგ დასრულდა დემონსტრაციების პერიოდი, შეწყდა გაფიცვები, მოქმედება შეწყვიტა საგაფიცვო კომიტეტებმა და საზოგადოება დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ვაცლავ ჰაველის პირველი საპრეზიდენტო ვადა გაგრძელდა 6 თვე, პირველ თავისუფალ არჩევნებამდე. 1990 წლის 5 ივნისს კი იწყება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა. ამჟამად აირჩია თავისუფალი არჩევნების შედეგად შეკრებილმა ფედერალურმა კრებამ, რომელშიც სამოქალაქო ფორუმისა და პარტია საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ წარმომადგენლები დომინირებდნენ.

მისი მმართველობის პერიოდში ჩეხოსლოვაკია გავიდა საბჭოთა კავშირის გავლენნის სფეროდან, ქვეყანა დატოვა საბჭოთა არმიამ, ჩეხოსლოვაკიამ დატოვა ვარშავის პაქტი და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო. მისი ხელმძღვანელობით ქვეყანა აქტიურად იბრძოდა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის. ასევე ვაცლავ ჰაველის სახელს უკავშირდება პირველი ეკონომიკური რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში.

1993 წლის 2 თებერვალს გახდა დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, ხელმეორედ აირჩიეს 1998 წელს და ამ თანამდებობაზე დარჩა 2003 წლის 2 თებერვლამდე.

1964 წლის 9 ივლისს ჰაველმა ცოლად შეირთო ოლგა სპლიჩალოვა (ჰავლოვა).[22]

გარდაცვალება

რედაქტირება

გარდაიცვალა 2011 წლის 18 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი ფილტვის კიბოთი იყო ავად და ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.[23][24][25][26]

ნამუშევრები

რედაქტირება

პოეზიის კრებულები

რედაქტირება
  • Čtyři rané básně
  • Záchvěvy I & II, 1954
  • První úpisy, 1955
  • Prostory a časy (poesie), 1956
  • Na okraji jara (cyklus básní), 1956
  • Anticodes, (Antikódy)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118709259 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 http://www.vaclavhavel-library.org/
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Encyklopedie dějin města Brna — 2004.
  8. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Seznam vydaných osvědčení účastníků odboje a odporu proti komunismuMinistry of Defence.
  11. 11.0 11.1 11.2 regional database of the Research Library in Hradec Králové
  12. http://www.bbc.co.uk/news/world-europe-16236393
  13. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  14. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  15. Munzinger Personen
  16. Klaus zpochybňoval pěší průvod za rakví manžela, říká Dagmar Havlová — 2013.
  17. 17.0 17.1 http://www.vaclavhavel-library.org/cs/vaclav-havel/zivotopis/1936-1959
  18. 18.0 18.1 https://archive.vaclavhavel-library.org/Archive/Event?&&&&eventYear=1936
  19. https://archive.vaclavhavel-library.org/Archive/Event?eventYear=1964&page=2
  20. https://archive.vaclavhavel-library.org/Archive/Event?eventYear=1997&&&&page=10
  21. IHNedEconomia, 1997. — ISSN 1213-7693
  22. Zantovsky, Michael (2014). Havel: A Life. New York: Grove Press, გვ. 16 (family accomplishments), 55 (marriage). ISBN 9780802123152. 
  23. გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი
  24. Dan Bilefsky; Jane Perlez (18 December 2011). „Václav Havel, Former Czech President, Dies at 75“. The New York Times.
  25. „Václav Havel, Czech statesman and playwright, dies at 75“. BBC. 18 December 2011.
  26. Paul Wilson (9 February 2012). „Václav Havel (1936–2011)“. The New York Review of Books. 59 (2). ციტირების თარიღი: 21 January 2012.