მემორანდუმი (პიესა)

მემორანდუმი“ — პიესა, დაწერილი ვაცლავ ჰაველის მიერ.

  • იოსეფ გროსი
  • იან ბალას
  • ჯორჯ
  • მარია
  • ფერდინანდი
  • თომასი

შინაარსი

რედაქტირება

ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი - იოსეფ გროსი, იღებს მემორანდუმს აუდიტის შესახებ, რომელიც დაწერილია პტიდეპეზე (გამოგონებული ენა). იოსეფ გროსი მალე შიეტყობს, რომ პტიდეპე შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ აღმოფხვრას სიტყვათა შორის არსებული მსგავსებები, მაგალითად ურო და უთო, და ემოციური დატვირთვა. იგი ცდილობს, რომ ვინმეს გააკეთებინოს თარგმანი და თანდათან ხდება პტიდეპეს გამოყენების წინააღმდეგი. გროსი საბოლოოს იპოვის უხალისო მდივანს - მარიას, რომელიც მას აუხსნის, რომ მას შეუძლია მემორანდუმის თარგმნა, თუმცა ამის გაკეთების უფლება არ აქვს.

მომდევნო დღეს, გროსის მოადგილე იან ბალას ხდება კომპანიის დირექტორი. გროსი ხდება "თანამშომელთა დამკვირვებელი," ადამიანი რომლის ვალებულებაც ამ უსახელო კომპანიის თანამშრომლებზე ჯაშუშობაა. ამასობაში, მდივან მარიას ითხოვენ სამსახურიდან გროსისათვის თარგმანის შესრულების გამო. ორგანიზაციაში პტიდეპეს სწავლის ბოლოს მსურველნიც თავს ანებებენ ენის სწავლას. ცოტა ხანში კი, ბალას უბრუნებს გროსს თავის თანამდებობას. პტიდეპეს ჩაენაცვლება ახალი ენა - ჩორუკორ. ამ ენაში სიტყვები ერთმანეთისაგან ძალიან ექსტრემალურად განსხვავდება, რაც მის სწავლად ამარტივებს. საბოლოოდ, გადაწყდება მშობლირ ენაზე დაბრუნება. სცენარის დასასრულს, გმირთა უმეტესობა მიდის ლანჩის მისართმევად.

ლიტერატურა

რედაქტირება