Largo desolato
Largo desolato — ნახევრად ავტობიოგრაფიული პიესა, დაწერილი ვაცლავ ჰაველის მიერ. პიესა არის პოლიტიკური მწერლის, ლეოპოლდ ნეტელსის შესახებ, რომელიც შიშობს, რომ მას დააბრუნებენ ციხეში. პიესის განმავლობაში, ლეოპოლდის ცოლი, საიდუმლო პოლიციის ორი თანამშრომელი და სხვანი ლეოპოლდს დიდი წნეხის ქვეშ აყენებენ.
გმირები
რედაქტირება- ლეოპოლდ ნეტელსი (კოპრივა) — ყოფილი პროფესორი, ფილოსოფოსი/მწერალი, რომელიც პოლიტიკური მოძრაობის გმირი გახდა
- ედვარდი — ლეოპოლდის მეგობარი
- სუზანა — ლეოპოლდს და სუზანას აქვთ ცუდი ურთიერთობა
- ლუსი — ლეოპოლდის საყვარელი
- მარგერიტ — ფილოსოფიის სტუდენტი, რომელიც ლეოპოლდს რჩევებისათვის აკითხავს
- ორი სიდნი — წისქვილი მომუშავეები, რომელიც წარმოადგენენ ჩვეულებრივი მუშა კაცის აზრებს
- ორი კაცი — მთავრობის მიერ გამოგზავნილი კაცები, რომლებიც ცდილობენ ლეოპოლდმა შეწყვიტოს წერა
შინაარსი
რედაქტირებალეოპოლდ ნეტლესი, პოლიტიკური მწერალი და ფილოსოფოსი, შიშობს რომ მას ხელახლა გააგზავნიან ციხეში. ამიტომ იგი პოლიციას საკუთარ სახლში ემალება. პიესის განმავლობაში, ლეოპოლდს ეწვევა სხვადასხვა ხალხი, მათ შორის საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები. საიდუმლო პოლიცია მას გაფრთხილებას აძლევს მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ესეს შესახებ და ატყობინებენ, რომ თუ იგი სახელს შეიცვლის მაშინ შედეგი ნაკლებად მძაფრი იქნება. ლეოპოლდი ითხოვს მეტ დროს საფიქრელად. იგი ამ დროს იღებს, თუმცა საბოლოოდ იგი თავისივე სიგიჟეში იკარგება. პიესაში ხაზები ხშირად მეორდება, რაც ამძაფრებს ლეოპოლდის გამოცდილების სუბიექტურ ხასიეთს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჰაველი, ვაცლავ Largo Desolato Faber and Faber, 1989.