ჰაბკვირის ქედი
ჰაბკვირის ქედი[1][2], აბაკურა[3][4], აბაკურის ქედი, ბაკილდის ქედი — ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება. მდებარეობს მდინარე ენგურის აუზში, მდინარეების ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის ხუმფრერის (ზემო დინებაში ლაჰილის) აუზების წყალგამყოფი. გამოეყოფა სვანეთის ქედს მწვერვალ ლაჰილის ახლოს. აქვს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება. თხემზე განლაგებულია: მწვერვალი ჰაბკვირი (აბაკურა) (2605 მ), უღელტეხილი ბაკხი (2723 მ), მწვერვალი ბაკხი (3106 მ). აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლებითა და კვარციტებით. კალთები ციცაბოა, დასერილია მდინარე ენგურის შენაკადებით. ქვემო და შუა კალთებზე მუქწიწვიანი ტყეებია, ზემო კალთებზე და თხემზე — სუბალპური და ალპური მდელოები, მცირე ნაწილზე — ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტი.
ჰაბკვირის ქედი | |
---|---|
ჰაბკვირის ქედის ხედი სოფელ დოლიდან | |
კოორდინატები: 43°00′24″ ჩ. გ. 42°27′49″ ა. გ. / 43.006917° ჩ. გ. 42.463694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3521 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და კვარციტი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. უკლება, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 583-584.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 235.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 142.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.