ბაკხის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაკხი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბაკხის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოების — ჰაბკვირის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაჰლას ხეობაში. ბაკხის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.[2]

ბაკხის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°00′06″ ჩ. გ. 42°28′09″ ა. გ. / 43.001917° ჩ. გ. 42.469361° ა. გ. / 43.001917; 42.469361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2723 
ქედი ჰაბკვირის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა და კონგლომერატი
ბაკხის უღელტეხილი — საქართველო
ბაკხის უღელტეხილი
ბაკხის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბაკხის უღელტეხილი
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 31.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 341.