ჰაბიბოლა კაანი

ირანელი პოეტი

ჰაბიბოლა კაანი (სპარს. قاآنی; დ. 1808, შირაზი — გ. 1854, თეირანი) — ირანელი პოეტი. დაიბადა კარის პოეტის მირზა მოჰამადის (გოლშანი) ოჯახში. მოღვაწეობდა ნასრ ალ-დინ შაჰის (1848–1896) კარზე. ლექსებს თხზავდა არაბულ ენაზეც. ლიტერატურულ მიმდინარეობა „ბაზგაშთ“-ის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სახელი გაითქვა ექსპრომტებით. ავტორია შაჰისა და დიდებულებისადმი მიძღვნილი სახოტბო კასიდებისა; სატრფიალო, პეიზაჟური ღაზალებისა, რელიგიური ელეგიებისა. წერდა სატირულ ლექსებსაც. იყო პოეტური ტექნიკის ოსრატი. ბაძავდა ხაკანის.[2]

ჰაბიბოლა კაანი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1808(1808-10-20)
დაბადების ადგილი შირაზი[1]
გარდაცვალების თარიღი 4 მაისი, 1854(1854-05-04) (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი თეირანი[1]
დასაფლავებულია შაჰ-აბდოლ-აზიმი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  ირანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://www.golha.co.uk/en/people/603/qaani
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 291.