ექსპრომტი (ლათ. exprom(p)tus – მზა, სწრაფი) — სახელდახელოდ შეთხზული მუსიკალური ან ლიტერატურული ნაწარმოები.

ექსპრომტი მუსიკაში

რედაქტირება

ექსპრომტი (დასავლეთევროპულ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინი impromptu) — ყოველგვარი მომზადების გარეშე სახელდახელოდ შეთხზული მუსიკალური ნაწარმოები, მაგ., საფორტეპიანო პიესა. მისთვის დამახასიათებელია უშუალო ლირიზმი, აღფრთოვანება. ცნობილია შუბერტის, შოპენის, სკრიაბინის, ქართულ მუსიკაში — ა. მაჭავარიანის, ბ. კვერნაძის ექსპრომტები.[1]

ექსპრომტი ლიტერატურაში

რედაქტირება

ექსპრომტი — რომელიმე მოვლენის ან მისგან მიღებული შთაბეჭდილების გამო სახელდახელოდ შეთხზული (იმპროვიზაციული) ლექსი, უმეტესად სახუმარო, სატირული ან საზეიმო და სახოტბო ხასიათისა. ქართულ მწერლობაში განსაკუთრებით გავრცელებული იყო XVIII–XIX საუკუნეებში. ძველ ქართულ მწერლობაში ექსპრომტი მუნასიბის სახელით იყო ცნობილი, ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში მას კაფია ეწოდება.[2]

  1. მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (შემდგ. ანზორ თამარაშვილი), თბ., 2020. — გვ. 106.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.