მუნასიბი
მუნასიბი — ძველი ქართული ექსპრომტი (ილია ჭავჭვაძის ტერმინოლოგიით „სახელდახელო“), მოკლე, ჩვეულებრივ რამდენიმე სტრიქონიანი ლექსი, წარმოთქმული ან დაწერილი უცებ, წინასწარ მოუფიქრებლად რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო. მუნასიბს საფუძვლად უდევს გონებამახვილური აზრი, იგი უმეტესად სახუმარო ან სატირულია, ზოგჯერ კი ვინმეს შექებაა. ცნობილია პაოლო იაშვილის მუნასიბები.
მუნასიბი განსაკუთრებით გავრცობილია ფშავში, სადაც დღეისათვის შენარჩუნებულია ზეპირი პოეტური იმპროვიზაციის ტრადიციები. იქ მას კაფიას უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 196.