ჯუმას ყურე
ჯუმას ყურე, კაკლისყურე – ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
ჯუმას ყურე | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | კახეთის მხარე |
უახლოესი ქალაქი | დედოფლისწყარო |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ჯუმას ყურე წარმოადგენს მდინარე ალაზნის მეანდრს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის (Juglans regia) ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.