ჰაბიტატი
ჰაბიტატი — ცოცხალი ორგანიზმებისათვის არსებული გეოგრაფიული არეალი, სადაც თითოეული მათგანი ცხოვრობს, შოულობს საკვებს, მრავლდება, იზრდება და ვითარდება. ეს არის ბუნებრივი გარემო რომელშიც ორგანიზმი ცხოვრობს, ან ფიზიკური გარემო, რომელიც პოპულაციის გარშემო არსებობს.[1]
ჰაბიტატი შედგება როგორც ფიზიკური (ნიადაგი, ტენიანობა, ტემპერატურა), ასევე ბიოლოგიური (მაგ. საკვების ხელმისაწვდომობა) ფაქტორებისაგან. პარაზიტებისათვის არ არის აუცილებელი ჰაბიტატი იყოს გეოგრაფიული გარემო. ამის მაგივრობას მასპინძელი ორგანიზმი ან კონკრეტული ორგანო სწევს. [2]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Living Things: Habitats and Ecosystems. ფრანკლინის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 29 June 2011.
- ↑ Arneberg, P.; Skorping, A.; Grenfell, B.; Read, A.F. (1998). „Host densities as determinants of abundance in parasite communities“. Proceedings of the Royal Society of London. Series B: Biological Sciences. 265 (1403): 1283–1289.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)