ჯიომონის ეპოქა
ჯიომონის ეპოქა (იაპ. 縄文時代) — იაპონიის უძველესი ხანის პერიოდი, რომელიც თარიღდება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 13,000 წლით - ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნით.
აღნიშნული ხანის იაპონიის არქიპელაგის მოსახლეობა შეადგენდა მონადირე-შემგროვებლებს. დამახასიათებელი იყო კერამიკის დამუშავების მაღალი ხარისხი, რომლებიც გაფორმებული იყო დაგრეხილი თოკის ორნამენტებით.
ჯიომონის პერიოდი მდიდარი იყო ძვლის, ქვისგან, ჭურვისა და რქისგან დამზადებული ხელსაწყოებითა და სამკაულებით,[1] რის გამოც მას ხშირად ადარებენ ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის პრეკოლუმბიურ კულტურებს და განსაკუთრებით ვალდივიას კულტურას ეკვადორში.[2] [3]
ჭურჭელი
რედაქტირებაიაპონიაში ყველაზე ადრეული ჭურჭელი დამზადდა ჯომონის პერიოდში ან უფრო გვიან.
არქეოლოგი ჯუნკო ჰაბუ ამტკიცებს, რომ „იაპონელი მკვლევართა უმრავლესობას სჯეროდა და ახლაც სჯერა, რომ კერამიკის წარმოება პირველად გამოიგონეს მატერიკზე აზიაში და შემდგომ შემოიტანეს იაპონიის არქიპელაგში“.[4] როგორც ჩანს, ამას ბოლოდროინდელი არქეოლოგიური კვლევებიც ადასტურებს. ვინაიდან დღეისათვის ყველაზე ადრინდელი ჭურჭელი აღმოჩენილ იქნა ჯიანგში, ჩინეთში და ძვ.წ. 20 000 წლით თარიღდება.
ჯიომონის ხანის კერამიკისთის დამახასიათებელია დაგრეხილი თოკის ორნამენტები, აქედან მომდინარეობს თავად ეპოქის სახელწოდებაც. ყველაზე ადრეული ჭურჭელი ძირითადად პატარა მრგვალფსკერიანი თასები იყო 10-50 სანტიმეტრი სიმაღლით, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა საკვების მოსახარშად და შესაძლოა შესანახადაც.
ჭურჭლის წარმოება მონადირე-შემგროვებელი მოსახლეობისთვის წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და მძიმე ჭურჭლის გადაზიდვა მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა იაპონიის არქიპელაგზე მუდმივი დასახლებების არსებობა მიუთითებს ტერიტორიის ნაყოფიერებაზე.[5] როგორც ჩანს, საკვების წყაროები იმდენად უხვად იყო იაპონიის კუნძულების ბუნებრივ გარემოში, რომ მათ შეეძლოთ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ერთ ტერიტორიაზე დასახლება.
საწყისი ჯიომონი ([[ძვ.წ 13 750 - ძვ.წ. 5 000)
პალეოლითის კულტურის კვალი, ძირითადად ქვის იარაღები, გვხვდება იაპონიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 000 წლიდან. ადრეული, "საწყისი ჯიომონის" ფაზა დაიწყო მაშინ, როდესაც იაპონია ჯერ კიდევ იყო სახმელეთო გზით დაკავშირებული კონტინენტურ აზიასთან ნახევარკუნძულის სახით..[5] გამყინვარების შემდეგ (დაახლ. ძვ.წ 10-8 ათასწლეულებში) გლობალურმა დნობამ წყლის დონის აწევა გამოიწვია, რამაც იაპონიის არქიპელაგი მატერიკთან დააშორა. იაპონიის არქიპელაგსა და მატერიკულ აზიას შორის მთავარ მაკავშირებელს კორეის ნახევარკუნძულის გავლით კიუშუ და ჰონშიუ წარმოადგენდა. გარდა ამისა, ლუსონი, თაივანი, რიუკიუ და კიუშუ კუნძულთა უწყვეტი ჯაჭვი იყო, რომელიც აკავშირებდა ჯიომონს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ხოლო ჰონშუ, ჰოკაიდო და სახალინი ციმბირთან .
ადრეული ჯიომონი (ძვ.წ. 5000 – ძვ.წ. 3520)
რედაქტირებაჯიომონის ადრეულ პერიოდში მოსახლეობაში დემოგრაფიული აფეთქება მოხდა, რაზეც უფრო მეტი აგრარული სოფლის არსებობა მიუთითებს.[6] ეს პერიოდი მიმდინარეობდა ჰოლოცენის კლიმატური ოპტიმუმის დროს, მაშინ როდესაც ადგილობრივი კლიმატი უფრო თბილი და ნოტიო გახდა.
ადრეული სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაამ დროისთვის მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმ ფაქტზე, ეწეოდა თუ არა ჯიომონის ხანის მოსახლეობა მხოლოდ მონადირეობა-შემგროვებლობას. არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსახლეეობა ასევე ეწეოდა მებაღეობას ლაქის (Toxicodendron verniciflua) და თხილის (Castanea crenata და Aesculus turbinata) კორომების სახით, აწარმოებდნენ სოიოს, აყიროს, კანაფის, პერილას.
ძალიან ადრე გამოჩნდა ატმის მოშინაურებული ჯიში ჯიომონის პერიოდში, დაახლ. ძვ.წ 6700–6400 წლებში. ატმის ეს შინაური სახეობა, როგორც ჩანს, იაპონიაში ჩინეთიდან შემოიტანეს.
შუა ჯიომონი (ძვ.წ. 3520 – ძვ.წ. 2470)
რედაქტირებაშემორჩენილია მორთული ჭურჭლის ძაღლების ფიგურები, ეგრედწოდებული „ცეცხლის სტილის“ ჭურჭელი და ლაქირებული ხის საგნები. მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის ორნამენტი დროთა განმავლობაში განვითარდა, კერამიკული ქსოვილი საკმაოდ უხეში რჩებოდა.
ამ პერიოდში გაიზარდა ორმოს სახლების (ტატეანა) მშენებლობა, რომელიც იმ დროისთვის საცხოვრებლად გამოიყენებოდა.[7]
გვიანი ჯიომონი (ძვ. წ. 2470–500)
რედაქტირებაჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლის შემდეგ, კლიმატმა გაცივება და გადავიდა ნეოგლიციაციის ეტაპზე, ამ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს.
ჯიომონის პერიოდის ბოლოს ცვლილებები დაიწყო დასავლეთ იაპონიაში: კორეის ნახევარკუნძულთან სტაბილურად მზარდმა კონტაქტმა საბოლოოდ განაპირობა ახალი ტიპის დასახლებების დაარსება დასავლეთ კიუშუში. ჩამოსახლებულებმა თან მოიტანეს ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა სველი ბრინჯის მოშენება და ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგია, ისევე როგორც ახალი კერამიკის სტილი.
მოსახლეობის კლება
რედაქტირებაჯიომონის პერიოდის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყო საკვების ნაკლებობით და სხვა ეკოლოგიური პრობლემებით. იმ ადამიანების ნაშთების შესწავლისას, რომლებიც ცხოვრობდნენ ჯიომონის პერიოდის განმავლობაში, მეცნიერებმა დაასკვნეს რომ სიკვდილი ომით ან ძალადობით არ იყო გამოწვეული, ვინაიდან უფრო დიდ მასშტაბს მოიცავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ომის შედეგად ხდება.[8]
წარმოშობა და ეთნოგენეზი
რედაქტირებაჯიომონის ხალხის ნათესაური კავშირი თანამედროვე იაპონელებთან (იამატოს ხალხი), რიუკიუანებთან და აინუსთან კარგად არ არის განმარტებული. სტომატოლოგიური ვარიაციების მორფოლოგიური კვლევები და გენეტიკური კვლევები ვარაუდობენ, რომ ჯიომონის ხალხი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ხოლოტოსო აუმებისა და იმუნოგლობინის ალელების სხვა კვლევები ვარაუდობს, რომ ჯიომონის ხალხი ძირითადად წარმოშობით ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან და ციმბირიდან იყვნენ.[9]
ჯიომონის ხალხი არ იყო ერთი ჰომოგენური ეთნიკური ჯგუფი. მიცურუ საკიტანის თანახმად, ჯიომონის ეპოქის საზოგადოება რამდენიმე პალეოლითის პოპულაციის ნაზავს წარმოადგენს.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Imamura, K. (1996) Prehistoric Japan: New Perspectives on Insular East Asia. Honolulu
- ↑ Koyama, Shuzo, and David Hurst Thomas (eds.). (1979). Affluent Foragers: Pacific Coasts East and West. Senri Ethnological Studies No. 9. Osaka: National Museum of Ethnology.
- ↑ „Archaeology | Studies examine clues of transoceanic contact“. The Columbus Dispatch (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-04.
- ↑ Habu, Junko (2004). Ancient Jomōn of Japan. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-77670-7.
- ↑ 5.0 5.1 Mason, 13
- ↑ Sakaguchi, Takashi. (2009). Storage adaptations among hunter–gatherers: A quantitative approach to the Jomon period. Journal of anthropological archaeology, 28(3), 290–303. SAN DIEGO: Elsevier Inc.
- ↑ „Early Jomon hamlet found“. The Japan Times. May 27, 1997.
- ↑ Nakao, Hisashi, Tamura, Kohei, Arimatsu, Yui, Nakagawa, Tomomi, Matsumoto, Naoko, & Matsugi, Takehiko. (2016). Violence in the prehistoric period of Japan: the spatio-temporal pattern of skeletal evidence for violence in the Jomon period. Biology letters (2005), 12(3), 20160028. Historical Article, LONDON: The Royal Society.
- ↑ Out of Sunda by Jōmon Japanese.
- ↑ 崎谷満『DNA・考古・言語の学際研究が示す新・日本列島史』(勉誠出版 2009年)(in Japanese)