პერილა
პერილა (ლათ. Perilla) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. კულტურაში 2 სახეობაა — ზეთის პერილა, სუძა (Perilla ocymoides); სიმაღლე 90-110 სმ აღწევს, აქვს ოვალური, გრძელყუნწიანი ფოთოლი, წვრილი, თეთრი ყვავილი, კაკლუჭა ნაყოფი. სიმწიფეში მცენარეს ლიმონის სუნი აქვს. მოკლე დღის მცენარეა, მრავლდება თესლით.
პერილა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Perilla frutescens var. crispa | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Perilla | ||||||||||||
|
სამშობლოა აღმოსავლეთი აზია. მოჰყავთ იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში. თესლისაგან იღებენ ზეთს (შეიცავს 46-53%), რომელსაც იყენებენ ძირითადად ტექნიკაში. აგრეთვე საჭმელად, ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია პირუტყვისათვის. ნანკინური პერილას (Perilla nankinensis) სიმაღლე 50 სმ აღწევს. აქვს მუქი მეწამული ფოთოლი. იაპონიასა და ჩინეთში ზეთოვანი, ეთერზეთოვანი და სასალათე კულტურაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქვანაია ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 26.