ჯეპრა
ეს სტატია ან სექცია რეკლამის ტიპისაა. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჯეპრა}} |
ჯეპრა — პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და საქართველოს ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პიარ კომპანიას წარმოადგენს. თბილისის გარდა, ჯეპრას ოფისი აქვს ქალაქ ბათუმში.
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი |
პიარი; მარკეტინგული კომუნიკაციები |
დაფუძნდა | 2002 |
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
პროდუქცია |
საზოგადოებასთან ურთიერთობა; ბრენდინგი; მედიასთან ურთიერთობა; კრიზისების მართვა; ღონისძიებების მენეჯმენტი; კამპანიების წარმართვა; შიდაკორპორატიული PR; ტრადიციული PR; Online PR; პოლიტიკური პიარი და საარჩევნო ტექნოლოგიები. |
საიტი | gepra.ge |
ჯეპრა არის ISO 9001-2015–ის სერტიფიკატის მფლობელი, საერთაშორისო პროფესიონალური ორგანიზაციების წევრი, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, არის GAU თბილისის პიარსკოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR) თანადამფუძნებელი.
2016 წელს ჯეპრა გახდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) თანადამფუძნებელი; ამავე წელს განაახლა გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) წევრობა და ევროპის უდიდესი ქსელის, Ketchum Maslov-ის პარტნიორი გახდა.
2017 წელს ACAG - საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ICCO -The International Communications Consultancy Organisation-ის წევრი გახდა.
ისტორია
რედაქტირება2001-2002 - სხვადასხვა კერძო სტრუქტურაში საზოგადოებასათან ურთიერთობისა და სარეკლამო მენეჯერის თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ, სოსო გალუმაშვილის თაოსნობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც პიარ კომპანიის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების სტრატეგიის დამუშავება დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავდა კომპანიის სახელიც — ჯეპრა (GEPRA-Georgian PR Agency).
2002 წლის მაისში, სოსო გალუმაშვილი ხელმძღვანელობდა ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბის პიარ-მიმართულებას. ამავე წლის ნოემბერში ჯეპრამ პირველი შეკვეთა არქიტექტურისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია „არსისგან“ მიიღო. ხილიანის დიდი კედლის მოხატვის კომპლექსურ პიარ კამპანიას ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და მედია გამოხმაურება მოჰყვა.[1]
2003 - დეველოპერულ კომპანია „არსთან“ ერთად ჯეპრამ პროექტ „ქართული სახლის“[2] განხორციელება დაიწყო, რომელიც ქართული ტრადიციული ყოფითი არქიტექტურის თანამედროვე დიზაინში დამკვიდრებას ითვალისწინებდა.
საპარლამენტო არჩევნებისათვის ჯეპრამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მეთოდოლოგია და პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს 4 რაიონში: ოზურგეთში, ყვარელში, ხაშურსა და ბორჯომში მაჟორიტარი კანდიდატებისათვის იქნა გამოყენებული. პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსურ მიდგომებს წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. მათ შორის, სააგიტაციო მუშაობის, კარდაკარ და სათაბახო კამპანიების ტექნოლოგიურად გამართულ ჩატარებას.
ჟურნალ „სახე(ლ)ებთან“ ერთად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჯეპრასა და სხვა პიარკომპანიების მიერ ერთობლივად დაარსებული ნომინაცია „წლის პიარ პერსონას“ პირველ ლაურეატად ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.
2004-2005 - ჯეპრა ბიზნეს ეთიკის ასოციაციის წევრი გახდა.[3] კომპანიაში შემუშავდა კორპორატიული ეთიკის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სტანდარტებს.
ჯეპრას თაოსნობით, საქართველოში ჩამოყალიბდა „ონლაინ პიარ კლუბი“. ონლაინ პიარ კლუბის გამოკითხვით, რომელშიც საქართველოს 100–ზე მეტი პიარ სპეციალისტი და მარკეტერი მონაწილეობდა, ნომინაციაში „2004 წლის პიარ პერსონა“,[4] გამარჯვებულად დასახელდა პატრული.
ჯეპრას, „ეისითისა“ და „ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია–საქართველოს“ ინიციატივით ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარ კომუნიკაციების ფაკულტეტთან კომუნიკაციური დისციპლინების ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდა.
2006 - ჯეპრას, „პროფილის“, „ონლაინ პიარ კლუბისა“ და რამდენიმე კერძო პირის თაოსნობით, საქართველოში პირველად ჩატარდა „პიარ დღეები“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პიარის ცნობილი სპეციალისტების მასტერკლასები და გამოვლინდა „2005 წლის პიარ პერსონა“. ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა განათლების მინისტრი კახა ლომაია, ხოლო ნომინაციაში „2005 წლის პიარ პროექტი“ - „ერთიანი ეროვნული გამოცდები“.
სერვისების გამრავალფეროვნებისა და ინტეგირერებული მარკეტინგული პროდუქტებით კომპლექსურად მომსახურების მიზნით ჯეპრამ ბრენდი „ბითიელ.ჯი“ შექმნა, რომელიც პრომო აქციების, პირდაპირი მარკეტინგისა და გაყიდვების სტიმულირების კამპანიებზე იყო ორიენტირებული.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიზნით, ჯეპრამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აზერბაიჯანის, სომხეთის,[5][6] უკრაინისა[7] და ესტონეთის წამყვან პიარ კომპანიებთან.
2007 - ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა „გაუ–თბილისის პიარ სკოლა“, სადაც ტარდება მოკლე და საშუალოვადიანი სპეციალიზებული კურსები მარკეტინგში, პიარსა და ბრენდინგში. პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი 1200-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.
დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, ჯეპრამ გაზეთ „24 საათთან“ ერთად გაზეთის სპეციალური ყოველკვირეული დამატება „რეალური კაპიტალი“ ჩამოაყალიბა[8] (ჩანართი უძრავი ქონების ბიზნესის განვითარების შესახებ).
ჯეპრა გაეროს პროგრამის „გლობალ კომპაქტის“ წევრი გახდა.
ჯეპრა ხარისხის მართვის ISO 9001-2008–ის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. კომპანიაში ყოველწლიურ აუდიტს და ხარისხის მართვის სტანდარტებთან საქმიანობის შესაბამისობის დადასტურებას 2007 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გერმანული კომპანია TÜV SÜD -ის წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
ჯეპრა აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი პიარ სააგენტოების ქსელის, CEEPR-net –ის წევრი გახდა.
პროექტ „პუმ“-ის ფარგლებში ჯეპრაში იმყოფებოდა ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის სმიტი,[9] რომელთან ერთადაც, „ფშავის მანიფესტის“ სახელით, შემუშავდა ჯეპრას განვითარების ახალი სტრატეგია, ჩამოყალიბდა ბრენდის ხედვა და მისია, სტრატეგიული მიზნები და რებრენდინგის კონცეფცია.
2008 - განხორციელდა ჯეპრას რებრენდინგი და რეპოზიციონირება. შეიცვალა კომპანიის ლოგო, დასახელების განმარტებითი ნაწილი, მოხდა პროდუქტების ხაზის რედიზაინინგი და კორპორატიული სტილის ცვლილება. კომპანიამ კონცენტრირება მოახდინა საკონსულტაციო საქმიანობაზე და უარი განაცხადა გარკვეულ სერვისებზე.
ბიზნეს წიგნების პოპულარიზაციის მიზნით, ჯეპრამ რადიო „კომერსანტთან“ ერთობლივი პროექტი „ბიზნეს კონსპექტი“ განახორციელა. პროექტი მიმდინარეობდა სლოგანით -„ჯეპრა გირჩევთ, წაიკითხოთ“.
2009 - ჯეპრამ ინტერნეტ ბაზარზე პროდუქტი „ობო ობა“ წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებდა კლიენტების მომსახურებას კონტექსტური და საბანერო რეკლამის მიმართულებით.
პიარის სფეროს პოპულარიზაციის მიზნით, ჯეპრამ რადიო კომერსანტში პროექტი „4P“ განახორციელა, რომელიც პიარის, მარკეტინგისა და ბრენდინგის ბაზარზე მიმდინარე სიახლეების გაშუქებას და ინოვაციური პროდუქტების დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
გამოიცა ჯეპრას უფროსი კონსულტანტის, კახა მაღრაძის სამაგიდო წიგნი „სტრატეგიული მიდგომა წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.[10]
2010 - ჯეპრა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA ) წევრი გახდა.
2013 - ჯეპრა საქართველოს ხარისხის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ხდება.[11]
ჯეპრამ პარტნიორთა ქსელი გააფართოვა და საერთაშორისო კომუნიკაციის ფონდის ICF MOSTRA-ს[12] წევრი გახდა. მოსტრას ფილიალები მსოფლიოს 28 ქვეყანაში აქვს.
საუკეთესო პიარ კამპანიისთვის ჯეპრამ „Marketing Briliance Awards- 2013“ ჯილდო მიიღო. ჯეპრას მიერ განხორციელებული საქკაბელის ინტეგრირებული საკომუნიკაციო პროექტი, ბრიტანული კომპანიის მხრიდან შეფასებულ იქნა, როგორც წლის საუკეთესო პიარ კამპანია საქართველოში.[13]
2014 - ჯეპრა საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია IPRA -ს წევრი გახდა.
ჯეპრა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი გახდა, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და სომხეთში. DWV-სთან და მის წევრ კომპანიებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ფორუმების ორგანიზებას.
შეიქმნა ვებ გვერდი 4P.com.ge - პროფესიული ბლოგი, სადაც ჯეპრას თანამშრომლები და კონტრიბუტორები, ძირითადად, კომპანიის სიახლეებზე, პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე წერენ.
2015 - კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვის თაობაზე ჯეპრამ SAI Global-თან ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანია ჯეპრა არის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის დამფუძნებელი. ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია არის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ჯეპრამ ფუნქციონირება დაიწყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში.
2016 — ჯეპრა Ketchum Maslov-ის პარტნიორი გახდა. ამავე წელს ჯეპრამ Global Compact-ის წევრობა გააახლა.
2016 წლის ივნისში სტრატეგიული შეხვედრა მოეწყო, რომელიც მიმდინარე სიტუაციის ანალიზს და ახალი იდეების გენერირებას მოიცავდა.
2017 — სტრატეგიულ შეხვედრაზე "ჯეპრას შერკინების მანიფესტი" (Gepra's Scrum Manifesto) შეიქმნა, მოხდა ახალი ოპერირების მეთოდიკის – ბიზნეს მოდელის შერჩევა. ჯეპრამ გააფართოვა პროდუქტების საბაზო პორტფოლიო და მომხმარებელს შესთავაზა გაახლებული სერვისები.
2018 — USAID HICD 2020 პროექტმა ჯეპრასთან გააფორმა ხელშეკრულება 2018 – 2020 წლების მანძილზე ორგანიზაციული განვითარების პროექტების განხორციელებაზე.
მნიშვნელოვანი პროექტები
რედაქტირებასაერთაშორისო პროექტები
რედაქტირებასოსო გალუმაშვილი და კახა მაღრაძე USAID-ის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მიწვეული ექსპერტები გახდნენ. 2012 წლიდან ყირგიზეთში მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
- 2012 — ყირგიზეთის გენერალური პროკურატურისა და რეგიონების პროკურატურების სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის შექმნა.
- 2013 — ყირგიზეთის ეკო და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისთვის[14] სტრატეგიული საკომუნიკაციო პლატფორმა, თანამშრომლების გადამზადების პროგრამისა და შიდა კომუნიკაციის სისტემის შექმნა. ვორქშოფებს სერია, რომელიც ითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციარების ჩართულობის გაზრდის მექანიზების შემუშავებას.
- 2013 — ყირგიზეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის შემუშავება, ბრენდინგი და სარეკლამო კონცეფციის შექმნა;მოქალაქეთა მომსახურების პორტალის მოდელის შემუშავება, მოსახლეობისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
- 2013 — ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროს[15] სამწლიანი საკომუნიკაციო სტრატეგია.
- 2014 — ყირგიზეთის კადრების სახელმწიფო სამსახურის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სოციალური პროექტები
რედაქტირებაCSR კლუბი, 2015
რედაქტირებაკომპანია ჯეპრასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ინიციატივით „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“ (CSR club) დაფუძნდა,რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/პარტნიორებთან/დონორებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
არ გამიძვირო წყალი, 2012-2015
რედაქტირება2013 წლის 1 იანვარს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირება მოხდებოდა, რაც წამყვან კომპანიებს და მთლიანად ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ზარალს მიაყენებდა. აღნიშნული ცვლილების საწინააღმდეგოდ, ინდუსტრიის 6 წამყვანი კომპანიის დაკვეთით, რომლებიც გაერთიანდნენ „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში“, ჯეპრამ განახორციელა კამპანია, რომელიც რამდენიმე ტალღად, 2012-დან 2015-წლამდე წარიმართა. შედეგად, ახალი რეგულაციის ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო და ადგილობრივმა მწარმოებლებმა დაიცვეს საკუთარი ინტერესები.
Wings for Life World Run, 2014-2019
რედაქტირებაWings for Life World Run[16] - 2014 წელს საქართველოში, ყვარელში, პირველად ჩატარდა მსოფლიო მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება სპეციალური მარათონი. რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. რეგისტრაციის შედეგად მიღებული თანხა მთლიანად ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის ფონდში (აღნიშნული კვლევები უკვე 10 წელია მიმდინარეობს).
2014 -2015 წლის მსოფლიო რბენამ სტარტი ყველა მონაწილე ქვეყანაში ერთდროულად აიღო. საქართველოდან 2014 წელს 2986 მონაწილე დარეგისტრირდა, 2015 წელს კი, 5000. დონაციისთვის შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა Wings for Life-ის ფონდში.
2017 წლის 7 მაისს კახეთში ლოპოტას გადასახვევთან უკვე მეოთხედ, საქართველოში, მსოფლიო რბენამ სხვა 57 ქვეყანასთან ერთად, სტარტი 15:00 საათზე აიღო. სტარტზე 5000 მონაწილე დადგა. მსოფლიო რბენის ისტორიაში 2017 წელი მონაწილეთა აქტიურობითა და ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების კვლევითი ფონდისთვის 6.8 მილიონი ევრო შეგროვდა.
2018 წლის 6 მაისს კახეთში, Wings for Life World Run მეხუთედ გაიმართა. სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.
„ტყის კვირეული“ - (WWF), 2014
რედაქტირებაბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ მოწყობილი „ტყის კვირეულის“ პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ტყეებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემატიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ცნობიერების ამაღლებას, ტყის ეკოსერვისებისა და მისი ბიომრავალფეროვნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საგაკვეთილო პროცესში (საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ტყის დაცვის და მოვლის თემატიკის ჩასმისკენ მოწოდებას.
„თბილისის“ ლუდის ფესტივალი, 2010 – 2014
რედაქტირება2010 წლიდან თბილისში, ხოლო 2013 წლიდან ასევე საქართველოს დიდ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი და თელავი), კომპანია „ნატახტარმა“ დაიწყო ტრადიციული ლუდის ფესტივალების ორგანიზება, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედია მხარდაჭერის პროცესში ჩართული იყო ჯეპრა. უკანასკნელი წლების განმავლობაში „ნატახტარის“ ლუდის ფესტივალებმა ტრადიციული სახე მიიღო და ქვეყნის ტურისტულ კალენდარშიც დაიკავა ადგილი.
„თბილისიმარათონი“, „ჰაიდელბერგცემენტი“, 2012-2013
რედაქტირება„თბილისიმარათონი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტია, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქველმოქმედებას ემსახურება. „თბილისიმარათონი“ „ჰაიდელბერგცემენტის“ ეგიდით, გერმანიის საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება. „თბილისიმარათონი“ ნახევარმარათონად (21.0975 კმ) კვალიფიცირდება და მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების დაცვით ტარდება. პირველი ნახევარმარათონი 2012 წლის ოქტომბერში, თბილისის ზღვაზე გაიმართა. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, ქველმოქმედების მონაწილე გახდა.
Quarry Life Award - ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის პროექტი, „ჰაიდელბერგცემენტი“, 2012-2013
რედაქტირებაQuarry Life Award – „ჰაიდელბერგცემენტის“ საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პირველი კონკურსი (2011-2012 წლები) მსოფლიოს 18 ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობდა. მასში ათასობით სტუდენტი და მკვლევარი ჩაერთო. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით საზოგადოების ჩართულობის კუთხით, მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა და შემოსული 52 პროექტით ლიდერის პოზიცია დაიკავა.
„ფონდი ნატახტარი“, 2011-2015
რედაქტირება„იზრუნე მომავალზე“ - კომპანია „ნატახტარის“ საქველმოქმედო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მცირე ტიპის საოჯახო სახლებში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების მხარდაჭერას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. 2011 წლიდან, როდესაც ამ პროექტისთვის შექმნილმა „ფონდმა ნატახტარმა“ თანხის შეგროვების პირველი ტალღა დაიწყო, კომპანია ჯეპრა პროექტის პიარკომუნიკაციასა და მისი აქტივობების მედიაგაშუქებას უზრუნველყოფდა.
არა ფალსიფიკაციას, 2011
რედაქტირებაკამპანია „არა ფალსიფიკაციას“ ქართულ ბაზარზე დაფიქსირებული ფალსიფიცირებული პროდუქტების გამოვლენასა და კონტრაფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მიეძღვნა.[17]
ორგანოთა დონაციის ევროპული დღე /გადანერგილი ორგანო-გადარჩენილი სიცოცხლე, 2010
რედაქტირებაორგანოთა დონაციის ევროპული დღის[18] აღნიშვნის ძირითად მიზანს, ტრანსპლანტაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენდა.
ტრანსპლანტაციის მიღწევებისა და ორგანოთა გადანერგვის უსაფრთხო და დაცული პროცედურის ჩატარების მნიშვნელობაზე სპეციალური კონფერენცია მოეწყო. ღონისძიებაში ევროსაბჭოს ქვეყნებიდან 40-მდე ექიმი-ტრანსპლანტოლოგი მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები, რათა საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია[19] ორგანოთა ტრანსპლანტაციის სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. მოხდა დონორობის მსურველთა რეგისტრაცია.
ძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამა, 2006 - 2015
რედაქტირებაძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შვეიცარული ფარმაცევტული კომპანიის, „ჰოფმან ლა როშის“ ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული კამპანია, პირველად საქართველოში 2006 წელს განხორციელდა.
კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოების, განსაკუთრებით კი, HER2 დადებითი ტიპის ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების, მათი ახლობლების ინფორმირება კიბოს ტიპების თაობაზე და ამ მიმართულებით ცოდნის მიღების მნიშვნელობაზე. პროგრამა ზოგადად, ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ საზოგადოებაში საინფორმაციო აქტივობების ინიცირებასა და ამ პრობლემისადმი მასმედიის დაინტერესების გაზრდის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
2015 წელს, „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით ფოტოგამოფენა მოეწყო, შეგროვდა ხელმოწერები „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციაზე“. ჯეპრამ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანიის პარტნიორად გამოვიდა.
კოლხეთის ეროვნული პარკის საინფორმაციო კამპანია, 2006 - 2015
რედაქტირებაპროექტის ძირითად მიზანს, კოლხეთის ეროვნული პარკის პოპულარიზაცია, ტურისტული პოტენციალისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენდა. პარკისთვის ტურისტული იმიჯის ფორმირება პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
სპეციალური ღონისძიებები პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენელთათვის გაიმართა, კერძოდ, ქვეყნის ბაზარზე მოქმედი ტურისტული სააგენტოებისთვის, რომლებიც არ იცნობდნენ პარკის ტურისტულ პოტენციალს.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (ფიფ) საინფორმაციო კამპანია - 2015-2017
კამპანიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი დაავადების - ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მომხდარიყო დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ანტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა.
2017 წელს ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა, რომლის მიზანს მედიისთვის საინფორმაციო კამპანიის "ამოისუნთქე იმედით" ფარგლებში მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
საქართველო ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ - 2017-2018
კამპანია მიზნად ისახავდა ქუჩებში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებას, ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დახმარებით. კამპანიის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაზე ჯეპრამ იმუშავა.
გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანია 2018-2019
კამპანიის მიზანს დაავადების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში აქტივობა #ერთადერთმანეთისთვის მიმდინარეობდა და მის მიზანს საზოგადოების ჩართულობით დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება წარმოადგენდა.
კამპანიის ფარგლებში 2019 წლის 5 ივნისს ფოტო-პროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პაციენტების მხარდაჭერასა და ადგილობრივი მთავრობის მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურებოდა, რომლის თანადგომით აჭარის რეგიონში, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ადეკვატური მკურნალობა.
პროექტები საჯარო სექტორისთვის
რედაქტირება- საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების კამპანია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტის (ASP) ფარგლებში, 2015
- „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის“ საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, 2015
- საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის საპრომოუშენო კამპანია, 2014
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროგრამა, 2013
- აღსრულების ეროვნული ბიუროს რებრენდინგი, 2012
- ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამა, 2011
- ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ტექნიკური დახმარება, 2010
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროგრამა, 2009
- იუსტიციის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროგრამა, 2009
- ქვემო ქართლის ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების ტექნიკური დახმარების პროგრამა სამოქალაქო ჩართულობის პროცესში, 2009
- სოციალური დახმარების სისტემის რეფორმის საინფორმაციო კამპანია, 2009
- სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების პროგრამა.-2005-2006
ჯეპრა და ჯეპრას ექსპერტები ჩართულები იყვნენ USAID–ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პიარისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის გაძლიერება, 2014;
- საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერა, 2013;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურების გაუმჯობესება, 2013;
- პიარისა და საკომუნიკაციო ფუნქციების გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, 2013;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, 2012-2013.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯეპრას ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- ოფიციალური ბლოგი
- არხი იუთუბზე
- ჯეპრას ოფიციალური დოკუმენტების გვერდი
- ჯეპრას ოფიციალური ფოტოგვერდი
- ჯეპრას ბითიელ გვერდი დაარქივებული 2016-01-21 საიტზე Wayback Machine.
- პიარსკოლის ოფიციალური საიტი
- პიარსკოლის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- www.csrclub.ge დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხილიანის დიდი კედლის მოხატვა. რადიო თავისუფლება
- ↑ ქართული სახლი. რადიო თავისუფლება
- ↑ ჯეპრას ეთიკის კოდექსი. 2005წ[მკვდარი ბმული]
- ↑ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა პატრული ”წლის პიარ პერსონად” აღიარეს. რადიო თავისუფლება
- ↑ Armenian “Mediabrand Impex” and Georgian “GePRA” PR-Companies signed a cooperation memorandum. Banks.am
- ↑ GePRA и «Медиабренд Импекс» - начало формирования PR-сети на Южном Кавказе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ Агентства GePRA и Сorpore договорились о сотрудничестве. Sovetnik.ru[მკვდარი ბმული]
- ↑ რეალური კაპიტალი. გაზეთ 24 საათის სპეციალური დანართი უძრავი ქონების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-05. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ ლუის სმიტი. ჰოლანდიელი პიარ სპეციალისტი. პროგრამა პუმ-ის მოწვეული ექსპერტი[მკვდარი ბმული]
- ↑ „სტრატეგიული მიდგომა წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. კახა მაღრაძე
- ↑ საქართველოს ხარისხის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ Mostra
- ↑ Marketing Brilliance Awards
- ↑ ყირგიზეთის ეკო და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო
- ↑ Wings for Life
- ↑ არა ფალსიფიკაციას!
- ↑ ორგანოთა დონაციის ევროპული დღე[მკვდარი ბმული]
- ↑ საზოგადოებრივი მაუწყებელი ორგანოთა დონაციის დღის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2015-12-05.