თბილისიმარათონი
„თბილისიმარათონი“ — საქველმოქმედო ხასიათის ნახევარმარათონი (21,0975 კმ), რომელიც ყოველწლიურად ტარდება თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება იმართება კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით. „თბილისიმარათონის“ მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
თბილისიმარათონი | |
---|---|
საქველმოქმედო საზოგადოებრივ-სპორტული ღონისძიება | |
მასპინძელი ქალაქი | თბილისი |
მონაწილე სპორტსმენები | პროფესიონალები, მოყვარულები, უცხოელი სტუმრები (16 +) |
გახსნა | 28 ნოემბერი, 2012 |
ისტორია
რედაქტირება„თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ნახევარმარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, უცხოელი სტუმრები, საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. მონაწილეებმა 21,0975-კილომეტრიან და 5-კილომეტრიან დისტანციაზე ირბინეს.
„თბილისიმარათონზე“ დაფიქსირებული რეკორდი 1:14:00 საათს შეადგენს.