ჯემა ჩანი
ჯემა ჩანი (ინგლ. Gemma Chan; დ. 29 ნოემბერი, 1982) [1] — ინგლისელი მსახიობი. დაიბადა ლონდონში და გაიზარდა კენტის საგრაფოში. ჩანი სწავლობდა გოგონების „ნიუსტედ ვუდის სკოლაში“. სანამ სამსახიობო კარიერას აირჩევდა, სამართალი ისწავლა ოქსფორდის ვორესტერის კოლეჯში, შემდეგ ჩაირიცხა „ლონდონის დრამატულ ცენტრში“. მოგვიანებით, ჯემამ ტელევიზიაშიი სხვადასხვა მეორეხარისხოვანი როლები მოირგო, მათ შორის არის: Doctor Who, შერლოკი, Call Diary of Call Girl, ახალი ხორცი, ბედლამი და ნამდვილი სიყვარული. იგი ასევე გამოჩნდა დამოუკიდებელ ფილმებში: გამოცდა (2009), წყალქვეშა ნავი (2010) და Belles Familles (2015). ჯემამ ითამაშა სპექტაკლში, Yellow Face, სპექტაკლი დაიდგა „პარკის თეატრში“, ასევე ითამაშა სპექტაკლში, ჩვენი აიაქსი, რომელიც დაიდგა Southwark Playhouse- ში .
ჯემა ჩანი | |
---|---|
ჩანი 2016 წელს | |
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1982 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2006-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი |
ჯეკ უაითელი (2011–2017) დომინიკ კუპერი (2018–დღემდე) |
ჩანს მინორული როლები ჰქონდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ჯეკ რაიანი: ჩრდილოვანი რეკრუტი (2014), ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი (2016) და ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი (2017). მან მონაწილეობა მიიღო, სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში ადამიანები (2015-2018). ჩანმა ფართო აღიარება მოიპოვა ასტრიდ ლეონგ-თეოს განსახიერებით ჯონ ჩუს რომანტიკულ კომედიაში შეშლილი მდიდარი აზიელები (2018), აღნიშნულმა როლმა კარგი შეფასებები დაიმსახურა. ჯემამ ჰადვიკის ბესის როლი ითამაშა ისტორიულ დრამაში შოტლანდიის მერი დედოფალი (2018) და შეუერთდა მარველის კინოსამყაროს მინი-ერვას როლით, ფილმში, კაპიტანი მარველი (2019). აპირებს მარველის ფილმში, მარადისობა-ში (2021) სერსის როლით მონაწილეობის მიღებას, ასევე ითამაშებს ანტაგონისტის როლს, დისნეის ანიმაციურ ფილმში რაია და უკანასკნელი დრაკონი (2021).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჯემა ჩანი დაიბადა გაი-ს საავადმყოფოში, ლონდონში, ინგლისში. მისი მამა იყო ინჟინერი, რომელიც ჰონგ-კონგში გაიზარდა, დედა კი შოტლანდიაში, გრინოკში გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ჩინეთიდან შოტლანდიაში გადასახლდნენ. არის ბრიტანელი აზიელი. [2] [3] [4]
ჯემა გაიზარდა სევენოუქსის მახლობლად, კენტში. [5] სწავლობდა ნიუსტედ ვუდის გოგონების სკოლაში, რომელიც მდებარეობს ორპინგტონში, ლონდონში. იურისპრუდენციის შესწავლა დაიწყო ოქსფორდის ვორესტერის კოლეჯში . სწავლის დამთავრების შემდეგ შესთავაზეს ერთ-ერთ სასამართლო ფირმასთან მუშაობა, თუმცა მან სამსახიობო კარიერის დაწყებისათვის, სწავლა გააგრძელა ''ლონდონის დრამატულ ცენტრში''. [6] იგი ბრიტანეთის კინოპროდიუსერმა დემიან ჯონსმა აღმოაჩინა და ხელშეკრულება გააფორმა ტალანტის აგენტთან, ნიკ ვან გელდერთან.
კარიერა
რედაქტირებაჩანის დებიუტი შედგა საშინელებათა არხის 2006 წლის მინისერიაში, როდესაც ბოროტი ზარებია. [7] [8] მონაწილეობდა რეალითი სერიალის Project Catwalk პირველი სერიაში. [9] ჩანის სასცენო დებიუტი შედგა ბერტოლტ ბრეხტის ბოლო სპექტაკლში, ტურანდოტ-ში, სპექტაკლი დაიდგა ლონდონში, 2008 წელს, ჰემპსტედის თეატრში. [10] ამის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომაზე მსახიობი გამოჩნდა BBC-ს ტელესერიალში, Doctor Who-ს ეპიზოდში, სახელწოდებით მარსის წყლები, ამ ეპიზოდში მან ითამაშა გეოლოგის, მია ბენეტის როლი. [11] მოგვიანებით, ამ ეპიზოდში შესრულებული როლისთვის, მოიგო ჰიუგოს პრემია. [12] [13] იმავე წელს, ჯემამ ითამაშა ფილმში „გამოცდა“ (2009), რომლის პრემიერაც შედგა ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე. [14] [15] შემდეგ წელს ჩანი გამოჩნდა Channel 4-ის სერიალში, IT Crowd და BBC- ის შერლოკში. [16] [17]ამის შემდეგ გადაიღეს ფილმებში: Pimp , (2010) და შანხაი (2010), რომელიც კრიტიკოსებმა მოიწონეს, ხოლო ფილმის, წყალქვეშა ნავის პრემიერა ტორონტოს 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დადებითად შეფასდა. [18] [19] ჩანი შეირჩა ბილი პიპერსის როლზე, სერიალში, ზარის გოგონას საიდუმლო დღიურის ფინალურ სერიაში. სერიალი გავიდა ITV2-ზე 2011 წელს. [20]
იმავე წელს, ის გამოჩნდა Channel 4-ის სატელევიზიო სერიალში, ახალი ხორცი. [21] როგორც ადამიანის უფლებების მხარდამჭერმა, მან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 60 წლისთავის აღსანიშნავად, Amnesty International-თვის ითამაშა ერთ-ერთ ფილმში. [22] 2012 წელს ჩანი იყო Sky Living–ის ზებუნებრივი დრამის ბედლამის ქასთის წევრი, სადაც მან განასახიერა კირა, იმპულსური და თავისუფალი სულის მქონე ქალი. [23] ის ასევე გამოჩნდა სერიალში, ნამდვილი სიყვარული, სერიალი წარმოებულია BBC One- ის მიერ. [24] 2013 წლის ივნისში, ჩანმა ითამაშა ამერიკელი დრამატურგის დევიდ ჰენრი ჰვანგის პიესაში, ყვითელი სახე, აღნიშნული სპექტაკლი ლონდონში, პარკის თეატრში დაიდგა. სპექტაკლის თამაშის დროს, ჯემამ ისაუბრა იმ პრობლემებზე რისი დაძლევაც მისი რასის გამო მოუხდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯემა ჩანს სასიყვარულო ურთიერთობა კომიკოსთან ჯეკ უაითელთან 2011 წლიდან 2016 წლამდე ჰქონდა. [25] 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩანი ურთიერთობაში იყო დომინიკ კუპერთან. [26] [27]
ჩანი UNICEF-ს 2015 წლიდან უჭერს მხარს, 2019 წელს ორგანიზაციასთან ერთად გაემგზავრა იამაიკაში.[28] მან 2019 წელს, საქველმოქმედო ფონდებისთვის, მონაწილეობა მიიღო Soccer Aid-ში. [29] ასევე 2020 წელს, მონაწილეობა მიიღო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. [30] ხოლო 2021 წელს დაინიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩად. [31]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „UPI Almanac for Friday, Nov. 29, 2019“. United Press International. 29 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2019. ციტირების თარიღი: 11 January 2020. ციტატა: „…actor Gemma Chan in 1982 (age 37)“
- ↑ Joanna Tran (21 June 2019). „Gemma Chan doesn’t want to be ‘the only successful British Asian actress’“. Resonate. ციტატა: „And now I just hope it’s going to open the door for others. I don’t want to be the only successful Asian actress or British Asian actress.“
- ↑ Lee, Michelle (11 November 2019). „Gemma Chan on Aging, Self-Acceptance, and Being a Kid of the '90s“. Allure.
- ↑ Flint, Hanna (20 January 2020). „Is it time the all-white period drama was made extinct?“. BBC. ციტატა: „It’s one of the reasons why she cast British Asian actor Gemma Chan ... as white historical figures Bess of Hardwick“
- ↑ Johnson, Lucy Hunter. (10 May 2013) Gemma Chan: the bombshell actress who tamed Jack Whitehall. London Evening Standard.
- ↑ Randall, Lee (27 May 2012). „Interview: Gemma Chan, star of True Love“. The Scotsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2013. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2021. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება)Randall, Lee (27 May 2012). "Interview: Gemma Chan, star of True Love" დაარქივებული 2015-07-11 საიტზე Wayback Machine. . The Scotsman. Archived from the original on 12 November 2013. - ↑ Zone Horror's "When Evil Calls" Halloween Launch - October 31, 2006. ციტირების თარიღი: 26 January 2021
- ↑ When Evil Calls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2021.
- ↑ „Who is Gemma Chan? 5 things you need to know about the ‘Crazy Rich Asians’ actress“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: 26 January 2021.
- ↑ Independent Talent. ციტირების თარიღი: 23 February 2021
- ↑ The Waters of Mars. ციტირების თარიღი: 26 January 2021
- ↑ 2010 Hugo Award Winners.
- ↑ 2010 Hugo Award Nominees – Details.
- ↑ Exam gets UK deal with Sony Pictures Home Entertainment. ციტირების თარიღი: 25 August 2013
- ↑ Exam. ციტირების თარიღი: 25 August 2013
- ↑ The IT Crowd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 26 January 2021
- ↑ With “Captain Marvel,” Gemma Chan Is Demolishing Hollywood’s Aversion To Color-Blind Casting. ციტირების თარიღი: 26 January 2021
- ↑ Pimp (2010). ციტირების თარიღი: 9 August 2016
- ↑ Diana Lodderhose and Pamela McClintock (2010-09-15). „Weinsteins win 'Submarine' bidding war“. Variety. ციტირების თარიღი: 2010-12-21.
- ↑ Showtime Picks Up Final Secret Diary of a Call Girl Season. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 12 January 2012
- ↑ Gemma Chan: ‘Is it better to give or to receive? Are we talking about oral sex?’. ციტირების თარიღი: 26 January 2021
- ↑ Actress – Bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 12 January 2012. Gemma Chan official site. 7 April 2011. Archived from the original დაარქივებული 2011-12-23 საიტზე Wayback Machine. on 23 December 2011. Retrieved 12 January 2012.
- ↑ Gemma Chan (‘Bedlam’: Series 2) interview. ციტირების თარიღი: 20 February 2021
- ↑ True Love. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 March 2016
- ↑ Jack Whitehall and Gemma Chan split after six years together. Metro (21 December 2017).
- ↑ Gemma Chan, Dominic Cooper Make First Public Appearance as a Couple. Us Weekly (11 December 2018).
- ↑ Wignall, Alice. Now You See Gemma Chan. Elle.
- ↑ Gemma Chan Earned a Huge Honor from Max Mara & Women in Film. ციტირების თარიღი: 2 March 2021[მკვდარი ბმული]
- ↑ Soccer Aid 2019 teams: Line up of celebrities revealed. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Gemma Chan speaks 'equity' with 16-year-old Claire for World Children’s Day | UNICEF. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Gemma Chan, Unicef UK Ambassador. ციტირების თარიღი: 2 March 2021