ორპინგტონი
სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში
ორპინგტონი (ინგლ. Orpington) — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში (ქ. ორპინგტონი, კენტის საგრაფო, ამჟამად ლონდონის ფარგლებში) XIX საუკუნეში. ცნობილია სხვადასხვა შეფერილობის 11 სახესხვაობა. ორპინგტონის ტანი მასიურია, დაბლა ჩასხმული, კუბისებრი ფორმის. აქვს მცირე ზომის თავი, საშუალო სიგრძის ფურცლისებრი ბიბილოთი; ყურის ბიბილოები წითელია, თვალები წითელი ან ნარინჯისფერი. შებუმბვლა უხვი და ფაშარია. მამლის ცოცხალი მასაა 4,0–4,5 კგ, დედლისა — 3,0–3,5 კგ. კვერცხმდებლობა 130–160 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 58–63 გ (ნაჭუჭი ყვითელ-კრემისფერია). სიცოცხლისუნარიანობა დამაკმაყოფილებელია.
გალერეა
რედაქტირება-
მამალი
-
დედალი
-
დედალი
ლიტერატურა
რედაქტირება- Ройтер Я. С. ОРПИНГТОН დაარქივებული 2019-08-07 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 24. Москва, 2014, стр. 472.