Doctor Who
დოქტორ ვინ (ინგლ. Doctor Who) — ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ტელესერიალი. იგი შექმნილია BBC-ის მიერ და ითვლის 36 სეზონს და 1 მხატვრულ ფილმს.
Doctor Who | |
---|---|
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამა |
ავტორი | სიდნი ნიუმენი, დონალდ უილსონი, სესილ ედვინ უებერი |
სცენარი | სხვადასხვა |
რეჟისორი | სხვადასხვა |
მონაწილეობენ | სხვადასხვა, ამჟამად - ჯოდი უიტეკერი |
თემის კომპოზიტორი | რონ გრეინერი |
მთავარი თემა | Doctor Who-ს მუსიკალური თემა |
კომპოზიტორ(ებ)ი | დელია დერბიშირი |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 26 (1963–89) და ტელეფილმი (1996) |
სერია | 13 (2005–დღემდე) |
ეპიზოდი |
874 (97 დაკარგულია) 303 სიუჟეტი (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | სხვადასხვა |
ხანგრძლივობა |
25 წთ. (1963–84, 1986–89) 45 წთ. (1985, 2005–დღემდე) სხვადასხვა ხანგრძლივობა |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | BBC One |
პირველად ეთერში | 23 ნოემბერი, 1963 |
დაკავშირებული შოუები |
|
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
მიმოხილვა
რედაქტირებასერიალში ნაჩვენებია თავად დოქტორის თავგადასავალი. იგი არის დროის მბრძანებელი პლანეტა გალიფრეიდან. როგორც ყველა დროის მბრძანებელს, მას შეუძლია რეგენირება, ამიტომაც იცვლის სხეულს, როგორც კი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს. დოქტორი დროსა დი სივრცეში მოგზაურობს ტარდისით, რომელიც მგრძნობიარე კოსმოსური ხომალდია. ხშირად მას თან ახლავს კომპანიონები, თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციებისა და რიგითი ინდივიდების გადარჩენისას უამრავი მტერიც გაიჩინა.
პერსონაჟები
რედაქტირებადოქტორი
რედაქტირებადოქტორი არის ამბოხებული დროის მბრძანებელი გალიფრეიდან. მისი ნამდვილი სახელი არ არის ცნობილი, მან აირჩია სახელი დოქტორი როგორც პირობა რომელსაც არასოდეს დაარღვევდა, მისი ერთადერთი ინკარნაცია რომელმაც პირობა დაარღვია არის ჯონ ჰიორტის ომის დოქტორი.
დოქტორი | მსახიობი | წლები |
---|---|---|
პირველი დოქტორი | უილიამ ჰერტნელი | 1963–1966 |
მეორე დოქტორი | პატრიკ ტროუტონი | 1966–1969 |
მესამე დოქტორი | ჯონ პერტვი | 1970–1974 |
მეოთხე დოქტორი | ტომ ბეიკერი | 1974–1981 |
მეხუთე დოქტორი | პიტერ დევისონი | 1981–1984 |
მეექვსე დოქტორი | კოლინ ბეიკერი | 1984–1986 |
მეშვიდე დოქტორი | სილვესტერ მაკ-კოი | 1987–1989, 1996 [1][2][3] |
მერვე დოქტორი | პოლ მაკ-გენი | 1996 |
ომის დოქტორი | ჯონ ჰარტი | 2013 |
მეცხრე დოქტორი | კრისტოფერ ეკლესტონი | 2005 |
მეათე დოქტორი | დეივიდ ტენანტი | 2005–2010 |
მეთერთმეტე დოქტორი | მეტ სმითი | 2010–2013[4] |
მეთორმეტე დოქტორი | პიტერ კაპალდი | 2013-2017[5] |
მეცამეტე დოქტორი | ჯოდი უიტეკერი | 2018-2022 |
მეთოთხმეტე დოქტორი | დეივიდ ტენანტი | მომავალი |
მეთხუთმეტე დოქტორი | ნკუტი გატვა | მომავალი |
კომპანიონები
რედაქტირებადოქტორს მის თავგადასავლებზე ხშირად კომპანიონები დაყვება. კომპანიონები სერიალის დასაწყისიდანვე, 1963 წელში იყო. დოქტორის პირველი კომპანიონები იყო თავისი შვილიშვილი სიუზან ფოურმანი (კაროლ ენ ფორდი) და მისი მაწავლებლები ბარბარა რაითი (ჯაქუილინ ჰილი) და იან ჩესტერტონ (ვილიამ რასელი). კლასიკურ დოქტორ ვინ-ში კომპანიონებიდან აღსანიშნავია სარა ჯეინ სმითი (ელისაბედ სლეიდენი), ჯო გრანტი (კეტი მანინგი) და რომანა (მერი ტამი და ლალა ვარდი).
მეცხრე დოქტორის პირველი და ერთადერთი მთავარი კომპანიონი იყო როუზ ტაილერი (ბილი პაიპერი), რომელმაც გააგრძელა მოგზაურობა მეათე დოქტორთან ერთად. მეათე დოქტორის დანარჩენი მთავარი კომპანიონები იყო მართა ჯოუნსი (ფრიმა აგიემანი), დონა ნოუბლი (კატერინ ტეიტი). მეთერტმეტე დოქტორის მთავარი კომპანიონებია: ემი პონდი (კერენ გილანი), რორი უილიამსი (არტურ დარვილი) და კლარა ოსვალდი (ჯენა კოულმენი), რომელმაც გააგრძელა მოგზაურობა მეთორმეტე დოქტორთან.
ზოგი კლასიკური კომპანიონი მოგვიანებითაც გამოჩნდა, მაგალითად სარა ჯეინი, რომელიც ისეთი პოპულარი გახდა, რომ მას მიეძღვნა ტელესერიალი „სარა ჯეინის თავგადასავლები“ (2007-2011).
მონსტრები
რედაქტირებადოქტორმა თავის თავგადასავლებში ბევრი მტერი გაიჩინა. აქედან აღსანიშნავია: დალეკები, კიბერმენები, მასტერი, დავროსი, ზიგონები, სონტარანელები, ავტონები, მაკრა, ყინოლის მეომრენი, მაღალი ინტელიგენცია, მტირალა ანგელოზები, სიჩუმე, უდები, ჯუდონები და სლითინის ოჯახი (რაქსაკორიკოფალაპატორიანები).
დალეკები
რედაქტირებადალეკები უძველესი ბოროტმოქმედებია დოქტორ ვინ-იდან. ისინი პირველად გამოჩნდნენ 1963 წელს დოქტორ ვინ-ის მეორე სერიაში - დალეკები. დალეკი ჰგავს რვაფეხას მისი საბრძოლო ჯავშანის გარეშე. ისინი არიან კალედებისგან შექმნილი მუტანტები, რომელმიც დავროსმა შექმნა. მათი ცნობილი ფრაზა არის "განადგურება".
კიბერმენები
რედაქტირებაკიბერმენები არიან კიბორგები რომლებიც ადრე ადამიანები იყვნენ. მათი ცნობილი ფრაზები არის "წაშლა" და "განახლება".
მასტერი
რედაქტირებამასტერი დოქტორის მთავარი მტერია. ის ამბოხებული დროის ლორდია რომელსაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურს. მასტერს სხვადასხვა მსახიობები თამაშობდა, იმიტომ რომ ისიც დროის ლორდია და რეგენერაცია შეუძლია. მას თამაშობდა როჯერ დელგადო, პიტერ პრატი, ჯეოფრეი ბივერსი და ანტონი ეინლი. 1996 წელს მასტერი დაბრუნდა დოქტორ ვინ-ის ტელევიზიურ ფილმში და მას თამაშობდა ერიკ რობერტსი.
მასტერი თანამედრობე სერიებშიც გამოჩნდა, მას თამაშობდა დერეკ ჯაკობი, ჯონ სიმი და მიშელ გომესი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Official episode guide. BBC (31 March 2008). ციტირების თარიღი: 31 March 2008.
- ↑ Episode Guide — Seventh Doctor Index. Doctor Who — Classic Series. BBC. ციტირების თარიღი: 30 July 2011.
- ↑ TV Movie cast & crew. BBC. ციტირების თარიღი: 15 April 2008.
- ↑ Tim Masters (1 June 2013). „Matt Smith to leave Doctor Who at the end of year“. BBC News Online.
- ↑ „Doctor Who: Peter Capaldi revealed as 12th Doctor“. BBC News Online. 4 August 2013.