მეტ სმითი (ინგლ. Matt Smith, სრული სახელი მეტიუ რობერტ სმითი, Matthew Robert Smith, დ. 28 ოქტომბერი, 1982[1], ნორთჰემპტონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი თეატრის, კინოს და ტელევიზიის მსახიობი, ცნობილი მეთერთმეტე დოქტორის როლით ბრიტანულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალ "Doctor Who"-ში. იგი ამ როლით წარდგენილ იქნა სატელევიზიო პრემია BAFTA-ზე[2].

მეტ სმითი

მეტ სმითი
დაბადების სახელი მეტიუ რობერთ სმითი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1982 (1982-10-28) (42 წლის)
ნორთჰემპტონი,ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
აქტიური 2003-დღემდე

ბავშვობაში მეტი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა ზურგის ტრავმის გამო იძულებული იქნა, პროფესიონალური სპორტის დაეტოვებინა[3]. 2003 წელს იგი შეუერთდა National Youth Theatre-ს, University of East Anglia-დროს, სადაც ითამაშა თავისი პირველი როლი პიესაში მკვლელობა ტაძარში. 2007 წელს შედგა სმითის დებიუტი კრისტიან სლეიტერთან[4] ერთად ვესტ-ენდის თეატრში, სადაც მან ითამაშა ფილმის "ზვიგენებს შორის" თეატრალურ დადგმაში, ერთი წლის შემდეგ კი - სპექტაკლში "ის სახე"[5].

2006 წელს სმითი გამოჩნდა ტელეეკრანებზე ჯიმ ტეილორის როლით ფილიპ პულმანის რომანების "ლალი ბურუსში" და "პოლარული ვარსკვლავის ჩრდილი" ეკრანიზაციებში. სერიალში მას პატრნიორობას უწევდა ბილი პაიპერი, რომელმაც შეასრულა მეცხრე და მეათე დოქტორების თანამეგზურის როლი. სმითის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო დენის პერსონაჟი BBC-ის "Party Animals"-ში, 2007 წელს. 2009 წლის იანვარში მეტი იქნა არჩეული დოქტორის მეტერთმეტე ინკარნაციის როლზე ბრიტანულ საკულტო სერიალში "Doctor Who", სადაც პირველად ეპიზოდ "The End of Time"-ის მეორე, ფინალურ ნაწილში 2010 წლის 1 იანვარს გამოჩნდა. მეტ სმითი არის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი[6], ვისაც კი დოქტორის როლი შეუსრულებელია. 2013 წლის 1 ივნისს მან, საახალწლო ეპიზოდის[7] გადაღების შემდეგ, დატოვა სერიალი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

მეტ სმითი დაიბადა და გაიზარდა ოჯახთან და უფროს დასთან ერთად ნორთჰემპტონში, ნორთჰემპტონშირის საგრაფოში, დიდ ბრიტანეთში და განათლება მიიღო ნორთჰემპტონის ბიჭების საშუალო სკოლაში, სადაც იყო კლასის მეთაური და წარმატება მიაღწია სპორტში, მუსიკასა და თეატრალურ ხელოვნებაში. ის ოცნებობდა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზე, მამის, დევიდ სმითის მსგავსად, რომელიც თამაშობდა "Notts County"-ში, მოგვიანებით კი პლასტმასის გადამუშავების კერძო ბიზნესის მფლობელი გახდა. მეტი თამაშობდა Northampton Town-ის ახალგაზრდულ გუნდში (11-დან 12 წლამდე), აგრეთვე Nottingham Forest-სა (12-დან 14 წლამდე) და Leicester City-ში (15-დან 16 წლამდე).[8]

16 წლის ასაკში მეტმა მიიღო ზურგის სერიოზული ტრავმა და მამის დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გახდა მიეტოვებინა სპორტული კარიერა. ყოველდღიურად, ერთი წლის განმავლობაში მამას იგი დაჰყავდა ფიზიოთერაპიაზე ლესტერში, თუმცა მეტმა ვეღარ შეძლო დაებრუნებინა სპორტული ფორმა. მისმა მასწავლებელმა, მეტის სურვილის საწინააღმდეგოდ, ჩასვა იგი მეათე ნაფიცი მსაჯულის როლში პიესაში "Twelve Angry Men". მიუხედავად იმისა, რომ მეტმა ითამაშა დადგმაში, მან უარი თქვა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე[9] და მიიღო მონაწილეობა თეატრალურ ფესტივალში. თუმცა მასწავლებელმა მეტი დაარწმუნა, შეერთებოდა ეროვნულ ახალგაზრდულ თეატრს. სკოლის დამთავრების შემდეგ მეტი გეგმავდა სწავლის გაგრძელებას კემბრიჯის უნივერსიტეტში და აგრეთვე, როგორც ყველა მისი თანაკლასელი, გეგმავდა პოლიტიკის შესწავლას შეფილდში. ერთ-ერთ ინტერვიუში მეტი აცხადებს: "მე მინდოდა ვყოფილიყავი ჭკვიანი ან თავი მომეჩვენებინა თითქოს ჭკვიანი ვიყავი. მინდოდა მევლო რედ ბრიკის უნივერსიტეტში და მეთქვა "ო, მე დაკავებული ვარ პოლიტიკით". ადრე ვკითხულობდი გორ ვიდალს და ვფიქრობდი, რომ მაგარი ვიყავი". საბოლოოდ მან ჩააბარა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, სადაც დაკავდა თეატრალური ხელოვნებისა და ლიტერატურული შემოქმედების შესწავლით.

სმითის პირველ როლებს შორის აღსანიშნავია თომას ბეკეტი "მკვლელობა ტაძარში" და ფაგოტი "ოსტატი და მარგარიტას" თეატრალურ დადგმაში ეროვნულ ახალგაზრდულ თეატრში. უკანასკნელმა როლმა მსახიობს საშუალება მისცა, აეყვანა აგენტი და მიეღო პირველი პროფესიონალური როლები რეჟისორ უილსონ მილიამის სპექტაკლში "ახალი მკვლელობები" და სარა ფრანკომის პიესაში „უსაზღვრო მსოფლიოს ნაპირებზე“. დროის ნაკლებობის გამო სმითი შეუთანხმდა კოლეჯს და ბოლო ორი კურსი ექსტერნით დაამთავრა.[10]

პროფესიონალური მსახიობური კარიერა

რედაქტირება

"უსაზღვრო მსოფლიოს ნაპირებზე"-ში დაკავებულმა მეტმა მიიღო ადგილი Royal National Theatre-ში, ლონდონში. ნორვიჩში სეზონის დამთავრების თნავე მან მიიღო ლოკვუდის, მოსწავლის როლი ალან ბენეტის პიესაში "ისტორიის მოყვარულები". ამის შემდეგ მან ითამაშა რეჟისორ ანა მაკმინის პროდუქტიულ სპექტაკლ "Burn/Chatroom/Citizen"-ში კრისტიან სლეიტერთან ერთად, 1994 წლის ფილმის "Swimming with the Sharks" თეატრალურ დადგმაში, რომელიც მისი დებიუტი გახდა ვესტ-ენდში. სმითის პირველ როლად ტელევიზიაში გახდა მოქალაქე ჯიმ ტეილორის როლი ფილიპ პულმანის ნამუშევრების " ლალი ბურუსში" და "პოლარული ვარსკვლავის ჩრდილილი".იქ ის მუშაობდა ბილი პაიპერთან ერთად, იგი სალი ლოკჰარდის როლს თამაშობდა იქ. მესამედ ის ბილი პაიპერს შეხვდა ტელესერიალ "Secret Diary of a Call Girl"-ის ერთ-ერთ ეპიზოდიში შეხვდა.

პირველი მსხვილი ნამუშევრები

რედაქტირება

მეტის პირველი მსხვილი ნამუშევარი გახდა როლი BBC-ის დრამატულ სერიალ "Party Anymals"-ში, რომელიც მოგვითხრობს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური კონსულტანტების ცხოვრებაზე ვესტმინსტერში. სმითის პრსონაჟი - დენი ფოსტერი არის გამოკვლევების სპეციალისტი ჰოუმ-ოფისში , პრემიერ-მინისტრის მოადგილის და ლეიბორისტ ჯო პორტერის (რაკელ კესიდი) ხელმძღვანელობის ქვეშ.26 წლის დენი წარმოგვიდგება როგორც ჭკვიანი,პოლიტიკაზე გაგიჟებული,თუმცა გაუბედავი ადამიანი, სიუჟეტური ხაზები კი მას კრისტი მაქკენზისთან (ანდრეა რაიზბორო) ურთიერთობებში ათრევს,ის დენის სტაჟიორი ხდება,ასევე დენი ცდილობს საკუთრი შეცდომების გამოსწორებას, რომელიც პორტერს შეიძლება კარიერად დაუჯდეს. სერიალი შეიცავს რვა ეპიზოდს რომელიც ტრანსლირდებოდა 2007 წლის იანვრიდან მარტამდე.

2007 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში სმითი განიხილავდა სკუთარ პესონაჟს "Party Animals"-ის პერსონაჟს. მან დასკვნა გააკეთა, რომ დენიის გააჩნია რომანტიზირებული შეხედულება პოლიტიკის სამყაროზე, იმ დროს, როდესაც სხვა სფეროებში, მეგობრობასა და სიყვარულში ის ძირითადად ცინიკურია.ის იქნა მამის პოლიტიკურ საქმეებში ჩათრეული, დაბადებული პრაქტიკულად "პოლიტიკით სისხლში" და მისი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ახლაგაზრდა წლოვანების მიუხედავად, ის ერთგულია პორტერისა და კომპეტენტურია მისთვის მინდობილ საკითხებში.მეტმა ასევე აღნიშნა მისი პერსონაჟის ემოციური და ინტელექტუალური მოწიფულობა:ემოციურად მას აკლია ქალებისადმი ნდობა,რაც აშკარად ვლინდება მის ცდებში დაიწყოს ურთიერთობები კრისტინ მაქკენზისთან, თუმცა სმითმა იგი ყველაზე მზრუნველად და მგრძნობიარედ განასახიერა, "არაჩვეულებრივად სარკასტულად და მახვილგონივრულად".

2007 წელს სმითმა შეასრულა ჰენრის როლი პოლი სტენჰემის სპექტაკლ "That Face"-ში, Royal Court-ის თეატრში, ჩელსიში,ლინდსი დანკანთან ერთად , რომელმაც ჰენრის ალკოჰოლიკი დედის როლი შეასერულა. ასევე იგი თამაშობდა ფელისიტი ჯონსთან ერთად (რომელიც მოგვიანებით ჰანნა მურეიმ შეცვალა), რომელმაც ჰენრის ნარკომანი დის, მიის როლი შეასრულა. "That Face" ფოკუსირდება ალკოჰოლურ და ნარკოდამოკიდებულებაზე ოჯახიდან მამის წასვლის შემდგომ. ჰენრი - თვრამეტი წლის ამბიციური მხატვარი ტოვებს სკოლას, რათა იზუნოს დედაზე. როლისათვის მოსამზადებლად მსახიობები გაესაუბრნენ ალკოჰოლიზმით დაავადებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. სმითი განიხილავდა საკუთარი პერსონაჟის დამოკიდებულებას დედისადმი ლონდონურ ჟურნალ Evening Standard-თან.

დოქტორი "Who"

რედაქტირება
 
მეტ სმითი და მისი კოლეგა "დოქტორი Who"-ში. კერენ გილანი სოლფორდში 31 მარტი 2010 წელს, დიდი ბრიტანეთში სერიალის რეკლამის მიზნით მოგზაურობისას

იმის შესახებ,რომ სმითი არჩეული იქნა მეთერთმეტე დოქტორის როლში ბრიტანულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალ "დოქტორი Who"-ში, ცნობილი გახდა 2009 წლის 3 იანვარს პროგრამა BBC Breakfast-ში. მან ჩაანაცვლა დევიდ ტენანტი, რომელმაც თავისი სერიალიდან წასვლის შესახებ 2008 წელს განაცხადა. როლის მიღებამდე სმითს არც ერთხელ არ ჰქონდა სერიალი ნაყურები და როლის სხვა პრეტენდენტებთან შედარებთ ნაკლებად ცნობილი იყო. როლის მიღების პრეტენდენტები იყვნენ:შონ პერტვი, კათრინ ზიტა-ჯონზი,ჯოსეფ პატერსონი,რასელ ტოვი,ჯეიმზ ნესბიტი,ჩივეტელ ეჯიობორი.სმითი დასახელებული იქნა ტენანტის სავარაუდო შემცვლელად,ერთი დღით ადრე, ვიდრე დამტკიცდა მეთერთმეტე დოქტორი.სმითის პოპულარობის დაბალი დონე გახდა წინაპირობა პრესაში შემდეგი სათაურებისა : "ოქტორი ვინ?","რომელი დოქტორი?", რაც სერიალის სახელწოდების კალამბური გალდათ.

 
სმითი დოქტორის როლში მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის გადაღებებზე. ნიუ-იორკი, 11 აპრილი 2012

სმითის როლზე გასაუბრება მოხდა პირველივე დროს.გუნდმა,რომელიც შემდგარი იყო სერიალის პოდიუსერ სტივენ მოფატისა და ტელეპროდიუსერ პირს ვენჯერისაგან, ეგრევე გამოყო სმითი სხვა მსახიობების ფონზე.სმითი თავდაპირველად გასაუბრებას ახდენდა ჯონ ვოთსონის როლზე ტელესერიალში "Sherlock", რომელზეც ასევე მუშაობდა მოფატი, ამ უკანასკნელმა ჩათვალა მისი პერონაჟი მეტად ექსცენტრიულად და ჰოლმსის როლთან ახლოს მდებარედ, ეს როლი კი უკვე დაკავებული ჰქონდა ბენედიქტ კამბერბეტჩს.

როდესაც სმითმა მიიღო როლი იგი იყო 26 წლის - იგი სამი წლით უმცროსი იყო ვიდრე მესამე დოქტორი პიტერ დევისონი, ადრე ყველაზე ახალგაზრდა დოქტორად წოდებული. სამ კვირიანი ქასთინგის შემდგომ მოფატი და ვენჯერი შეთანხმდნენ, რომ სმითი იყო საუკეთესო კანდიდატურა. BBC-მ გამოთქვა ურწმუნოება პროდიუსერების არჩევანის მიმართ, მან ჩათვალა, რომ 26 წლის მსახიობი არ უხდებდა დოქტორის პერსონაჟს. ვენჯერმა დაარწმუნა კომპანია , რომ მან თავი პრწყინვალედ გამოავლინა "Party Animals"-ში და ხაზი გაუსვა მის ენერგიულობასა და მოქნილობას. შოუს ფანები ორ ნაწილად გაიყვნენ: ერთი ნაწილი სმითს მიიჩნევდნენ არაპროფესიონალად და როლისთვის ზედმაეტად ახალგაზრდად, მეორე ნაწილი კი აღნიშნავდა მის პოტენციალს, გამოვლენილს მის მიერ კინოსა და თეატრში.

2010 წელს სმითი გამოჩნდა გლასტონბერის ფესტივალზე ჯგუფ Orbital-თან ერთად, სადაც მან შეასრულა სერიალის თემის მუკიკის რემიქსი.კერენ გილანთან ერთად მეტ სმითი გახდა ინსტრუმენტული კონცერტის Doctor Who Prom-ის წამყვანი ალბერტ-ჰოლსში.მეტ სმითი გადაღებული არის "დოქტორი Who"-ს სამ სეზონში და "დოქტორი Who"-ს სრულმეტრაჟიან ფილმში, ასევე სარა ჯეინ სმითის თავგადასავლების ორ ეპიზოდში.

2013 წლის 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მერვე სეზონში დოქტორს სხვა ადამიანი ითამაშებს.დოქტორის როლში მეტ სმითის მონაწილეობით უკანასკნელი ეპიზოდი გახდა 2013 წლის სახალწლო სერია.

2010-დან დღემდე

რედაქტირება
 
მეტ სმითი San Diego Comic-Con International-ის ფესტივალზე.2013 წლის ივლისი.

2010 წელს მეტი გამოჩნდა ვენგრიელ რეჟსორის,ბენედეკ ფლიგაუფის ფილმ "Womb"-ში, ამ ფილმში მისი პარტნიორი იყო ევა გრინი. ზოგიერთმა გამომცემლობამ ახალი დოქტორის მონაწილეობის ფაქტი ფილმში, საკმარისად ჩათვალეს ფილმის მიმართ ინტერესის აღძვრისთვის. ფილმის სიუჟეტი ოგვითხრობს მსოფლიოზე,სადაც კლონიერბა ნებისმიერს შეუძლია. ფილმის მთავარი გმირი რებეკა ახდენს კლონირება ბავშვობის მეგობრის,ტომის, რომელსაც თამაშობს სმითი.

მსახიობის შემდეგი ნამუშევარი გახდა მწერალ კრისტოფერ შერვუდის დრამა Christopher and His Kind-ში, ჯეფრი საკსის რეჟისორობით, რომელიც ეკრანიზირებული იქნა BBC-ს მიერ. ფილმი მოგვითხრობს მწერლის ცხოვრებაზე ბერლინში 1930-იან წლებში. სმითის გმირის დედის როლი ისევ ლინდსი დუნკანმა შეასრულა, რომელთანაც ის ადრე სპექტაკლ "That Face"-ში მუშაობდა.სმითის პარტნიორი გახდა მსახიობი იმოჯენ პუტსი,რომელმაც შეასრულა ჯეინ როსი. გადაღებები მიმდინარეობდა 2010 წლის ზაფხულში, ბელფასტში.იმის გამო,რომ სმითი უკვე თამაშობდა "დოქტორი Who"-ში,მას არ შეეძლო გამოჩენილიყო ფილმში სრულიად შიშველი.საკსმა ამის შესახებ მან განაცხადა:"BBC-ში მე მითხრეს, რომ მე არ უნდა გამომეჩინა დოქტორის შიშველი უკანალი.მათ ბევრი ჩადეს, ისითვის რომ მისგან მეთერთმეტე დოქტორი შეექმნათ,და როგორც ჩანს, ისინი აპირებდნენ მათი საკუთრების დაცვას".თვითონ სმითი დაკავებული იყო შერვუდის ნაწარმოების კითხვით და იმეორებდა მისი საუბრის მანერას, იგი ხშირად იძახდა ფრაზას "Ai am a wrrri-ter!" (დამახინჯებული "I am a writer!")." მე მინდა ვყოფილვიყავი 1930-იანი წლების ბერლინში"- აღნიშნავდა მეტი- "ეს იყო გადარეული,დეკადენური ადგილი.საინტერესოა ის რომ,აქ იწყება ყველაზე მგზნებარე და მძიმე პერიოდი მსოფლიო ფაშიზმისა და ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ადგილი."

2011 წლის აგვისტოში დაიწყო ფილმ "ბერტი და დიკი"-ს გადაღებები,1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელში მეტ სმითმა შეასრულა ბრიტანელი მენიჩბის ბერტ ბუშნელის როლი. მისი მეწყვილის ბორნელის როლი შეასრულა სემ ჰოარმა.ფილმი ნაჩვენები იქნა BBC-ზე 2012 წლის ივნისში.

2012 წლის 26 მაისს, სმითმა მიიღო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც წინ უძღვოდა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ცეცხლის მიღების წინ,შოუ BBC Breakfast-ში მან კომენტარი გაუკეთა ღონისძიებას:"მე ძალიან მოუხერხებელი ვარ და იმედი მაქვს რომ არ დავეცემი.ვფიქრობ, ეს ესტაფეტა ამატებს პატრიოტულ გრძნობებს და ესტაფეტაში მრავალმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასეთი შესაძლებლობა ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა".

2014 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მეტი მიიღებს მონაწილეობას ფილმში:"Terminator Genisys"-ში.მისმა დამტკიცებამ დაასრულა მთავარი გმირების ქასთინგი.აქამდე ის არ გამოჩენილა ამ ფილმების ნაწილებში.

კრიტიკა და შემოქმედების შეფასება

რედაქტირება
 
სმითი ფილმ «Chritopher and His Kind»-ის გადაღებებზე ბელფასტში 5 ივნისს 2010 წელს

სმითის თამაშმა სპექტაკლ "That Face"-ში მიიღო დადებითი შეფასებები,კერძოდ,კულმინაციური სცენა,სადაც ჰენრი,საკუთარი დედის საცვალში ჩაცმული მამის წინ ჩაიკეცა.სპეცტაკლის მსახიოური შემადგენლობა ნომინირებული იქნა Laurence Olivier Award-ზე, ხოლო სმითმა მიიღო პრემია საუკეთესო დებიუტისთვის Evening Standard-ისაგან. მსახიობის ვესტ-ენდში გადასვლის შემდეგ ჰენრის როლი რნიშნული იქნა ისეთი გამოცემების მიერ როგორიცაა : Evening Standard,Daily Express,The Guardian და The Times.

დოქტორს შესრულებით ხშირად თან ახლავს ენერგია,მობილობა და მიმიკა,რაც ერთად სერიალისთვის უცნაურად გამოიყურებოდა.ბენჯი ვილსონი,The Telegraph-ის რეპორტიორი:"ეპიზოდის ბოლოს,ტვიდის პიჯაკში და ბაფთაში, ინდი ბენდ Professor Quatemass-ის მსგავსად - თქვენ დაგავიწყდა მისის წინამორბედი დოქტორი დაივიწყეთ.მეტ სმითს შეუძლია გახდეს არსებულ დოქტორებს შორის საუკეთესო.<...>თავისთავად დოქტორი უნდა იყოს გადარეული უცხო პლანეტელი და მიუხედავად იმისა, რომ სმითმა ჯერ პირის გაღებაც კი ვერ მოასწრო ის ზუსტად ასე გამოიყურება".სმითმა მიიღო ყველაზე "დონკიხოტური,უზრუნველი დოქტორის" სტატუსი ყველა დოქტორებს შორის,"შეშლილი,სრულიად ახალი და ამავდროულად ძალზე ძველი".თავის პირველ ეპიზოდ The Eleventh Hour (Doctor Who)-ში თამაშისთვის, სმითი ნომინირებული იქნა National Television Awards-ზე, ნომინაციაზე "საუკეთესო შესრულება დრამატულ სერიალში".მეექვსე სეზონმა (სმითისთვის მეორე) მუტანა გამარჯვება Scream Award-ის პრემიის კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ფანტასტიკური ჟანრის სერიალში" და მეორე ნომინაცია National Television Awards. სტივენ მოფატის სიტყვებით "ჰოლივუდის შიშის ქვეშ ყონისთვის" და სმითის როლის წარმატების თვალსაზრისით, მან მეტს მოუტანა 200 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჰონორარი (რაც ტენანტთან შედარებით საკმაოდ ცოტა იყო) ორჯერ.

ფილმში "Chritopher and His Kind" სმითი კიდევ ერთი მაგალითი გახდა იმისა,თუ როგორ თამაშობს ჰეტეროსექსუალი ღია ჰომოსექსუალის როლს. 2009 წელს ბრიტანელი მსახიობმა კოლინ ფერთმა ითამაშა მსგავს პროექტში - შერვუდის რომან "A Single Man"-ის ადაპტაციაში. The Guardian-ის მიმომხილველი სემ ვოლასტონი გამოყო სმითის თამაში, მან სმითის თამაშს დაარქვა "მიმზიდველად თავაშვებული,მომხიბვლავი,ჭკვიანური და მხიარული", ხოლო ჯონ ლოიდი Financial Times-დან,პირიქით,სმითის გარდასახვას გეად "არაკომფორტული" დაარქვა, ამასთანავე მან კრისტოფერსა და დედამისს შორის სცენები შეაქო, რომლებიც ფილმის საერთო ფონში გამოკვეთილად გამოიყურებოდნენ.როლიათვის სმითმა მიიღო ნომინაცია ბრიტანულ ლგბტ პრემია Stonewall Awards-ზე კატეგორიაში "წლის მსახიობი".

გატაცებები

რედაქტირება
 
ართურ დარვილი, მეტ სმით და კერენ გილანი "დოქტორი Who"-ს ავტოგრაფ-სესიის დროს "Barnes & Noble"-ში აპრილში 2011 წელს

სმითი გატაცებულია ფოტოგრაფიითა და ლიტერატურით,კეძოდ,შოტლანდიელი მწერლის კეროლ ენ დაფის შემოქმედებით. უკრავს ფორტეპიანოზე და ხუმრობაც კი შესთავაზა "დოქტორი Who"-ს შემქმნელებს, დადედგათ განახლებულ ტარდისში ფორტეპიანო.ჯგუფ Radiohead-ის ფანი,რომელთაც თავისი შთაგონების წყაროს ეძახის, ასევე Pink Floyd-ის ფანია, ისინი მეტს მამამ გააცნო და შეაყვარა.სმითი აღნიშნავდა,რომ ინტერესების დიდი წრის თვალსაზრისით,მომავალში,შესაძლებელია,თავს ხედავს მუსიკოსად,რეჟისორად ან ოპერატორად.საკუთარი შეხედულებების მიხედვით "დაკავებული მისთვის არასაჭირო ნივთების კოლექციონერობით" - მოცემულ მომენტში, ანტიკვარული ავეჯის კოლექციონერობით.გატაცებულია შახმატის თამაშით."დოქტორი Who"-სადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონვენციაზე,საკუთარი დოქტორის პერსონაჟით ეთამაშა სამ პატარა ბიჭუნას:"შახმატი - ეს ბრწყინვალეა,ეს ინტელექტების ბრძოლაა.როდესაც ვთამაშობ, მე თამაშს სრული სერიოზულობით ვუდგებიდა არ შემიძლიათვალი მოვწყვიტო სათამაშო დაფას". The Guardian-ის ინტერვიუში სმითმა აღიარა,რომ არის ათეისტი:"მე არ ვარ რელიგიური.საერთოდ.მე ათეისტი ვარ."

მეტი და მამაისი თამაშობდნენ იგივე პოზიციებზე - ცენტრალურ დაცვაში და ორივე გუნდ Blackburn Rovers-ის გულშემატკივარია.საფეხბურთო უნარები მეტს "დოქტორი Who"-ს გადაღებებზე.მეხუთე სეზონის ეპიზოდ "მობინადრე"-ში დოქტორი ცდილობს იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრებით და საკუთარ მეზობელს რომ დაუმეგობრდეს, მიჰყვება მას მის მეგობრებთან საფეხბურთო მატჩის სათამაშოდ და აოცებს მათ საკუთარი საფეხბურთო უნარებით.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დედამისი ლინი და მამამისი დევიდი ფლობენ პლასტმასის გადამუშავების ბიზნესს.უფროსი და ლაურა ჯეინ სმითი - მოცეკვავე, დიდი ხნის მანძილზე ჯგუფ Take That-თან ერთად გასტროლებზე დადიოდა. 2006 წელს სმითი ცოტა ხნის მანძილზე ხვდებოდა პულმანის ეკრანიზაციების კოლეგას ბილი პაიპერს. 2009 წელს ხვდებოდა ბრაზილიელ მომღერალსა და მსახიობ მაიანა მორს, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდა.2010 წელს ის არაერთხელ იქნა შემჩნეული ბრიტანელ მოდელ დეიზი ლოუსთან ერთად. საკუთარი ურთიერთობები წყვილმა დაადასტურა ერთი წლის მერე. 2011 წელს რამდენიმე ბრიტანულმა გაზეთმა გვაუწყა წყვილის დაშორება თვრამეტ თვიანი რომანის შემდეგ. 2014 წლის 3 ივნისს მეტ სმითი ლილი ჯეიმსთან ერთად იყო 2014 Cannes Film Festival-ზე, რის შემდეგაც გავრცელდა ხმები მათ ურთიერთობაზე. 2015 წლის თებერვალში მათი ერთად ყოფნა ოფიციალურად დამტკიცდა.

მსახიობური ნამუშევრები

რედაქტირება

კინო და ტელევიზია

რედაქტირება
წელი ქართული სახელწოდება ორიგინალი სახელწოდება როლი
2006 ლალი ბურუსში The Ruby In The Smoke ჯიმ ტეილორი
2007 პარტიის ცხოველები Party Animals დენი ფოსტერი
2007 ბრუგში In Bruges ჰარი ახალგაზრდობაში
2007 გამოძახებით გოგონას საიდუმლო დღიური Secret Dyarie Of Call Girl ტიმი
2007 ქუჩა The Street იან ჰენლი
2007 პოლარული ვარსკვლავის ჩრდილი The Shadow In The North ჯიმ ტეილორი
2009 მოსე ჯონსი Moses Jones დენ თვენთიმენი
2009 ერთად Together რობი
2010 საშვილოსნო Womb ტომასი
2010-2013 დოქტორი Who Doctor Who დოქტორი
2010 სარა ჯეინის თავგადასავლები The Sarah Jane Adventures დოქტორი
2011 კრისტოფერი და მისი მსაგვსნი Christopher And his Kind კრისტოფერ შერვუდი
2012 ბერტი და დიკი Bert And Dickie ბერტ ბუშნელი
2013 თავგადასავალი დროსა და სივრცეში An Adventure In Time And Space Cameo
2013 The Five(ish) Doctor Reboot Cameo
2014 დაკარგული მდინარე Lost River ბული
2015 ტემინატორი:გენეზისი Terminator Genisys
პაციენტი ზერო Patient Zero
2015 სიამაყე და ცრურწმენა და ზომბები Pride And Prejudice And Zombies მისტერ კოლინზი
წელი ქართული სახელწოდება ორიგინალი სახელწოდება როლი თეატრი
2003 მკვლელობა ტაძარში Murder in the Cathedral თომას ბეკეტი
2004 ოსტატი და მარგარიტა ფაგოტი ლირიკ ჰამერსმითი, ლონდონი
2004 ახალი მკვლელობები Fresh Kills არნოლდი როიალ-კორტი, Лондон
2005 უსაზღვრო მსოფლიოს ნაპირებზე On the Shore of the Wide World პოლ დანცინგერი რიალ ექსჩეინჯი, მანჩესტერი
როიალ-კორტი, ლონდონი
2005—2006 ისტორიის მოყვარული The History Boys ლოკვუდი სამეფო ნაციონალური თეატრი, ლონდონი
2007 ის სახე That Face ჰენრი როიალ-კორტი,ლონდონი
2007—2008 ზვიგენებს შორის Swimming with Sharks გაი ვანდერვილი,ლონდონი
2008 ის სახე That Face ჰენრი იორკელი ჰერცოგის თეატრი, ლონდონი
2013 — ახლ. დრო ამერიკელი ფსიქოპატი American Psycho პატრიკ ბეიტმენი ალმეიდა, ლონდონი

ვიდეო თამაშები

რედაქტირება
წელი ქართული სახელწოდება ორიგინალი სახელწოდება როლი
2010 დოქტორი "Who":სათავგადასავლო თამაშები.(Windows,Mac) Doctor Who:The Adventure Games დოქტორი
2010 დოქტორი "Who":დედამიწაზე დაბრუნება (Wii) Doctor Who:Return to Earth დოქტორი
2010 დოქტორი "Who":დედამიწის ევაკუაცია (NDS) Doctor Who:Evacuation Earth დოქტორი
2012 დოქტორი "Who":უსასრულობის საათი (Playstation 3,Windows,PlayStation Vita) Doctor Who:The Eternity Clock დოქტორი

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება
წელი ჯილდო ნომინაცია ნამუშევარი შედეგი
2010 TV Quick Award * საუკეთესო მამაკაცი მსახიობი «დოქტორი "Who"» ნომინირებული
2011 საუკეთესო მსახიობი ნომინირებული
SFX Award საუკეთესო მსახიობი მოგებული
National Television Award საუკეთესო მამაკაცი მსახიობი დრამატულ სერიალში (ეპიზოდისთვის «მეთერთმეტე საათი») ნომინირებული
BAFTA TV საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ნომინირებული
Scream Award საუკეთესო მამაკაცი მსახიობი ფანტასტიკურ სერიალში
მოგებული
Constellation Awards საუკეთესო მსახიობური თამაში სამეცნიერო ფანტასტიკის ეპიზოდში
(ეპიზოდისთვის «საახალწლო სიმღერა»)
ნომინირებული
Stonewall Awards წლის მსახიობი კრისტოფერი და მისი მსგავსნი ნომინირებული
2012 National Television Award საუკეთესო მამაკაც მსახიობი დრამატულ სერიალში
(ორმაგ ეპიზოდ «შეუძლებელი ასტრონავტი» / «მთვარის დღე»)
«დოქტორი "Who"» მოგებული
SFX Award საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მოგებული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Northampton School for Boys. Nsb.northants.sch.uk (1982-10-28). ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  2. Plunkett, John (26 April 2011). „Doctor Who's Matt Smith and E4's Misfits win Bafta nods“. The Guardian. ციტირების თარიღი: 8 September 2011.
  3. Smith confirmed the nature of his back injury during an appearance on the UK show Top Gear.
  4. „Entertainment | Who on earth is Matt Smith?“. BBC News. 3 January 2009. ციტირების თარიღი: 16 March 2009.
  5. That face to watch| Theatre. This is London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 16 March 2009.
  6. Press Office — Network TV Programme Information BBC Weeks 51/52 BBC ONE. BBC. ციტირების თარიღი: 30 April 2010.
  7. Doctor Who. (1 July 2013) BBC - Blogs - Doctor Who - Matt Smith announces he is to leave Doctor Who - UPDATED. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 3 August 2013.
  8. Meet the Eleventh Doctor. Doctor Who microsite. BBC (5 January 2009).
  9. „That face to watch“. This is London. 6 May 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 3 January 2009.
  10. „Fresh Face: Matt Smith“. London.Broadway.com. 18 October 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 3 January 2009.