თომას ბეკეტი
თომას ბეკეტი (ინგლ. Thomas Becket; დ. 21 დეკემბერი, 1119 (ან 1120), ლონდონი, ინგლისის სამეფო — გ. 29 დეკემბერი, 1170, კენტერბერის კათედრალი) — კენტერბერის არქიეპისკოპოსი 1162 წლიდან გარდაცვალებამდე. იგი რომის კათოლიკური ეკლესიისა და ანგლიკანური საზოგადოების წმინდანია. რომის პაპის მხარდაჭერით ებრძოდა ინგლისის მეფეს, ჰენრი II-ს, რომელსაც ინგლისის სამეფო ძლიერების შესუსტებისა და ეკლესიის უფლებებისა და პრივილეგიების გაზრდის გამო დაუპირისპირდა. მოკლეს მეფის მომხრეებმა, პირდაპირ ტაძარში. სიკვდილის შემდეგ მისი კანონიზაცია პაპმა ალექსანდრე III-მ მოახდინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Barlow, Frank (1986). Thomas Becket. Berkeley, CA: University of California Press. ISBN 0-520-07175-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თომას ბეკეტი“ ვიკისაწყობში.