ჯეიმზ ბლანტი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჯეიმზ ბლანტი}} |
ჯეიმზ ჰილიერ ბლაუნტი (ცნობილი როგორც ჯეიმზ ბლანტი, დ. 1974 წლის 22 თებერვალს[1][2]) — ინგლისელი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი. მას სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლება ეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო. 2006 წლისათვის იგი ნომინირებული იქნა გრემის ხუთ ჯილდოზე. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი[3], ხოლო სადებიუტო, Back to Bedlam მოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.[4]
ჯეიმზ ბლანტი | |
---|---|
ჯეიმზ ბლანტი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეიმზ ჰილიერ ბლაუნტი |
დაბ. თარიღი | 22 თებერვალი, 1974 , ტიდვორთი, უილტშირი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Tidworth |
ჟანრ(ებ)ი |
პოპ-როკი აკუსტიკური მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ფორტეპიანო |
აქტიური | 2004 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warner/Atlantic/Custard |
საიტი | www.JamesBlunt.com |
ჯეიმზ ბლანტი ვიკისაწყობში |
ბლანტი მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო დაჯგუფებაში Life Guards და NATO-ს ეგიდით კოსოვოს 1999 წლის ოპერაციაში მონაწილეობდა. იქ ჯეიმზი გაეცნო ორგანიზაციის „Médecins Sans Frontières“ მოღვაწეობას და მას შემდეგ მისი აქტიური მხარდამჭერი არის.[5]
ადრეული წლები
რედაქტირებაჯეიმზ ბლანტი დაიბადა ბრიტანეთის სამხედრო პოლკოვნიკის, ჩარლზ ბლაუნტისა და მისი მეუღლის, ჯეინის ოჯახში. მან ბავშვობა გაატარა ინგლისში, კვიპროსსა და გერმანიაში, სადაც მისი მამა მსახურობდა სამხედრო ავიაციის ოფიცრად.
მისწრაფება მამიდან შვილსაც გადაედო და 16 წლის ასაკში ჯეიმზმა მიიღო პილოტის ლიცენზია. ჯეიმზი სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში ავიაციის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ იგი ვალდებული იყო მინიმუმ 4 წელი ემსახურა ჯარში.
სამხედრო სამსახური
რედაქტირებაჯეიმზმა გაიარა გადამზადება სამეფო სამხედრო აკადემიაში და იყო სიცოცხლის დაცვის კავალერიის პოლკის უმცროსი ლეიტენანტი, სადაც მიიღო კაპიტნის წოდება. მისმა ბატალიონმა 1998 წელს ჩააბარა ნახევარწლიური კურსი და საბრძოლო მომზადება დაასრულეს.
1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვის დროს ბლანტი ხელმძღვანელობდა სატანკო დივიზიას მაკედონია-იუგოსლავიის საზღვართან. ის მეთაურობდა KFOR-ს მოწინავე რაზმს. 2010 წელს ბლანტმა თქვა:<<დაახლოებით 200 რუსი განლაგდა ტერიტორიაზე, მე გავეცი ბრძანება მტრის მოგერიებასთან დაკავშირებით.>> ის დაუკავშირდა ამერიკელ გენერალს, უესლი კლარკს, ნატოს ძალების მეთაურს ევროპაში. „კლარკ, ისინი იყენებენ ჩვენზე არაჩვულებრივ გამოთქმას, მაგალითად - „განადგურება“. აეროდრომი მიტაცებულ იქნა პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ პრაქტიკული შედეგი იქნებოდა რუსებზე თავდასხმა“. საბოლოო ჯამში ბალკანეთში მყოფი ბრითანეთის ჯგუფის მეთაურმა, მაიკლ ჯექსონმა გასცა ბრძანება, რომ მის ჯარისკაცებს არ დაეშვათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება. მან ასევე ბრძანა, რომ თავდასხმის ნაცვლად ალყაში მოექციათ აეროდრომი.
ჯეიმზი არმიიდან განთავისუფლდა 2002 წლის 1 ოქტომბერს.
სხვა ინფორმაცია
რედაქტირებაჯეიმზი კარგი სპორტსმენია, არმიაში ის იყო სათხილამურო ჯგუფის კაპიტანი. ჩელსის მთავარ სტადიონთან, სტემფორდ ბრიჯთან ახლოს ჯეიმზს აქვს სახლი.
მუსიკალური კარიერა
რედაქტირებაყველაფერი დაიწყო ისე, რომ ჯეიმზმა გადაწყვიტა პიანინოზე დაკვრა ესწავლა. ის წაიყვანეს მუსიკალურ სკოლაში. ის თაყვანს სცემდა Queen-სა და Dire Straits-ს. 14 წლის ასაკში მან გიტარაზე დაუკრა მუსიკა ნირვანას (Nirvana) შემოქმედებიდან. მალე მან დაიწყო საკუთარი სიმღერების წერა. ჯეიმზი ტანკშიც არ შორდებოდა გიტარას, მაგრამ მეთაურმა უბრძანა მას, რომ გიტარა მოეშორებინა ტანკიდან. შესაძლოა ამიტომაც დატოვა მან არმია. 22 წლის ჯეიმზი გამოძახეს კოსოვოში, სადაც ჯერ კიდევ იშუშებდნენ სამოქალაქო ომის სასტიკ ჭრილობებს. ერთ-ერთ მშვიდ მომენტში მან დაწერა სიმღერა No Bravery, რომელიც არის ბოლო სიმღერა ალბომისა Back to Bedlam. მე ეს სიმღერა დავწერე მაშინ, როდესაც ფეხსაცმლით ვიწექი საძილე ტომარაში, ჩემს ტანკთან- იხსენებს ჯეიმზ ბლანტი - სიმღერა ნამდვილად ფატალურია, როგორც მთლიანი ალბომი.
2002 წელს, ჯეიმზმა დატოვა არმია, რათა მთელი თავისი დრო დაეთმო მუსიკისთვის. მან შეკრიბა თავისი საუკეთესო სიმღერები და რამდენიმე თვეში შეძლო შეთანხმების დადება ალბომის ჩაწერის თაობაზე. ჯეიმზი ბედნიერი იყო, როდესაც ის შეხვდა ლინდა პერს, რომელიც არის კომპოზიტორი და მრავალი მუსიკოსის პროდიუსერი, მათ შორის პინკის და კრისტინა აგილერასი.მალე მან გააფორმა კონრტაქტი თავის ხმისჩამწერ სტუდია Custard Records-თან.
საბოლოოდ ჯეიმზ ბლანტი წავიდა კალიფორნიაში, თავისი პირველი ალბომის ჩასაწერად. ღამით ის ღამის კლუბებში დადიოდა, დღისით კი მუშაობდა ტომ როტროკთან (ელტონ ჯონის პროდიუსერი) ერთად. სხვათა შორის, ელტონ ჯონმა ერთხელ განაცხადა მე მეჩვენება, თითქოს ბლანტის სიმღერა „You’re Beautiful“ არის ჩემი სიმღერის, „Your Song“-ის გაგრძელება.
თავად ჯეიმზ ბლანტს არ უყვარს, როდესაც მის შემოქმედებას ახასიათებენ. მისი საყვარელი ფრაზაა სიმღერაში მე ყველაფერი შემიძლია, ყველაფერს მპატიობენ 2007 წელს, ფილმის -„P.S. I Love You“ ბოლოს გამოიყენეს ბლანტის სიმღერა „Same Mistake“.
ჯეიმზ ბლანტმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი სცენის სიმაღლეში. როგორც The Sun იუწყება, 2010 წლის 29 ივნისს მომღერალმა კონცერტი ჩაატარა Boeing 767-ის ბორტზე, 13 კილომეტრის სიმაღლიდან.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Back to Bedlam (2004)
- All the Lost Souls (2007)
- Some Kind of Trouble (2010)
- Moon Landing (2013)
- The Afterlove (2017)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ James Blunt: Biography. Allmusic.com. ციტირების თარიღი: 28 April 2009.
- ↑ National Archives, England & Wales, Birth Index: 1916–2005 volume 6b, page 446 confirms birth as Q1, 1974
- ↑ James Blunt - Artists. Atlantic Records. ციტირების თარიღი: 29 April 2012.
- ↑ The 20 Biggest Selling Albums of the 21st century დაარქივებული 2012-02-12 საიტზე Wayback Machine. Music Week. Retrieved 19 August 2011
- ↑ James Blunt wraps up 'Beautiful' year. Atlantic Records (12 December 2006). ციტირების თარიღი: 4 October 2009.