ხუცუბანი
ხუცუბანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხუცუბანი, ნაკაიძეები, ქვედა სამება). მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, მდინარე კინტრიშის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 50 მ., ქობულეთიდან 6 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3483 კაცი.[1] სოფელში აბანოს ღელეზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 2000 ლ/დ.[2]
სოფელი | |
---|---|
ხუცუბანი | |
ხუცუბანი. ქართველთა რაზმი. ერმაკოვი. | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხუცუბანი |
კოორდინატები | 41°48′13″ ჩ. გ. 41°49′55″ ა. გ. / 41.80361° ჩ. გ. 41.83194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3483[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,3 % რუსები 0,3 % უკრაინელები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. 1878 წლის 18 იანვარს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოფლის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარებს შორის. სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია რუსთა და ქართველთა საძმო სასაფლაოები. ერთი მათგანი კავკასიის მე-2 მსროლელთა ბატალიონის 76 წევრისაა, ხოლო მეორე — გურიის დრუჟინის 38 მებრძოლისა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა და ციტრუსების შემფუთავი ქარხანა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 4187[3][4] |
2014 | 3483[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 521.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.