ფსალმუნი (H-75) — XVI საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, ფსალმუნი. წიგნი გადაწერილია დასავლეთ საქართველოში, სოფელ გვარაში, თეთროსნის სახელწოდებით ცნობილ ეკლესიაში ქაიხოსრო გურიელისა და მისი დედის, თამარ დედოფლის, დაკვეთითა და ფინანსური უზრუნველყოფით. გადამწერი ვინმე გერმანოზია.

საწერ მასალად გამოყენებულია აღმოსავლური ქაღალდი. ხელნაწერი შეიცავს 144 ფურცელს, რომელთა ზომებია 23X17,5 სანტიმეტრი. ტექსტი გაფორმებულია ადრეული ხანის 55 მინიატიურით.

ფსალმუნის ეს ხელნაწერი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-75).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 86-87
  • ქ. ჩხატარაიშვილი, „თეთროსანი და თეთროსნის დავითნი“ საქაართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები წ. V გვ. 106 — თბილისი, 1986 წ.