ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტი

ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტი (ესპ. Aeropuerto Internacional José Martí) — აეროპორტი კუბაში, დედაქალაქ ჰავანიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კილომეტრში. წარმოადგენს კუბის მთავარ საერთაშორისო და შიდა საჰაერო ჭიშკარს. ყოველწლიურად აეროპორტი ასრულებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რამდენიმე მილიონი მგზავრის გადაყვანას. აქვს ხუთი ტერმინალი. აეროპორტი მდებარეობს ბოიეროსის მუნიციპალიტეტში და ჰავანას აკავშირებს კარიბის ზღვის აუზთან, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასთან, ევროპასთან და ერთი რეისით აფრიკასთან. აეროპორტს სახელი ეწოდა კუბელი ეროვნული გმირისა და პოეტის ხოსე მარტის პატივსაცემად. მშენებლობა დაიწყო 1929 წელს. 1930 წლის 4 თებერვალს გაიხსნა ჰავანა კოლუმბია აეროპორტის (Havana Columbia Airport) სახელწოდებით. 1930 წლის 30 ოქტომბერს კუბის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Cubana de Aviación-მა შეასრულა პირველი რეისი ჰავანიდან ქალაქ სანტიაგო-დე-კუბამდე. 1936 წელს აეროპორტიდან შესრულდა გაფრენა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში.

ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტი
ინფორმაცია
ტიპი საერთაშორისო
მფლობელი დროშა: კუბა კუბა
ადგილმდებარეობა ჰავანა
კოორდინატები 22°59′21″ ჩ. გ. 082°24′33″ დ. გ. / 22.98917° ჩ. გ. 82.40917° დ. გ. / 22.98917; -82.40917 (ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტი)

1961 წლის 15 აპრილს ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტი დაიბომბა ამერიკული თვითმფრინავის Douglas A-26 Invader-ის მიერ. 1961 წლის შემდეგ კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა 1988 წლამდე იყო შეჩერებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება