ხორაშისთავი

მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ხორაშისთავიმთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ლაჯანურასა და ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2192 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, იშვიათად — კირქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.

ხორაშისთავი
კოორდინატები: 42°40′26″ ჩ. გ. 42°58′39″ ა. გ. / 42.67389° ჩ. გ. 42.97750° ა. გ. / 42.67389; 42.97750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ცაგერის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2192 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, იშვიათად — კირქვა
ხორაშისთავი — საქართველო
ხორაშისთავი
ხორაშისთავი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ხორაშისთავი

ლიტერატურა

რედაქტირება