ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხანტანი (ჩინ.: 邯郸, ფინინი: Hándān) — საოლქო დონის ქალაქი ხებეის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. პროვინციის ყველაზე სამხრეთით მდებარე საოლქო დონის ქალაქს ესაზღვრება: სიგთაი ჩრდილოეთიდან, შანსის პროვინცია დასავლეთიდან, ხენანის პროვიცნია სამხრეთიდან და შანდუნი აღმოსავლეთიდან. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ 9 174 683 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 2 845 790 ადამიანი საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული.

საოლქო დონის ქალაქი
ხანტანი
邯郸市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხებეი
შიდა დაყოფა Hanshan District, Congtai District, Fuxing District, Fengfeng Mining District, Linzhang County, Cheng'an County, Daming County, She County, Ci County, Feixiang District, Yongnian District, Qiu County, Jize County, Guangping County, Guantao County, Wei County, Quzhou County, Wu'an, Q122792123? და Handan Jinan New Area
კოორდინატები 36°36′04″ ჩ. გ. 114°29′13″ ა. გ. / 36.60111° ჩ. გ. 114.48694° ა. გ. / 36.60111; 114.48694
ფართობი 12,068 კმ²
მოსახლეობა 9,433,000 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 780 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 310
საფოსტო ინდექსი 056000
საავტომობილო კოდი 冀D
ოფიციალური საიტი hd.gov.cn
ხანტანი — ჩინეთი
ხანტანი

ხანტანი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, რომელიც ძველი წელთაღრციხვით 6500 წლიდანაა დასახლებული. ქალაქის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ხანტანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინური კულტურის ჩამოყალიბებაში. ის წარსულში ჭაოს დედაქალაქი, ჩრდილოეთ ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. ქალაქი ასევე არის ჩინური საბრძოლო ხელოვნების, ტაიჩისა და პირველი კომპასის სამშობლო. კომპასი დამზადებული იყო ქვისაგან, რომელიც, თავის მხრივ, მიმდებარე ცის მთიდან (მაგნიტის მთა) იყო მოპოვებული. ხანტანი ასევე შესულია ჩინეთის ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქების სიაში.[2][3][4][5]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

საოლქო დონი სქალაქის სახელწოდება, ხანტანი(ჩინ.: 邯郸) დაახლოებით 2 000 წელია არ შეცვლილა. ტერმინი პირველად გამოჩნდა შანგის მეფე ჭოუს მეფედ კურთხევის ქრონიკებში.[6]

ტანის დინასტიის ლექსიკონში განმარტებულია, რომ „ხანი“ (ჩინ.: ), საოლქო დონის ქალაქის მიმდებარედ (ხანშანის რაიონი) არსებული მთის სახელწოდებაა, ხოლო „ტანი“ (ჩინ.: ) ითარგმნება როგორც მთის ტერმინალი. დამატებითი სიმბოლო, რომელიც ქალაქის ჩინურ ვარიანტში არსებიბს (阝) ქალაქს ნიშნავს. შესაბამისად ტოპონიმი ხანტანი ითარგმნება როგორც: „ქალაქი მდინარე ხანის ტერმინალთან“. 1965 წელს ჟადის მინერალზე აღმოაჩნიეს ნაწერები ხოუმაში (შანსის პროვინცია), სადაც ტერმინი „ტანი“ (ჩინ.: ) წითელს ნიშნავდა. ამ აღმოჩენამ ახალი ვერსიის გაჩენა გამოიწვია. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მთა ხანს შინდისფერი შეფერილობა აქვს.[6]

ქალაქის სახელის სხვადასხვანაირი მართლწერა ცინის დინასტიის ჩამოყალიბდა ერთ ვარიანტად.[6]

ხანტანისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო კონტინენტური კლიმატი და ნახევრად უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Dwa/BSk). ქალაქის კლიმატი ჩინეთის დიდი ვაკის დხვა ქალაქების მსგავსია. თვის საშუალო ტემპერატურა −0.9 C-დან (იანვარი) 27.3 C-მდე იზრდება (ივლისი). საშუალო წლიური ტემპერატურა 14.3 C-ს შეადგენს. ნალექების უმეტესობა ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში მოდის.

ჰავის მონაცემები — ხანტანი (1981-2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 19.7 25.3 31.7 37.9 40.0 43.6 42.0 37.2 40.1 33.5 28.6 28.4 43.6
საშუალო მაღალი °C 4.1 8.2 14.3 22.0 27.3 32.1 32.1 30.6 27.0 21.4 12.8 6.0 19.8
საშუალო დღიური °C −0.9 2.7 8.5 15.8 21.4 26.2 27.3 26.0 21.5 15.3 7.0 1.0 14.3
საშუალო დაბალი °C −4.8 −1.7 3.5 10.3 15.7 20.7 23.2 22.1 17.0 10.5 2.6 −2.8 9.7
რეკორდულად დაბალი °C −15.0 −14.4 −6.1 0.0 7.7 11.5 16.5 13.7 5.4 −1.0 −11.4 −12.7 −15.0
საშუალო ნალექი (მმ) 3.1 6.3 13.4 19.2 44.2 49.1 133.8 138.1 50.0 29.7 11.8 3.1 501.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 57 54 53 54 59 58 74 76 71 65 64 61 62
წყარო: China Meteorological Administration[7]

დემოგრაფია

რედაქტირება

ეთნიკური უნცირესობები

რედაქტირება

ხატანის მთავრობის 2007 წლის მოხსენებეის თანახმად საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე 40 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა. ეთნიკურ უმცირესობებს განეკუთვნებოდა 50 000 ადამიანი, რომელთაგან 48 000 ხუეის ხალხს განეკუთვნებოდა. ქალაქში 22 სკოლაა ხუეის ხალხისათვის.[8]

ხანტანში ყველაზე მეტად გავრცელებულ რელიგიას ჩინური ფოლკლორული რელიგიები, დაოსიზმი და ბუდიზმი წარმოადგნეს.

2013 წელს, ხანტანში მცხოვრები 150 000 პირი კათოლოკე იყო. ისინი რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარეობაში არსებულ იონგნიანის რომაულ კათოლიკურ ეპარქიას მიეკუთვნებოდნენ.[9] ქალაქში უძველესი ტაძარი ტამინგის რაიონში 1918 წელს აშენდა.

ქალაქში ასევე ცხოვრობს 300 000-მდე პროტესტენტი. უდიდესი პროტესტანტული ეკლესია ციანგძინის ავენიუზე (ჩინ.: 邯郸市西堂) მდებარეობს და ის 1997 წელს აშენდა. უძველესი ტაძარი ცონგთაის ქუჩაზე მდებარეობდა და 1920 წელს იყო აშენებული. ეს ტაძარი 2009 წელს დაანგრიეს ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით. ამავე ადგილზე ახალი ტაძარი 2011 წელს აშენდა.[10]

ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ხანდანის საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე 30 000 ეთნიკურად ხუეი მუსლიმი ცხოვრობს.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. Handan, China. City of Dubuque. ციტირების თარიღი: 2020-03-15
  3. 磁山——指南针的故乡. Handan Cultural Net. ციტირების თარიღი: 2020-03-15
  4. 永年:太极之乡文化"醉人". Wenming.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-22. ციტირების თარიღი: 2020-03-15
  5. 河北最内敛的城市, 河北南大门, 2016年GDP列河北第五. 温柔小胖虎. ციტირების თარიღი: 2020-03-15
  6. 6.0 6.1 6.2 河北邯郸市:一座盛产成语典故的千年古都. 河北日报. ციტირების თარიღი: 2020-03-20
  7. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  8. zh:邯郸概貌 zh-cn. Handan People's Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2021-11-30.
  9. Fides, Agenzia. zh:亚洲/中国 - 河北邯郸(永年)教区六位执事晋铎 - Agenzia Fides zh-Hans. ციტირების თარიღი: 22 July 2018
  10. zh:邯郸市基督教北关教堂简史_河北省-邯郸市-基督教会-北堂 -邯郸基督教北堂 zh-cn. Christian Church of Handan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 22 July 2018
  11. Chinanews.com Hebei zh-cn (2011-11-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2021-11-30.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხანტანი“-დან