ხაკასეთი
| |||||
Republic of Khakassia | |||||
დედაქალაქი | აბაკანი | ||||
ფართობი - სულ |
46-ე 61 900 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
70-ე დაახ. 537 513 (2018) | ||||
ფედერალური ოლქი | ციმბირი | ||||
ეკონომიკური რაიონი | აღმოსავლეთ-ციმბირი | ||||
სახელმწიფო ენა | ხაკასური, რუსული | ||||
მთავრობის მეთაური | ვალენტინ კონოვალოვი | ||||
საავტომობილო კოდი | 19 | ||||
სასაათო ზონა | MSK+4 (UTC+07:00) |
ხაკასეთი (რუს. Хакасия) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. დედაქალაქი - აბაკანი. დაარსდა 1992 წელს. შედგება 5 საქალაქო ოკრუგისა და 8 რაიონისაგან.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ენისეის მარცხენა სანაპიროზე. უკავია მინუსინსკისა და ჩულიმ-ენისეის ქვაბულების ნაწილი. რესპუბლიკას ესაზღვრება ტუვა, კრასნოიარსკის მხარე, კემეროვის ოლქი და ალთაის რესპუბლიკა.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე ხაკასეთის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის დროიდან. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევებმა მოსპო ტომობრივი კავშირები, დაანგრია სარწყავი არხების ქსელი, რის გამოც მოსახლეობა მიწათმოქმედებიდან კვლავ მესაქონლეობას და ნადირობას დაუბრუნდა. XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა ფეოდალური სამთავროები, რომლებიც XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიაში შევიდნენ. გაძლიერდა მოსახლეობის ჩაგვრა, მაგრამ შეწყდა მონღოლი და ჯუნღარიელი ფეოდალების თავდასხმები. XIX საუკუნის შუა ხნებში ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობები, დაიწყო ოქროს მოპოვება. XX საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქვანახშირის მრეწველობა. 1918-1923 წლებში ხაკასეთის ტერიტორია რუსეთის სამოქალაქო ომმა მოიცვა. 923 წელს შეიქმნა ხაკასეთის ეროვნული მაზრა, რომელიც 1925 წელს ოკრუგად გადაკეთდა, ხოლო 1930 წელს შეიქმნა ხაკასეთის ავტონომიური ოლქი კრასნოიარსკის მხარეში. საბჭოთა პერიოდში განვითარდა ქვანახშირის და რკინის მოპოვება, ხე-ტყის დამუშავება, მეცხვარეობა. 1992 წელს შეიქმნა ხაკასეთის რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.
მოსახლეობა
რედაქტირებახაკასეთის რესპულიკის ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით არის ასეთი:
ეროვნება | რაოდენობა (2002), %. |
---|---|
რუსები | 80,3 % |
ხაკასები | 12 % |
გერმანელები | 1,7 % |
უკრაინელები | 1,53 % |
ბელარუსები | 0,5 % |
სხვა | 3,97 % |
კულტურა
რედაქტირებახაკასები საუბრობენ ხაკასურ ენაზე. ხაკასური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ძეგლებია „ალთინ არიგი“, „ალბინჟი“ და სხვა. VI-VIII საუკუნეებში აქ არსებობდა დამწერლობა. ხაკასურ ენაზე დამწერლობა შეიქმნა 1926 წელს. 1927 წელს გამოიცა პირველი ხაკასური წიგნი. ხაკასების ტრადიციული საცხოვრებელია მრგვალი ფორმის კარვები. განვითარებულია ხეზე კვეთა და ქარგვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 416-417.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხაკასეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დაარქივებული 2012-01-03 საიტზე Wayback Machine.
- ხაკასეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა დაარქივებული 2013-11-07 საიტზე Wayback Machine.
- ახალი ამბების სააგენტო «Хакасия-Информ»
- Путешествие по Хакасии (фотоальбом и карта)
- Саяногорский городской сайт
- Этнографические экспедиции в Хакасию
- GlobalSib.com -Хакасия