ჭურჭლოვნები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჭურჭლოვნები}} |
ჭურჭლოვნები დროითი დიაპაზონი: სილურული
| |
---|---|
მდედრობითი გვიმრა, არათესლოვანი მცენარე | |
ლიმონისებრი რეჰანი, თესლოვანი მცენარე | |
მეცნიერული კლასიფიკაცია | |
სამეფო: | მცენარეები |
ქვესამეფო: | უმაღლესი მცენარეები |
ქვესამეფო: | ჭურჭლოვანი მცენარეები Sinnott, 1935[3] ex Cavalier-Smith, 1998[4] |
ჭურჭლოვანი მცენარეები, იგივე ტრაქეოფიტები[5] [6] - მცენარეთა ზეგანყოფილება, რომლებიც ხავსისნაირებთან ერთად ქმნიან უმაღლესი მცენარეების ქვესამეფოს (დაახლ. 300 000 შესწავლილი სახეობა). მათ აქვთ მკვრივი ქსოვილები (ქსილემა) წყლისა და საკვები ნივთიერებების მცენარეში ტრანსპორტირებისთვის. ჭურჭლოვან მცენარეებს ასევე აქვთ ნაკლებად მკვრივი ქსოვილი (ლაფანი) ფოტოსინთეზისათვის აუცილებელი ნივთიერებების გასატარებლად, ლაფანი ატარებს ორგანულ ნივთიერებებს. ჭურჭლოვან მცენარეებს მიეკუთვნება გვიმრანაირნი, ლიკოპოდიუმები, შვიტასებრნი, შიშველთესლოვნები (წიწვოვანი მცენარეების ჩათვლით) და ყვავილოვანი მცენარეები.
ისტორიულად ჭურჭლოვანი მცენარეები ცნობილი იყო, როგორც " უმაღლესი მცენარეები ", რადგან ითვლებოდა, რომ ისინი რთული აგებულების გამო უფრო განვითარდნენ, ვიდრე სხვა მცენარეები. თუმცა, დღეს ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს არის მოძველებული ცნება და არამეცნიერულად ითვლება. [7]
მახასიათებლები
რედაქტირებაჭურჭლოვან მცენარეებს ბოტანიკოსები განსაზღვრავენ სამი ძირითადი მახასიათებლით:
- ჭურჭლოვან მცენარეებს აქვთ ჭურჭელბოჭკოვანი ქსოვილები, რომლებიც ანაწილებენ რესურსებს მცენარეში. მცენარეში გვხვდება ჭურჭლოვანი ქსოვილის ორი სახეობა: ქსილემა ლაფანი (იგივე ფლოემი). ლაფანი და ქსილემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, როგორც წესი, ისინი მცენარეში განლაგებულია ერთმანეთის გასწვრივ. ჭურჭლოვანი ქსოვილის ევოლუციამ მცენარეებს უფრო მეტად განვითარების საშუალება მისცა, ვიდრე ეს არაჭურჭლოვანი მცენარეების შემთხვევაში მოხდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლოვანი მცენარეები სპოროვანი გამრავლებით ხასიათდებიან, ხავსებისაგან განსხვავებით აქვთ ფესვები და გამტარი სისტემა, ახასიათებს კანონზომიერი თაობათა მორიგეობა. კარგად განვითარებულ სპოროფიტზე (უსქესო თაობა) ვითარდება სპორები, რომლებიც გაღვივების შედეგად იძლევა სქესიან თაობას — წინაზრდილს (გამეტოფიტი).
- ჭურჭლოვან მცენარეებს აქვთ ნამდვილი ფესვები, ფოთლები და ღეროები.
ჭურჭლოვანი მცენარეების ცალკე განყოფილებად გამოყოფის იდეა ბრიტანელ მეცნიერ თომას კავალიერ-სმითს (1998) ეკუთვნის, მისი აღწერით ამ განყოფილების მცენარეებს ახასიათებთ დიპლოიდური ფაზა ქსილემთან და ლაფანთან ერთად).
- ↑ D. Edwards; Feehan, J. (1980). "Records of Cooksonia-type sporangia from late Wenlock strata in Ireland". Nature. 287 (5777): 41–42. Bibcode:1980Natur.287...41E. doi:10.1038/287041a0. S2CID 7958927.
- ↑ Laura Wegener Parfrey; Daniel J G Lahr; Andrew H Knoll; Laura A Katz (16 August 2011).
- ↑ Sinnott, E. W. 1935.
- ↑ Cavalier-Smith, T. (1998), "A revised six-kingdom system of life", Biological Reviews of the Cambridge Philosophical Society 73 (3): 203–266, , PMID 9809012, https://pdfs.semanticscholar.org/ee41/d705db1da8998a988671d085ed5ee97186b7.pdf დაარქივებული 2018-03-29 საიტზე Wayback Machine.
- ↑ vascular plant | Definition, Characteristics, Taxonomy, Examples, & Facts | Britannica en. ციტირების თარიღი: 2022-03-22
- ↑ Tracheophyta - an overview. ციტირების თარიღი: 2022-03-22
- ↑ Vascular Plants: Definition, Classification, Characteristics & Examples en. ციტირების თარიღი: 2022-03-22