მდედრობითი გვიმრა

მდედრობითი გვიმრა (ლათ. Athyrium filix femina) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ათირიუმისებრთა ოჯახისა.

მდედრობითი გვიმრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  შიშველთესლოვნები
კლასი:  გვიმრები
ოჯახი:  ათირიუმისებრნი
სახეობა:  მდედრობითი გვიმრა
ლათინური სახელი
Athyrium filix femina

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში ტენიან დაჩრდილულ ადგილებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყის გვიმრაა. კოლხეთში გვხვდება ტყის ყველა სარტყელში.

აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ტყის ზედა სარტყელშია, ნაწილობრივ შუაშიც. კარგად ხარობს ტენიან ფართოფოთლოვან და წიწოვან ტყეებში 1300-2000 მ-მდე, სადაც იგი ხშირად ბალახოვანი საფრის დომინანტია. იზრდება საქართველოს ყველა რაიონში ჯავახეთის, ქიზიყისა და გარდაბნის გარდა. მდედრობითი გვიმრა სამკურნალო (ჭიების გამომდენი საშუალება) და დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა

რედაქტირება