ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტერმინს „ლაფანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლაფანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაფანი, ფლოემაუმაღლეს მცენარეთა რთული ქსოვილი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ორგანული ნივთიერებების გადაადგილება მცენარეში. ასრულებს აგრეთვე დამაგროვებელ, ხშირად მექანიკურ და ზოგჯერ გამომყოფ ფუნქციასაც. ლაფნის ელემენტებია სახრიანი მილები, კრისტალების შემცველი და მომმარეგებელი ლაფნის პარენქიმის უჯრედები, გულგულის სხივების რადიალური პარენქიმა, ლაფნის ბოჭკოები და სკლერეიდები. ზოგი მცენარის ლაფანში გვხვდება სარძევე მილები და ფისის სავალები.

საცრიანი მილების უჯრედების ურთიერთდამაკავშირებელი გათხელებული კედლები საცერივითაა დასვრეტილი. საცრიანი მილების პროტოპლასტებში ბირთვი ადრე კვდება და ციტოპლაზმა თავისუფლად ატარებს ორგანულ ნივთიერებებისა და მინერალური მარილების წყალხსნარებს. ფარულთესლოვანთა საცრიან მილებს თან ახლავს თანამგზავრი უჯრედები.

ლაფნის ცოცხალ უჯრედებში გროვდება სახამებელი, ზეთები, აგრეთვე ფისები, ტანინები და სხვა ორგანული ნივთიერებები. ზოგჯერ ლაფნის პარენქიმაში გროვდება ოქსალატის კრისტალები. ლაფნის სარძევეები (მაგ., რთულყვავილოვნებისა, ჭანჭყვატისა) შეიცავს კაუჩუკსა და გუტას, ფისის სავალები (მრავალი წიწვოვანისა) — ფისს (ძივთს). მექანიკურ ფუნქციას ლაფანში უმეტესად სქელგარსიანი ლაფნის ბოჭკოები ასრულებს. ზოგი მცენარის ლაფანში გვხვდება სკლერეიდები, რომლებიც უკვე გაუმტარი ლაფნის ზონაში ხშირად პარენქიმული უჯრედებისაგან წარმოიშობა.

არჩევენ პირველად (პროკამბიუმისაგან წარმოშობილ) და მეორეულ (კამბიუმისაგან განვითარებულ) ლაფანს. ხემცენარეებოის ლაფანს მერქანთან შედარებით უფრო ნაკლებად ეტყობა წლიური რგოლები, რაც შეპირობებულია ლაფნის სტრუქტურული ელემენტების სწრაფი ასაკობრივი ცვლილებებით.

ლიტერატურა

რედაქტირება