ჭობარეთი (მთა)

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭობარეთი.

ჭობარეთიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ჭობარეთისწყლის (მდინარე ინჯისწყლის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1673 მ. აგებულია მიოპლიოცენური დიაბაზების, ბაზალტების, ანდეზიტების, ტუფების, ტუფ-ბრექჩიების ქანებით (ქისათიბის წყება). შემოსილია ბალახოვანი მცენარეებით.

ჭობარეთი
კოორდინატები: 41°35′10″ ჩ. გ. 43°06′54″ ა. გ. / 41.58611° ჩ. გ. 43.11500° ა. გ. / 41.58611; 43.11500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
სიმაღლე 1673 
ამგებელი ქანები დიაბაზი, ბაზალტი, ანდეზიტი, ტუფი, ტუფ-ბრექჩია
ჭობარეთი (მთა) — საქართველო
ჭობარეთი (მთა)
ჭობარეთი (მთა) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭობარეთი (მთა)

ლიტერატურა

რედაქტირება