ჭაობის ბამბა
ჭაობის ბამბა, წყლის ბამბა (ლათ. Eriophorum) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია, მხოხავი ან დამოკლებული ფესურები აქვთ. ფაშარ ან მკვრივ კორდს, ზოგჯერ კოლბოხებს ქმნიან.
ჭაობის ბამბა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Eriophorum | ||||||||||||
|
ცნობილია 20 სახეობა, უმეტესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივი კლიმატის ზონებში, 1 სახეობა გვხვდება სამხრეთ ნახევარსფეროშიც.
საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ქვედაალპურ სარტყელების ჭაობებში ზ. დ. 2600 მ-მდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ტორფის წარმოქმნის პროცესში. მათი ბუმბულა ჯაგრის (მატყლთან, ბამბასთან ან აბრეშუმთან შერეული) გამოყენება შეიძლება ქსოვილების წარმოებაში. მდარე ხარისხის საკვები ბალახებია, თუმცა ადრე გაზაფხულზე ირმებისა და ცხენირმების კარგ საძოვრად ითვლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. ქიმერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.