ჭანდარი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ჭანდარი — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსაველთ კალთაზე, ზღვის დონიდან 450 მეტრი, გურჯაანიდან 5 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1678 ადამიანი. სოფ. ჭანდარში მოქმედებს ღვინის ქარხანა.
სოფელი | |
---|---|
ჭანდარი | |
ჭანდარის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭანდარი |
კოორდინატები | 41°43′25″ ჩ. გ. 45°49′03″ ა. გ. / 41.72361° ჩ. გ. 45.81750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 450 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1678[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 2010 22 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოს – „პირველი“ იტყობინებოდა, რომ ეკლესია ინგრევა: ეკლესიის ჭერის ნაწილი უკვე ჩამოინგრა, კედლები შუაზეა გახსნილი და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების განცხადებით, თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდება, ტაძარი მთლიანად დაინგრევა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის განცხადებით კი, „ეკლესიის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ეკლესიების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებს“.[2]
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნის მეცნიერი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე ორ უბანს მიუთითებს: „ძაღლის უბანს“ და „კახის უბანს“. სოფელს ჭანდარი, XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა. გადმოცემით, თავად ანდრონიკაშვილების ნასახლარზე უზარმაზარი ჭადარი იდგა. როგორც ჩანს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად სოფლის სახელის წარმოშობას. არქეოლოგიური აღმოჩენებით ირკვევა, რომ მოსახლეობა აქ გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა.
სოფელში გავრცელებული გვარებია: სიბაშვილი, ალექსიშვილი, არჯევნიშვილი, ომსარაშვილი, მანიჟაშვილი, კახაბერი და სხვა.[3]
სოფელში აღინიშნება შემდეგი რელიგიური დღესასწაულები: გიორგობა, ბარბარობა და ღვთისმშობლობა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 1 678 | 824 | 854 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ჭანდარში XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ინგრევა // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.